მამა ბასილი (ახვლედიანი): უწმინდესმა პირდაპირ რომ თქვას, ID ბარათი არ აიღოთო, სინოდი გაიხლიჩება და ეკლესია თავზე დაგვემხობა.
ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრა აკაურთას სიონის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მამა ბასილი (ახვლედიანი).
_ მამაო, 17 მაისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა რატომ დაინახა ქვეყანაში თეოკრატიის საფრთხე?
_ მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების დაკვირვება ცხადყოფს, რომ კაცობრიობის არსებობა გადავიდა ქაოტურ, უმართავ პროცესებში და ეს, ბუნებრივია, საქართველოზეც აისახება. 17 მაისს განვითარებული მოვლენებიც ამას ადასტურებს. გარკვეული ჯგუფი მსოფლიოში, რომელიც სიონისტების მიერ იმართება, ცდილობს, მსოფლიო ერთ სახელმწიფოდ აქციოს. მათი შტაბ-ბინა დედამიწაა. ამერიკას ზესახელმწიფოს ტიტული მიენიჭა მხოლოდ გარკვეული პროცესების მართვის მიზნით, დღეს ვიცით, რომ ამერიკის ბიუჯეტში დიდი პროფიციტია. ამერიკამ, როგორც ქვეყანამ, თავისი მისია ამოწურა და გლობალისტების დისლოკაციის ადგილმა ევროპაში გადაინაცვლა. დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესებიც გლობალიზაციის ნაწილია, ვინაიდან ერთადერთი, რაც გლობალიზაციას ხელს უშლის, ადგილობრივი ტრადიციები და ფასეულობებია. როდესაც რომელიმე ქვეყანაში გლობალისტები შედიან, ისინი ფუნდამენტურ მოთხოვნებს აყენებენ, უნდა მოხდეს სექსუალური რევოლუცია და სახელმწიფომ მიიღოს ლიბერალური კანონები ყველა მიმართულებით, მათ შორის ეს ეხება საზღვრებისა და მიწების საკითხსაც.
დღეს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ. ადამიანები იმაზე კი არ მსჯელობენ, რომ იმ ჰომოსექსუალების პროპაგანდა, რომლებიც იმ დღეს ქუჩაში გამოვიდნენ, დიდი საფრთხის შემცველია, არამედ იმაზე, რომ თურმე 50 ათასი გააფთრებული კაცი გამოვიდა ქუჩაში. მათ შორის ყველაზე ხელჩასაჭიდი რაც მიეცათ, თურმე სასულიერო პირები იქცეოდნენ ცუდად. ჩვენ თავს გვახვევენ, თითქოს მრისხანება მიუღებელია. სამყაროში ღმერთზე მოსიყვარულე ვინ შეიძლება იყოს, მაგრამ მან სოდომ-გომორი გაანადგურა. ასევე გავიხსენოთ, როგორ შევიდა მაცხოვარი სოლომონის ტაძარში შოლტით.
_ ანუ ძალადობა სასულიერო პირების მხრიდან გარკვეულ შემთხვევებში გამართლებულია?
_ საქართველო ახლა არის თავდაცვის რეჟიმში. ჰომოსექსუალები ამ გამოსვლით იწყებენ ჩვენი სულის მოკვლის პროცესს, ისინი ჩვენი სულის მკვლელები არიან. ბასილი დიდი ამბობს: «მოკრძალებულიც შეიძლება გონივრულად განრისხდეს, მაგრამ ისე, რომ საკუთარ თავში მოკრძალებულობის სრულყოფილება არ დააზიანოს. შეუძვრელად დარჩენა, ანდა საჭიროების შემთხვევაში, აღშფოთების არგამოხატვა უსულო ბუნების ნიშანია და არა მოკრძალებისა». მაგრამ ამასთან, ბასილი დიდი იმასაც ამბობს, რომ აღშფოთება გონიერებასთან უნდა იყოს შეზავებული, რამეთუ დანას მკვლელებიც იყენებენ და ექიმებიცო, ოღონდ მკვლელები _ თავისივე მსგავსის მოსაკლავად, ექიმები კი _ სიცოცხლს გადასარჩენად.
«მას, ვისაც გონივრული აღშფოთება შეუძლია, უდიდესი სარგებელი მოაქვს იმისთვის, ვის წინააღმდეგაც არის ეს აღშფოთება მიმართული». გრიგოლ ღვთისმეტყველი კი ამბობს: «არსებობს დამღუპველი სიმშვიდე და არსებობს კეთილშობილი მრისხანება».
პატიმარს ხშირად უთქვამს ჩემთვის, _ რატომ არ გამოიყენა შოლტი ჩემმა მშობელმა, დღეს ხომ ციხეში არ მოვხვდებოდიო.
სასულიერო პირის დაპატიმრება მიუღებელია. მღვდელი ადამიანის სულის მესაჭეა და მისი რიგით მოქალაქესთან გათანაბრება არ შეიძლება. რა თქმა უნდა, მღვდელიც უნდა დაისაჯოს, თუ დააშავებს, მაგრამ ეკლესიას აქვს სასულიერო პირის დასჯის ბერკეტები. ეს იწყება გაფრთხილებით და გარკვეულ შემთხვევებში მღვდლობის ჩამორთმევითაც სრულდება.
ხმლით მოსულ მტერზე გაცილებით საშიში მშვიდად მოსული მტერია, რომელიც მომავალ თაობებს გახრწნას უქადის და სამუდამო ჯოჯოხეთს უმზადებს. ამასთან, აგრესიული პროპაგანდის გასატარებლად იშველიებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, არადა, ის 50 ათასი კაცი თავს იცავდა იმ დღეს.
_ თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ ხომ დაგმო აქციის მონაწილეების საქციელი?
_ ამ შემთხვევაში ჩვენთვის უმთავრესია არა საერთაშორისო საზოგადოების აზრი, არამედ ის გამოცდილება, ის ფასეულობები და ტრადიციები, რომლებმაც დღემდე მოიყვანა საქართველო. ეს კიდევ ერთი თავსმოხვეული აზრია, რომ, თუ ჩვენ უპირობოდ არ მივიღებთ მათ ყველა შემოთავაზებას, ვერ გავხდებით საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრი. ეს სიცრუეა. ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ საზღვარგარეთიდან უნდა შემოვიტანოთ სიახლეები, მაგრამ ღვარძლი ხორბლისგან უნდა გავარჩიოთო. ამას გარდა, ისიც უნდა ითქვას, რომ ადრე ევროპა სულ სხვა იყო, სულ სხვა ფასეულობებზე იყო დაფუძნებული. დღეს ევროპა აბსოლუტურად შეიცვალა.
არც ერთ ცივილურ ქვეყანაში მიწის გაყიდვის უფლება არავის აქვს, მაგრამ ისეთი მეორე, მესამეხარისხოვანი ქვეყნებისთვის, როგორადაც საქართველოს გაიხილავენ, ეს აუცილებელი პირობაა, ანუ ჩვენ გვაკეთებინებენ იმას, რასაც თავად არ აკეთებენ.
ასევე ხშირად გვესმის, რომ ჰომოსექსუალებს არ უნდა შევეხოთ, მათი უფლებაა, როგორ მოიქცევიან. ეს მათი ირიბი წაქეზებაა. მე ჩემს შვილს ყოველთვის ვეტყვი, რომ ასეთ ადამიანთან არ იმეგობროს.
_ აბა, როგორ უნდა მოვექცეთ მათ?
_ ჰომოსექსუალთან ოჯახში როგორ შევალ და მათ მოწოდებულ საჭმელს როგორ შევჭამ?! მათ უნდა მოვექცეთ, როგორც ავადმყოფებს. 1993 წლამდე ჰომოსექსუალიზმი დაავადებების სიაში იყო შესული. შემდეგ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ამოიღო ის დაავადებების სიიდან.
_ მამა ლევან მათეშვილს, რომელმაც დაგმო აქციის მონაწილეების ქმედება, «ფეისბუქზე» თქვენი მობილურის ნომერი მისწერეთ და შეხვედრა სთხოვეთ. ეს საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მუქარად აღიქვა.
_ 50 ათას კაცზე მეტს გიჟი არ უნდა უწოდო და არ უნდა თქვა, რომ თურმე მათ ქრისტიანობის ნატამალი არ გააჩნიათ. მე არავის დავმუქრებივარ, შეიძლება ვიღაცამ ასე აღიქვა, მაგრამ მამა ლევანი ყოველთვის ასეთი სიტყვიერებით გამოირჩევა ჩვენ მიმართ _ დიდ მამებს აკრიტიკებს. ის ჩვენი საძმოს წევრია და, რადგან მან საჯაროდ გამოაქვეყნა თავისი ნააზრევი, მეც საჯაროდ მივწერე, _ იქნებ დამიკავშირდე და ვისაუბროთ-მეთქი.
ამის შემდეგ რამდენიმე სოდომელმა დამირეკა და მამა ლევანის დაცვა დაიწყო, მომთხოვა ახსნა-განმარტება, რას ვგულისხმობდი და იყო თუ არა მუქარა ჩემს ნათქვამში. ამითაც გამოჩნდა, ვის წისქვილზე ასხამს წყალს მამა ლევანის გამონათქვამები. სასულიერო პირს რატომ უნდა გაგიხდეს სოდომელების დასაცავად საქმე და არ იყო 50 ათასი კაცის გვერდზე?! რომ არა სასულიერო პირები, 17 მაისს მოხდებოდა ის, რისთვისაც დაიგეგმა ეს აქცია. ეს ადამიანები თავადაც მოატყუეს და სასაკლაოზე გამოიყვანეს.
_ ვის გულისხმობთ, ვინ მოატყუა ისინი?
_ ისინი, ვინც არიან გარე ძალების დაკვეთის შემომტანები და აღმასრულებლები ქვეყანაში. საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ წინა ხელისუფლებაში თითქმის ყველა იყო აღმასრულებელი, დამკვეთი და უპირობო შემსრულებელი ამ ყველაფრის.
_ მაგრამ ხელისუფლება შეიცვალა, თუმცა პროცესები დღესაც გრძელდება. ახალ ხელისუფლებაშიც ხომ იცავენ მათ უფლებებს...
_ უფალი ამბობს, ნეტარია ადამიანი, ვინც მე მაღიაროს წინაშე კაცთაო. როდესაც სასიკვდილო ცოდვას მხარს უჭერ, რადგან დღევანდელი მსოფლიო დემოკრატია მოითხოვს ამას, ღმერთი პასუხს აუცილებლად მოგთხოვს. არსებობს ფასეულობები, რომელთაც არ უნდა უღალატო.
_ მამაო ბასილ, სინოდის სხდომა კვლავ ID ბარათებს მიეძღვნა, თქვენ რამდენიმე ხნის წინ მრევლი ერთწლიანი უზიარებლობით დასაჯეთ, მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელსაც სჭირდება ეს ბარათი ყოვედღიურ ცხოვრებაში?
_ მე ასე ვიტყვი და გამგები გაიგებს: ID ბარათებთან დაკავშირებით სამი დონის ინფორმაცია არსებობს. ჩვენ ვაპელირებთ პირველი დონის ინფორმაციით. არ დავკონკრეტდები ერთი მარტივი მიზეზის გამო, ადამიანები ამას ვერ გაიგებენ და ეს თემა, რომელიც გაქილიკებული აქვს თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანებს, კიდევ უფრო მეტად დასაცინი გახდება. პირველი დონის ინფორმაცია საკმარისია განვაცხადო, რომ ID ბარათი _ ეს არის ჩემი უფლებების დარღვევა.
ასევე მინდა ყველა დავამშვიდო, მე მოვუხსენი მრევლს სასჯელი. ეს იყო მოკლევადიანი წკეპლა, რათა სხვების ყურამდე მისულიყო ეს თემა და ყურადღება მიექციათ.
_ თუ ID ბარათი ასეთ საფრთხეს წარმოადგენს, მაშინ საპატრიარქომ რატომ დაადგინა, რომ არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი?
_ უწმინდესმა პირდაპირ რომ თქვას, ID ბარათი არ აიღოთო, სინოდი გაიხლიჩება და ეკლესია თავზე დაგვემხობა. უწმინდესს არასდროს უთქვამს, რომ ID ბარათი უპრობლემოდ აიღეთო. აღნიშნულ საკითხზე კულუარებში რას ამბობს პატრიარქი, ყველამ კარგად იცის. მე არ მითქვამს, რომ ID ბარათი _ ეს არის ანტიქრისტეს ბეჭედი. ვადასტურებ სინოდის განცხადებას, ID ბარათი არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, მაგრამ ადამიანებს ვურჩევ, ნუ აიღებენ მას. ვინც აიღო, უკან დააბრუნოს და შენდობა ითხოვოს ეკლესიაში. ID ბარათები წამყვანმა ცივილიზებულმა ქვეყნებმაც უარყვეს, რადგან ის ტოტალური კონტროლის მსხვერპლად აქცევს ადამიანს. იმავე დიდი ბრიტანეთის მაგალითი ავიღოთ, სადაც ID ბარათები 2010 წელს გაუქმდა. მე არ მომიგონია ეს ყველაფერი, ამას ამბობს დიდი ბრიტანეთი, ეს თქვა ევროკავშირის წევრმა საბერძნეთმა, ეს თქვა რუსეთმა და უკრაინამ. მე, უბრალოდ, ვეთანხმები მათ.
_ რატომ არ არის ერთიანი აზრი ეკლესიაში ID ბარათებთან დაკავშირებით?
_ სამწუხაროდ, ეკლესიაში ერთიანი აზრი მართლაც არ არსებობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ყველა სასულიერო პირი თანხმდება, რომ ID ბარათის მეშვეობით ტოტალური კონტროლი და ადამიანის უფლებების დარღვევა ინერგება. მერწმუნეთ, საქართველოში მილიონზე მეტი ადამიანი მაინცაა, რომლებიც გააზრებულად ეწინააღმდეგება ამ ბარათებს. ამ საკითხზე რეფერენდუმი რომ ჩატარდეს ქვეყანაში, ქართველი ხალხის პოზიცია ნათლად გამოჩნდება. მინდა ვუთხრა ამ საქმის მესვეურებს, ამხელა ცოდვას ნუ აიღებენ საკუთარ თავზე, რადგან ამას აუცილებლად მოჰყვება სისხლი და მსხვერპლი. ადამიანები არ აიღებენ ბარათებს და ისინი დაიწყებენ პროტესტს, როცა მათ გაუშვებენ სამსახურებიდან, ვერაფერს იყიდიან და იზოლირებულები გახდებიან. მათ პროტესტს კი «დემოკრატიულად» ჩაახშობენ, როგორც ხდება ხოლმე. საქართველოში, ასი ათასი მოწამის ქვეყანაში, სარწმუნოებისთვის უამრავი ადამიანი დადებს თავს და ნუ მიიყვანენ საქმეს აქამდე, დაუშვან ალტერნატიული საშუალება.
ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი
http://www.geworld.ge/View.php?ArtId=4961&lang=ge&Title=%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98+%28%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%29%3A+%E1%83%A3%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%90+%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0+%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B+%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A1%2C+ID+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98+%E1%83%90%E1%83%A0+%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%9D%2C+%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%98+%E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%96%E1%83%94+%E1%83%93%E1%83%90%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90#.UbClrGgDJmQ.facebook

Комментариев нет:
Отправить комментарий