8 ივნისს ავღანეთიდან ქართული სამშვიდობო კონტინგენტის გამოყვანის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართა. აქციაში ძირითადად ახალგაზრდებმა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელებმა მიიღეს მონაწილეობა.
პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეკრებილთა თქმით, ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში ყოფნა დღითიდღე უფრო სახიფათო ხდება და ქართველი სამხედროების ჰელმანდის პროვინციიდან გამოყვანას მოითხოვენ.
მოქალაქეების აზრით, ქართველი ჯარიკაცები სამშობლოში დაჩქარებული წესით უნდა დაბრუნდნენ.
ტრისტან წითელაშვილი (ვეტერანი გენერალი): “ჩვენი აქ მოსვლით ვუთანაგრძნობთ დაღუპული სამხედროების ოჯახებს. რაც შეეხება პოლიტიკურ განცხადებებს ჯარების გამოყვანის შესახებ ეს სხვა თემაა და ვფიქრობ, უფრო ზემდგომ ორგანოებში უნდა გადაწყდეს. კარგი იქნება, თუ შევამცირებთ ავღანეთში ჩვენი მებრძლოლების კონტიგენტს და ასე შევიტანთ წვლის ტერორიზმთან ბრძოლაში.”
ირაკლი კაკაბაძე (მწერალი): „სააკაშვილის პოლიტიკა გვიკლავს შვილებს, სანამ გამოყვენილი არ იქნება ჯარი ავღანეთიდან, ჩვენ არ გავჩერდებით. რაში სჭირდებოდა საქართველოს ამ უაზრო ომებში ჩაბმა? რაში გვჭირდება ჩვენ, რომ ვიყოთ უცხო ქვეყანაზე ოკუპანტები? არ გვეყოფა რომ ჩვენ მიწაზე არიან ოკუპანტები?! ჩვენ მოვითხოვთ ქართველი სამხედროების გამოყვანას ავღანეთიდან.“
შეგახსენებთ, რომ აქცია სოციალური ქსელის საშუალებით დაიგეგმა.
დავით დანელია

http://www.ambioni.ge/aqcia-avranetidan-qartveli-samxedroebis-gamoyvanis-txovnit
Комментариев нет:
Отправить комментарий