ღმერთი

ღმერთი

пятница, 7 июня 2013 г.

დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატამ მხარი დაუჭირა ერთსქესიან ქორწინებას.

დიდი ბრიტანეთის ორივე პალატამ მოიწონა კანონპროექტი ერთსქესიანი ქორწინების შესახებ. მომავალ წელს ძალაში შევა კანონი, რომლის მიხედვითაც გეებსა და ლესბოსელებს ქორწინების უფლება მიეცემათ.

კანონპროექტს ერთსქესიანი ქორწინებების შესახებ მხარი დაუჭირეს დიდი ბრიტანეთის ლოდთა პალატის წევრებმაც. საღამოს, 4 მაისს ბრიტანეთის პარლამენტის ზედა პალატის დეპუტატებმა მოიწონეს კანონპროექტი, რომელიც დაქორწინების უფლებას აძლევს ჰომოსექსუალებს, - იუწყება სააგენტო epd. ლორდთა პალატის 390 წევრმა ხმა არ მისცა დოკუმენტის შემდგომი განხილვის წინადადებას, 148 წევრი თანახმა იყო განხილვისა. პარლამენტის ქვედა პალატამ ეს კანონპროექტი უფრო ადრეც მოიწონა.

კანონი ძალაში შევა 2014 წლიდან.

ამგვარად, პირველი ერთსქესიანი დაქორწინებული წყვილები დიდ ბრიტანეთში 2014 წლიდან გამოჩნდება. 2005 წლიდან გეებსა და ლესბოსელებს დიდ ბრიტანეთში უფლება მიეცათ კანონიერად დაერეგისტრირებინათ თავიანთი უერთიერთდამოკიდებულება, რომლებიც, ისევე როგორც გერმანიაში, არ უტოლდება ტრადიციულ ქორწინებას.

დებატები ახალი კანონპროექტის გარშემო პარლამენტის ზედა პალატაში ორი დღე გრძელდებოდა. ანგლიკანური ეკლესიის 26 წევრიდან ბევრმა წევრმა (თუმცა არა ყველამ), რომლებიც ლორდთა პალატის წევრები არიან, ხმა არ მისცა ამ კანონპროექტს.

თუმცა ეს ვითარებას ვერ შეცვლის, დიდ ბრიტანეთში ერთსქესიანი ქორწინება კანონიერი გახდა.

apocalypse.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий