ღმერთი

ღმერთი

суббота, 8 июня 2013 г.

კონფერენცია ID ბარათების ალტერნატივის მოთხოვნით.

(08.06.2013)



8 ივნისს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ელექტრონული მოწმობების ალტერნატივის მოთხოვნასთან დაკავშირებით მორიგი კონფერენცია გაიამართა. შეხვედრას იურისტები, სასულიერო პირები, მრევლი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე განცხადება გაკეთდა იმის თაობაზე, ბოლო რვა თვის განმავლობაში ახალმა მთავრობამ თუ რა მიმართულებით წაიყვანა და რამდენად გაითვალისწინა მართლმადიდებელთა მოთხოვნები ელექტრონული მოწმობების ალტერნატივის შემოღებასთან დაკავშირებით.

როგორც აღინიშნა, წინა მთავრობის კურსი – ეკლესიის ფუნდამენტურ, აგრეთვე მორალურ საკითხებსა და მორწმუნეთა მოთხოვნებთან მიმართებაში არ შეცვლილა, ხალხისგან ახალი მთავრობის არჩევის მიზეზი კი სწორედ ეს იყო.

თეოლოგ მიქაელ ფერაძის თქმით, დღევანდელ ცხოვრებაში პლანეტა იმ კონდიციამდეა მისული, რომ ანტიქრისტეს მოსვლისთვის წითელი ხალიჩა აქვს გაგებული.

„ჩვენ გარშემო მიმდინარე პროცესები, ელექტრონული მოწმობები, ლგბტ საზოგადოების აქტიურობები – ეს ყველაფერი ერთ კონტექსტშია.


ბერძენი მამა ათანასე მიტილინელი ამბობს, რომ მეორედ მოსვლისას ერთ–ერთი მთავარი მიზეზი იქნება ჰომოსექსუალიზმის დაკანონება და პარალელს სოდომ–გომორთან ავლებს. საქმე სწორედ ამ პროცესთან გვაქვს. ფაქტია, რომ ძველი პირადობის მოწმობები ვერ გააუქმეს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ღმერთი არ აძლევს უფლებას იმ ქრისტიანების გამო, რომლებიც ჯერ კიდევ დგანან ფეხზე. უფალი მეფობს…

მამა პაისი ამბობს, ევროკავშირის ზოგ ქვეყნებში შესაძლოა ბეჭედი არც დაასვან. თავისი ცხოვრების წესით ექნებათ იგი მიღებული. თუ ქრისტიანული ცხოვრების წესით არ დავდექით ფეხზე სამი ექვსიანი ჩვენი ცხოვრების წესი იქნება,“- აღნიშნა მიქაელ ფერაძემ.


მართლმადიდებელთა კრებულის ხელმძღვანელის, ზაზა ნანობაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მათ მოთხოვნებს იგნორირებას უკეთებს.

ზაზა ნანობაშვილი: „უკვე 50 000 ხელმომწერზე მეტი მოქალაქეა ელექტრონული მოწმობების ალტერნატივის მოთხოვნით, რომელნიც არჩევნებში უსაბუთობის გამო ვერ მიიღებენ მონაწილეობას. მთავრობა, რომ არჩევნების ობიექტურობაზე ზრუნავდეს, პირველ რიგში, თავად დაუშვებდა ალტერნატიულ საბუთებს!

ხელმოწერები გრძელდება და ვგეგმავთ ამ პროცესმა მასშტაბური ხასიათი მიიღოს.


იუსტიციის სამინისტრო ტენდენციურია და არ აშუქებს ელექტრონული მმართველობის დღევანდელ თუ სამომავლო საშიშროებას ტოტალურ კონტროლთან დაკავშირებით. არ იშველიებს უცხოეთის პრაქტიკას, სადაც აშკარად ჩანს, რომ ელექტრონული მოწმობები არ არის გაყალბებისგან დაცული. დღეს, საქართველოში ათიათასობით მოქალაქე უსაბუთობის გამო სოციალურად დაუცველია და მათზე მთავრობისგან ადმინისტრაციული ზეწოლა გრძელდება.
სინოდის მოთხოვნა ალტერნატივის დაშვებასთან დაკავშირებით ახალი მთავრობისთვის სრულიად საკმარისი უნდა ყოფილიყო.

იუსტიციის მინისტრის მიერ ბოლო დროს გაკეთებულმა უსამართლო განცხადებებმა საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. თუ მისი თქმით არანაირი სერვისი არ უნდა მიუერთდეს ახალ ელექტრონულ მოწმობას და მხოლოდ სახელი და გვარი იქნება მასში, მაშინ რაღა საჭიროა საერთოდ ელექტრონული მოწმობები და ახალი ტექნოლოგიით აღჭურვილი იუსტიციის სახლები?!

გაყალბების თვალსაზრისით საერთაშორისო პრაქტიკისა და კვლევების გათვალისწინებით, ელექტრონული საბუთის გაყალბება უფრო ადვილია, ვიდრე – ჩვეულებრივის.

მიუხედავად ამდენი ხელმოწერისა, ევროპული ქვეყნების მაგალითებისა და საპატრიარქოს მოთხოვნისა, ქ.–ნი თეა წულუკიანი ხელმომწერებისგან მეტ კონკრეტიკას ითხოვს, რასაც არ ითხოვს სრულიად უსაფუძვლო მოთხოვნებზე სხვა ორგანიზაციებისგან: ლგბტ–სგან, რელიგიური უმცირესობებისგან… პირიქით, თავგამოდებით იცავს კიდეც მათ მოთხოვნებს.

ბოლო თვეების მანძილზე პრესასა თუ ტელევიზიაში დაფიქსირებულმა მინისტრის მერყევმა პოზიციებმა, საქმისადმი არასერიოზული მიდგომისა და გულგრილობის შთაბეჭდილება დატოვა. როგორც მოგეხსენებათ თავდაპირველად იგი ალტერნატიული საბუთების მომხრე გახლდათ, მერე ელექტრონული საბუთი თავად აიღო და მისი გამართლება დაიწყო. მისი აზრით, ალტერნატიული საბუთების დაშვების შემთხვევაში ევროპა ჩვენს დახმარებაზე უარს იტყვის.
ეს ყველაფერი იმაზე მიგვითითებს, რომ იუსტიციის ერთ დროს ვითომდა კეთილი დამოკიდებულება მართლმადიდებელთა მოთხოვნების მიმართ მოჩვენებითი იყო და მხოლოდ დროში გაწელვის პოლიტიკას ემსახურებოდა.

ახლანდელი მთავრობა მართლმადიდებლებისა და პატრიოტული განწყობის ხალხის მოყვანილია და დღეს თავის ამომრჩეველს ღალატობს.

იმისათვის რომ დღეს ნდობა რაღაც დონეზე შევინარჩუნოთ და სიცრუის დამღუპველ გზას არ დავადგეთ, სასწრაფოდ უნდა დავუშვათ ალტერნატიული მოწმობები ყველა მიმართულებით, აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმადებელთა სხვა ზნეობრივი მოთხოვნები“.

შეგახსენებთ, ხელმომწერთა მოთხოვნაა: შეწყდეს საქართველოს მოქალაქეებზე იძულებითი წესით (საგანგებოდ შემოღებული კანონებით) ადმინისტრაციული ძალადობა და ახალი საბუთების: ელექტრონული პირადობის მოწმობის, ბიომეტრიული პასპორტის, პლასტიკური ბარათების აღება მოხდეს მხოლოდ ნებაყოფლობით – არასავალდებულო წესით; სახელმწიფოში ყველგან შენარჩუნდეს ფულადი ერთეულით გადახდა, როგორც მრავალ ქვეყანაშია მიღებული.

ქეთი ჭელიძე


http://www.ambioni.ge/konferencia-id-baratebis-alternativis-motxovnit

Комментариев нет:

Отправить комментарий