საყოველთაო გარყვნილების «სიომ», რომელმაც ცივილიზებული დასავლეთიდან «დაგვიბერა», საზოგადოების გარკვეულ ნაწილში საკმაოდ საინტერესო აზრი წარმოშვა: «ისლამი თავისი სულიერ-ზნეობრივი ღირებულებებით ბევრად უფრო ახლოა მართლმადიდებლობასთან, ვიდრე იგივე პროტესტანტიზმი და მის წიაღში აღმოცენებული კულტურა. მუსლიმანებს, ისევე, როგორც მართლმადიდებლებს, აღაშფოთებს საზოგადოებაში ზნეობის დაცემა, აღვირახსნილობის პროპაგანდა, ნიჰილიზმი, თაობათა გაუცხოება, ეროვნული ტრადიციების უარყოფა». ამ მოსაზრებაზე კომენტარის გაკეთება ვთხოვე თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის დეკანოზს, თეოდორე გიგნაძეს.
_ პროტესტანტიზმი, ისევე, როგორც ისლამი, თანაბრად შორსაა მართლმადიდებლობისგან. მართალია, პროტესტანტიზმი წმინდა სამების, ქრისტეს სახელით ლაპარაკობს, მაგრამ ის არსობრივადაა მოწყვეტილი ქრისტიანობისგან. ქრისტიანობა მასში დარჩენილია ცნობიერად, იდეად და არა ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობად. რელიგია კი ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობას ნიშნავს. აი, ეს მისტიკური საფუძველი პროტესტანტიზმში, ფაქტობრივად, მოშლილია; თუმცა ზოგიერთ პროტესტანტულ სექტაში არსებობს ცრუ მისტიკა, მაგალითად, «ორმოცდაათიანელებში», სადაც საშინელ, ეგზალტირებულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ჰგონიათ, რომ მათზე სულიწმინდაა გადმოსული.
პროტესტანტიზმის თანამედროვე მიმდინარეობებში პირდაპირ იქნა დაშვებული სოდომური ცოდვა, რაც აშკარა ღალატია წმინდა წერილისა! საერთოდ, თუ ზნეობრივი მდგომარეობით შევადარებთ თანამედროვე პროტესტანტიზმს და ისლამს, ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, ბევრად მაღლა დგას, რადგან ისლამი ტრადიციულია და, კარგი გაგებით, კონსერვატორული. ზნეობრივი ნორმები ისლამში მომდინარეობს ძველი აღთქმიდან, მაშასადამე, მაგ ზნეობრივ ნორმებში არაფერი საკუთრივ მუსლიმანური არ არის! ანუ ეს კარგი ისლამის საკუთრებად ვერ ჩაითვლება.
მართალია, ისლამისთვის მიუღებელია ისეთი სიმახინჯე, როგორიცაა ერთსქესიანთა ქორწინება, სამაგიეროდ, მასში დასაშვებია სხვა სიმახინჯე _ ტერორისტული აქტი ღმერთის სახელით. სიმახინჯეა, ასევე, ქალის ქვებით ჩაქოლვა, ისევ ღმერთის სახელით, და სიმახინჯეა სხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანის სიკვდილით დასჯა ღმერთის სახელით.
ისლამის აგრესიული მხარე ბევრისთვის კარგადაა ცნობილი. ამ აგრესიის საფუძველი ყურანში ძევს. თუ ვინმეს ეს არ სჯერა, წაიკითხოს ყურანი, და თუ კითხვა ეზარება, ისლამის ისტორია გაიხსენოს. მუჰამედი, სწორედ, რომ ცეცხლითა და მახვილით ავრცელებდა თავის სარწმუნოებას. ესაა ისლამის საწყისი!
_ ქრისტიანობის საწყისი, მამაო?
_ ქრისტიანობის საწყისი გოლგოთაა და მტრებისთვის ლოცვა! ისლამის აგრესიულობა ბუნებრივია, რადგან ის რელიგიურ კანონს ავრცელებს, ხოლო მართლმადიდებლობა კანონს უარყოფს და სიყვარულს ავრცელებს!
სხვათა შორის, კათოლიციზმშიც კანონზე დიდი აქცენტია გაკეთებული. მასში იურიდიული და სამართლებრივი დამოკიდებულება დომინირებს ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობაზე; ეს კი კათოლიციზმსა და ისლამს აახლოებს იუდაიზმთან. კანონის ასეთმა უზენაესობამ კათოლიციზმი ინდულგენციამდე და ინკვიზიციამდე მიიყვანა. პავლე მოციქული წარმართობასთან ერთად სწორედ რომ ქრისტიანობაში კანონის დომინირებას ებრძვის. იგი პირდაპირ ხაზს უსვამს: კანონი, სჯული გაუქმებულია იმიტომ, რომ უკვე სიყვარული მეფობს, ხოლო, სადაც სიყვარულია, იქ კანონი ვეღარ არსებობს.
_ ასეთი კითხვა მიჩნდება, მამაო: არც ტრადიციული რელიგიაა გარანტი იმისა, რომ საზოგადოება ზნეობრივად ნორმალურად ვითარდებოდეს, რომ არც ვინმე იჩაგრებოდეს ფიზიკურად და არც სოდომური ცოდვის, აბორტის და ა. შ. აპოლოგია, ხოტბა-დიდება ხდებოდეს?
_ ტრადიციული რელიგია ჯერ კიდევ არ ნიშნავს ჭეშმარიტ რელიგიას. ძალიან მოკლედ ეს შეიძლება ასე აიხსნას და ამის ახსნა სასარგებლოა მართლმადიდებელი ქართველისთვის, რათა იგივე შეცდომები ჩვენს რელიგიურ ცხოვრებაში არ დავუშვათ!
მართლმადიდებლობა თავისი სიმაღლით უსასრულოდ აღემატება ყველა რელიგიას, რადგან ქრისტე, ადამიანად მოსული ღმერთი, არის ნათელი, რომელიც საოცრად ანათებს. ის არის ჩვენი მზე სამყაროში და ყველა ადამიანს გულს უჩვილებს მისი სიყვარული და ჩვენთვის გაღებული ტკივილები, რაც ღვთის მაძიებელ ადამიანს სურვილს უჩენს, რომ სამყაროს ქრისტეს თვალებით ხედავდეს და მას დაემსგავსოს!
_ მამაო, უკვე კარგა ხანია, მიმდინარეობს, თანაც დაუფარავად, აგრესიული შეტევები მართლმადიდებლობაზე, ეროვნულ წეს-ჩვეულებებზე, რასაც არქაულ გადმონაშთად წარმოადგენენ. პარალელურად კი ხდება სექსის, პორნოგრაფიის, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა. ასეთი «თავისუფალი ცხოვრების» მქადაგებლებად წარმოგვიდგებიან ე. წ. ლიბერალები. რას იტყვით შექმნილ ვითარებაზე?
_ ეკლესია დიხტომიურია, ანუ მას ორივე თვისება აქვს. ეკლესიაში ლიბერალიზმიც არსებობს და კონსერვატიზმიც. რა იგულისხმება ლიბერალიზმში? ადამიანის უფლებები, თავისუფლება და ა. შ. ის თავისუფლება, ის უფლებები, ის ღირსება, ის შეფასება და პერსპექტივა, რაც აქვს ადამიანს ეკლესიაში, არც ერთ ე.წ. ლიბერალურ მსოფლმხედველობას არც დაესიზმრება!
რაც შეეხება კონსერვატიზმს, თუ «ლიბერალების» გაგებით, კონსერვატიზმი არის მუხრუჭი და ჩამორჩენილობა, ეკლესია სულაც არ უყურებს კონსერვატიზმს როგორც პროგრესის მტერს. მეტსაც ვიტყვი, დრომოჭმულს და მუხრუჭს ეკლესია თავად უარყოფს, რადგან ეკლესია თავისი ბუნებით უაღრესად აქტიური, დინამიკური და მუდამ მზარდი პროცესების მქონე ორგანიზმია. მუხრუჭი და განვითარების შეწყვეტა იგივეა, რომ, ვთქვათ, ბავშვის ორგანიზმს ისეთი ინექცია გაუკეთო, რის შედეგადაც ის არ გაიზრდება. ამიტომ, როცა ბავშვი იზრდება, ჩვენ ხომ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მისი ფიზიკური ზრდა სრულყოფილი იყოს. ესაა ნორმა! თუ ჩვენი ოპონენტები შეგნებული მტრები კი არ არიან, არამედ შემცდარნი, მაშინ მათ ვეტყვით: რას მოიაზრებს ლიბერალიზმი? თავისუფლებას? თავისუფლება მთავარი თვისებაა ქრისტიანი ადამიანისა! თუ ადამიანი თავისუფალი არაა, ის ქრისტიანი ვერ იქნება! ღირსება? ისეთი ღირსება აქვს ადამიანს ეკლესიაში, რომელიც სხვაგან არსადაა. ადამიანი თავად ღმერთი უნდა გახდეს და მის სრულყოფას საზღვარი არ აქვს! ეკლესია ასე ბრძანებს: ადამიანი მაშინაა ქრისტიანი, როცა ის მუდმივად განვითარების პროცესშია!
_ განვითარებაში რა იგულისხმება?
_ იგულისხმება ადამიანის სულიერი აღმავლობა და მისი ინტელექტუალური, ფსიქოემოციური განვითარება. შემოქმედების თავისუფლება? შემოქმედობის გარეშე ქრისტიანული წინსვლა არ არსებობს! კიდევ, რას გვაბრალებენ?
_ ზნეობას, მამაო! ზნეობრივი ნორმები აღიზიანებთ. ჩამორჩენილობის სინონიმიაო ზნეობა.
_ ქრისტიანული ზნეობრივი ნორმები არის უაღრესად თანამედროვე, ხოლო ნებისმიერი გადახრა ზნეობრივი ნორმებისგან არის დაბრუნება ჯურღმულში. დავუშვათ, რომ რომელიმე ადამიანი გამოვიდეს და თქვას: ჩვენ ვართ ადამიანები და ეს ძალიან ცუდია. არ სჯობს, მაიმუნივით ვიცხოვრო! ზნეობრივი ნორმების რღვევის მცდელობა განა მაიმუნობა არაა? მაგალითად, როდესაც დღეს სოდომური ცოდვების _ მამათმავლობის ან ლესბოსელობის პროპაგანდა ხდება «თავისუფლების», «ადამიანის უფლებების» ნიშნით, განა ეს მაიმუნობისკენ დაბრუნება არაა?!
ჩვენ მეტ-ნაკლებად გალამაზებული სახით გვასწავლეს ბერძნული (ელინური) სამყაროს ზნეობრივი მდგომარეობა. სინამდვილეში, კატასტროფული სიტუაცია იყო! ერთსქესიანთა სიყვარული ყვაოდა! ქურუმის და მისი, ასე ვთქვათ, მრევლის დამოკიდებულებაშიც თავს ავლენდა ჰომოსექსუალიზმი. ერთ-ერთი მიზეზი, სოკრატეს რომ დასცინოდნენ, ის იყო, რომ უდიდესი ფილოსოფოსი ცოლს ერთგულებდა, სიწმინდეს ინარჩუნებდა ამ საშინელი ცოდვისგან განრიდებით!
წარმართულ სამყაროში ადამიანის სხეულს სულის საპყრობილედ თვლიდნენ. ნეოპლატონიკოსი პლოტინი ამბობდა: მე მრცხვენია, რომ მაქვს სხეულიო. აი, პავლე მოციქული კი ხმამაღლა ამბობს, გაჰყვირის წარმართულ სამყაროში: განა არ იცით, რომ თქვენ ხართ ღვთის ტაძარი, რითაც ხაზს უსვამს _ ჩვენი სხეული ძვირფასია ღვთისათვის და ის პოტენციაში უნდა გახდეს ტაძარი ღვთისა! მოდით, არარელიგიურად, არამედ ნეიტრალურად შევაფასოთ, რომელი უფრო დიადია, სად უფრო აღმატებულია ადამიანი? იქ, სადაც სხეული სულის ტაძარია, თუ იქ, სადაც სხეული სულის საპყრობილეა?! თავისთავად ცხადია, სადაც სხეული საპყრობილეა სულისა, იქ ნამდვილად დაკნინებულია ადამიანის არსების ისეთი მნიშვნელოვანი მხარე, რომელსაც ფსიქოსომატური, ხორციელი მხარე ჰქვია. და მეორე, პავლე მოციქული ხმამაღლა ამბობს: მამათმავლები სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენო. რატომ უთხრა წარმართებს პავლემ ასე ხმამაღლა? იმიტომ, რომ ჰომოსექსუალიზმი მათი რელიგიური მსოფლმხედველობიდან გამომდინარეობდა.
ქრისტიანობამ სძლია წარმართობას და სამყარო აყვავდა! ევროპულ კულტურაში რაც მოგვწონს, არის დაფუძნებული ქრისტიანულ ზნეობაზე და რომაულ სამართალზე. ამიტომ ჩვენ ვთვლით, ქრისტიანობა სწორედ რომ პროგრესულია და თანამედროვე, ხოლო ზნეობრივი ნორმების ნიველირებას, უარყოფას იქითკენ მივყავართ, საიდანაც გამოვედით. ასე რომ, დღეს უზნეობის დანერგვა არის ნეოწარმართობა, იგივე საზოგადოების ანიმალიზაცია-გაპირუტყვება და, თუ ეს პროცესი არ შეჩერდა, უპირველეს ყოვლისა, დასავლური სამყარო წაილეკება!
_ მაგრამ, მამაო, ჩვენი შინნაზარდი დემოკრატები და ლიბერალები მაინც ეკლესიას მიიჩნევენ პროგრესის მტრად.
_ მაშინ კონკრეტულად დაასახელონ, რაში ვმტრობთ პროგრესს! ვინმეს თუ ჰომოსექსუალიზმი მოსწონს და სხვა ათასი არსებული ცოდვა, იგივე აბორტი, ცოლ-ქმრული ღალატი და სხვა «პროგრესული» ქმედებანი, რა, ეკლესია მას აფერხებს? ეკლესია ვინმეს ძალით უკრძალავს? ეკლესია ვინმეს ცხოვრებაში ძალით ერევა? _ არავის ცხოვრებაში არ ერევა! ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაშია! ეკლესია თავის სიტყვას ამბობს, იმას, რაც სინამდვილეა! კითხვა მიჩნდება: _ ეკლესიის სიტყვა რატომაა ასე ძალმოსილი? რატომ ეშინიათ მისი? მე, რა თქმა, პასუხი მაქვს: _ იმიტომ, რომ ეს სიტყვა არა ადამიანის, არამედ ღვთისაა! აქედან გამომდინარე, მას სერიოზული ძალა აქვს!
ეკლესიის მტრების საყურადღებოდ ვიტყვი: უფალი გვეუბნება, რომ ეკლესია დაუმარცხებელია და, სანამ სამყარო იარსებებს, ეკლესიაც იარსებებს. არაა ძალა, რომელიც მას გაანადგურებს. ეს გამორიცხულია და ისტორიაც ამას ადასტურებს. მაგრამ ყოველ ეპოქაში ჩნდებიან ადამიანები, რომლებმაც ეს არ იციან, ეკლესიის უძლეველობა მათ არ სჯერათ და, შედეგად, მუდამ რქებს იმტვრევენ მასთან ჭიდილში!
_ მამაო, რამდენად ადექვატურად რეაგირებს ზემოთ ნახსენებ პრობლემებზე ინტელიგენცია? რატომ არ ისმის მისი ხმა ან რატომაა ასე სუსტი მისი ხმა? რა მეტამორფოზა განიცადა ამ, ერთ დროს ძლიერმა სოციალურმა ფენამ, რომელიც, ფაქტობრივად, ქმნიდა საზოგადოებრივ ცხოვრებას? როდის და რა მიზეზით დაკარგა ინტელიგენციამ სოციალური ფუნქცია?
_ თქვენ გაინტერესებთ, თუ რატომ არის ინტელიგენცია ასე უსუსური და ვერ დაუპირისპირდა თანამედროვე რეალობას?
_ დიახ!
_ ამჟამად ებრძვიან ყველაფერ იმას, რითაც სამყარო იზრდებოდა. ესაა ზნეობა, კულტურა, ადამიანური ღირსება, ეროვნულობა, ქრისტიანობა; და ეს მებრძოლი სული იმდენად ძლიერია და თვისობრივად განსხვავებული, რომ ინტელიგენცია, რომელიც გამობრძმედილი გახლდათ საბჭოთა პერიოდში და წარმმართველი როლი ეკავა, უსუსური აღმოჩნდა ამ თანამედროვე სულთან, რომელიც, გაზვიადების გარეშე, არის დემონური. აბა, კაცის და ქალის აღრევა რომ მოხდება, ოჯახის, ცოლ-ქმრობის სიწმინდე რომ ილახება; როცა იცვლება ბავშვების დამოკიდებულება მშობლებისადმი, როცა ტოტალური გარყვნილება ითესება და როცა ადამის შთამომავლობის საძირკველი ირყევა, ეს ხომ დემონურია! კომუნისტების დროს შეიძლება რელიგიურობა არ ყვაოდა, მაგრამ ზნეობა არსებობდა და ადამიანი იმ 70 წლის მანძილზეც ადამიანურ სახეს ინარჩუნებდა. ამ შემთხვევაში, ინტელიგენცია თავის ფუნქციას ასრულებდა, თანაც, მშვენივრად. დღეს იგი დემონური სულის წინააღმდეგ აღმოჩნდა, რომელსაც, ვაი რომ, მარტო განათლებით, კარგი მამულიშვილობითა და კულტურით ვეღარ დაუპირისპირდები. დემონურ სულს მხოლოდ ქრისტეს სულით ამარცხებ! სწორედ ესაა ჩვენი ინტელიგენციის მთავარი პრობლემა.
_ მაინც რა პრობლემაა ეს ასეთი რთული, მამაო?
_ ესაა ინტელიგენციის ნაკლები სულიერება, ნაკლები ქრისტიანობა, უცოდინარობა რელიგიური საკითხებისა, ეკლესიასთან მისი, რბილად ვთქვათ, ცოტათი გულგრილი დამოკიდებულება, აი, ამან განაპირობა ინტელიგენციის მარცხი! ხოლო, თუ მისი თითოეული წარმომადგენელი, როგორც ერთნი გახდებიან ეკლესიის ორგანიზმის ნაწილი, მაშინ ამ ეკლესიურობას დამატებული მათი შინაგანი კულტურა, ინტელექტუალური პოტენციალი და ეს ყველაფერი ერთად შეზავებული დაუპირისპირდება ამა სოფლის სეკულარულ, დემონურ სულს და გაიმარჯვებს! ამინ!
ესაუბრა
გიორგი კორძაძე_ პროტესტანტიზმი, ისევე, როგორც ისლამი, თანაბრად შორსაა მართლმადიდებლობისგან. მართალია, პროტესტანტიზმი წმინდა სამების, ქრისტეს სახელით ლაპარაკობს, მაგრამ ის არსობრივადაა მოწყვეტილი ქრისტიანობისგან. ქრისტიანობა მასში დარჩენილია ცნობიერად, იდეად და არა ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობად. რელიგია კი ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობას ნიშნავს. აი, ეს მისტიკური საფუძველი პროტესტანტიზმში, ფაქტობრივად, მოშლილია; თუმცა ზოგიერთ პროტესტანტულ სექტაში არსებობს ცრუ მისტიკა, მაგალითად, «ორმოცდაათიანელებში», სადაც საშინელ, ეგზალტირებულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ჰგონიათ, რომ მათზე სულიწმინდაა გადმოსული.

2012
geworld.net
Комментариев нет:
Отправить комментарий