რომის კლუბის პირველი კონფერენცია შეერთებულ შტატებში «300-თა კომიტეტმა» 1969 წელს «რომის კლუბის ასოციაციის» სახელით მოიწვია. შემდეგი შეხვედრა 1970 წელს ჩატარდა სახელწოდებით «რელიგიურ კვლევათა რივერდეილის ცენტრი»; მას თომას ბერნი ხელმძღვანელობდა. შემდეგ იყო ვუდლანდის კონფერენცია 1971 წელს ტეხასის შტატში, ქალაქ ჰიუსტონში. მას შემდეგ ვუდლანდში რეგულარული კონფერენციები ყოველწლიურად იმართება.
ასევე 1971 წელს Mitchell Energy and Development Corporacion-მა (მიტჩელის ენერგეტიკისა და მშენებლობის კორპორაცია) ორგანიზება გაუკეთა «რომის კლუბისთვის» ენერგეტიკის დარგში სტრატეგიის შემმუშავებელ შეხვედრას. დომინანტური თემა იყო აშშ-ის ზრდის შეზღუდვა. მთელი ამ საქმიანობის კულმინაცია გახდა «მომავლის პრობლემების შესახებ პირველი გლობალური კონფერენცია» 1980 წლის ივლისში, რომელსაც სოციალური საკითხებისა და ტვინის ცენტრების წევრი 4000 სპეციალისტი ესწრებოდა. ყველა მათგანი ან იმ ორგანიზაციის წევრი იყო, რომელიც «რომის კლუბის» ეგიდით მუშაობდა, ან მჭიდროდ თანამშრომლობდა მასთან.
«მომავლის პრობლემების შესახებ პირველმა გლობალურმა კონფერენციამ» თეთრი სახლის კურთხევა მიიღო, რომელმაც მისი სტენოგრამების საფუძველზე საკუთარი კონფერენცია ჩაატარა სახელწოდებით «თეთრი სახლის კომისია 1980-იანი წლების პრობლემების შესახებ». იგი ოფიციალურად უწევდა რეკომენდაციას «რომის კლუბის» პოლიტიკას «აშშ-ის მომავალი პოლიტიკის მიმართულებისთვის» და იმდენად შორს წავიდა, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკა ინდუსტრიული ფაზიდან გამომსვლელად დაასახელა. ეს სერ პიტერ ვიკერს-ჰოლისა და ზბიგნევ ბჟეზინსკის თემას ეხმიანება და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკას «300-თა კომიტეტი» აკონტროლებს.
როგორც 1981 წელს ვამბობდი, პოლიტიკურად, სოციალურად და ეკონომიკურად ჩვენ «რომის კლუბის» გეგმების კლანჭებში ვართ მოქცეულნი. ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგაა მიმართული. თუ გვინდა, გადავრჩეთ, უნდა დავიხსნათ თავი «300-თა კომიტეტის» მიერ აშშ-ის ხელისუფლების კონტროლისგან. «300-თა კომიტეტს» შეეძლო თავისი აგენტების ჩანერგვა ყველა საკვანძო პოსტზე ხელისუფლებაში ყოველი არჩევნების შემდეგ, მას შემდეგ, რაც კალვინ კულრიჯმა კენჭი იყარა თეთრ სახლში. ასე რომ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ დაიკავებს პრეზიდენტის პოსტს. მაგალითად, ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი ფრანკლინ დ. რუზველტის შემდეგ საგულდაგულოდ ირჩეოდა საერთაშორისო ურთიერთობის საბჭოს მიერ, რომელიც სსსი-ს (საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის) ინსტრუქციებით მოქმედებდა.
1980 წლის არჩევნებზე უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პრაქტიკულად ყველა კანდიდატი აშშ-ში სუს-ის (საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს) მიერ იყო შერჩეული. ამიტომ შეთქმულთათვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, თუ ვინ მოიგებდა საპრეზიდენტო რბოლას. ისეთი «ტროას ცხენების» წყალობით, როგორც «მემკვიდრეობის ფონდი» და სუს-ია, ყველა საკვანძო პოლიტიკური პოსტი ახალ ადმინისტრაციაში საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს კანდიდატებმა დაიკავეს. მანამდე, 1960-იანი წლებიდან ბევრ ამ თანამდებობას ასევე ნატოსა და «რომის კლუბის» მომხრეები იკავებდნენ, რის შედეგადაც ყველა საკვანძო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას «რომის კლუბისა» და სუს-ის, როგორც «300-თა კომიტეტის» შემსრულებელი ორგანოების, წარუშლელი ბეჭედი ატყვია.
1984 და 1988 წლების არჩევნებიც ასევე წინასწარ განსაზღვრული სცენარით ჩატარდა. სახელმწიფო მდივანი ჯორჯ შულცი სრულებით შეესაბამებოდა «300-თა კომიტეტის» მოთხოვნებს ამ თანამდებობის კანდიდატის მიმართ.
კარტერის ადმინისტრაციამ შეთქმულების აგენტების საკვანძო პოზიციებზე წარდგენის პროცესი დააჩქარა. კარტერის არჩევამდე, მისმა მთავარმა სტრატეგმა საარჩევნო კამპანიისას _ ჰამილტონ ჯორდანმა თქვა, რომ თუ საირუს ვენსი ან ბჟეზინსკი მიიღებენ თანამდებობებს კარტერის კაბინეტში, მაშინ იგი, ჯორდანი, თანამდებობას დატოვებს. ისინი დანიშნეს, მაგრამ ჯორდანს თანამდებობა არ დაუტოვებია.
კარტერის მიერ პოლ უოლკერის არჩევა (ფაქტობრივად, უოლკერის დანიშვნა მას დევიდ როკფელერმა უბრძანა) აშშ-ის ეკონომიკის კრახის დასაწყისი გახდა, «რომის კლუბის» გეგმის თანახმად. ჩვენ უმძლავრეს ძალას შევეჯახეთ, რომელიც ერთიანი მსოფლიო მთავრობის მიზნებს მიჰყვებოდა. ბოლო 45 წლის განმავლობაში ჩვენ წინააღმდეგ დამანგრეველი და დამქანცველი ომი მიმდინარეობს, უბრალოდ, ჩვენ ვერ აღვიქვამთ მას, როგორც ასეთს. ჩვენ მეთოდურად და სისტემატურად გვილაყებენ ტვინს, ხოლო ჩვენ კი ამას არც ვეჭვობთ. ტავისტოკის ინსტიტუტმა ამისთვის მთელი სისტემა შექმნა, შემდეგ კი მოქმედებაში მოიყვანა.
წინააღმდეგობის გაწევის ერთადერთი გზაა შეთქმულთა და მათი მფარველი მრავალრიცხვოვანი ორგანიზაციების გამოაშკარავება. ჩვენ გვჭირდება გამოცდილი ადამიანები, რომლებიც შეძლებენ ჩვენი ფასდაუდებელი მემკვიდრეობის დაცვის სტრატეგიის ფორმულირებას, რომელიც დაკარგვის შემთხვევაში ვეღარ აღდგება. ჩვენ უნდა შევისწავლოთ შეთქმულთა მეთოდები _ შევისწავლოთ და მივიღოთ კონტრზომები. მხოლოდ წინააღმდეგობის დამანგრეველი პროგრამა შეაჩერებს ხრწნას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ალპობს.
ზოგიერთისთვის რთული გასაგებია გლობალური შეთქმულების იდეა, რადგან ამაზე ბევრი მწერალი ფულს აკეთებს. სხვებს ეჭვი ეპარებათ ასეთი საქმიანობის გლობალურ მასშტაბებში, მისი წარმატებით განხორციელების შესაძლებლობაში. ისინი ხედავენ ჩვენი ხელისუფლების ამაზრზენ ბიუროკრატიას და ამბობენ: «კარგი, რატომ უნდა დავიჯეროთ ის, რომ ცალკე აღებულ ადამიანს შეუძლია გააკეთოს მეტი, ვიდრე ხელისუფლებას?». ამასთან, მხედველობაში არ მიიღება ის ფაქტი, რომ ხელისუფლება თავად წარმოადგენს შეთქმულების ნაწილს. მათ აშკარა მტკიცებულებები უნდათ, ხოლო აშკარა მტკიცებულებების მიღება ძალიან რთულია.
მოიძებნებიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ: «მერე რა, რა ჩემი საქმეა შეთქმულება?! მე ხმის მისაცემადაც კი არ დავდივარ». ზუსტად ასეთი რეაქციის გამოწვევას ცდილობენ ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილისგან. ჩვენი ხალხი აპათიითა და გულგრილობითაა შეპყრობილი – ეს 45-წლიანი ომის შედეგია, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ მიმდინარეობს. კურტ ლევინის წიგნში მკაფიოდაა ნათქვამი, თუ როგორ კეთდება ეს, მაგრამ რამდენი ადამიანია, რომლებიც გასართობ ლიტერატურას სამეცნიერო წიგნის წაკითხვას ამჯობინებენ? ჩვენ სწორედ ისე ვრეაგირებთ, როგორც გვაპროგრამებენ. დემორალიზებული და აპათიაში ჩავარდნილი ხალხი ყოველთვის მზადაა, მიესალმოს დიდი ადამიანის უეცარ განცხადებას, რომელიც გვპირდება ყველა პრობლემის მოგვარებას და გარანტიას გვაძლევს, რომ ხალხი უზრუნველყოფილი იქნება სამუშაოთი, ხოლო შიდა წინააღმდეგობები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. ასეთ დიქტატორს _ და ეს ზუსტად რომ დიქტატორი იქნება _ ყველა ხელგაშლილი შეეგებება.
იცოდე, თუ ვინაა ჩვენი მტერი, სასიცოცხლო აუცილებლობაა. შეუძლებელია, ებრძოლო უცნობ მტერს. წინამდებარე წიგნი შეიძლება გამოიყენო, როგორც სამხედრო-საველე წესდება. შეისწავლეთ მისი შინაარსი და დაიმახსოვრეთ ყველა სახელი. ამ თავში მე ხშირად ვახსენებდი «პროფილირების» ტექნიკას. «პროფილირების» სრული განმარტება შემდეგ თავშია მოცემული. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელიც «პროფილირების» შესწავლიდან უნდა გავაკეთოთ, შედარებითი სიმარტივეა, რომლითაც იგი ხორციელდება პიროვნების, პარტიული ჯგუფის, პოლიტიკური გაერთიანებისა და ა. შ. დონეზე. როგორც კი ჩვენ გავაცნობიერებთ ამ სიმსუბუქეს, შეთქმულება აღარ იქნება რაღაც ისეთი, რაც ჩვენი ცნობიერების ფარგლებს სცილდება. ჩვენთვის ადვილად გასაგები გახდება პრეზიდენტ კენედის მკვლელობაც და პრეზიდენტ რეიგანზე თავდასხმაც.
დაწესებულებები, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება კონტროლი
პროფილირება _ 1922 წელს «საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის» (სსსი) ბრძანებით შემუშავებული მეთოდი. მაიორმა ჯონ როულინგზ რიზიმ (John Rawlings Reese), ბრიტანელმა სამხედრო სპეციალისტმა, მიიღო მითითება, შეექმნა მსოფლიოში უდიდესი ტვინის გალაყების დაწესებულება «ადამიანური ურთიერთობების ტავისტოკის ინსტიტუტთან» ერთად, რომელიც სუსეკსის უნივერსიტეტის შემადგენლობაში შედიოდა. იგი «ფსიქოლოგიური ომის ბრიტანული ბიუროს» (Britain’s Psychological Warfare Bureau) ბირთვად იქცა. როდესაც 1970 წელს პირველად გავაცანი შეერთებულ შტატებს რიზისა და ტავისტოკის სახელები, ამან თითქმის არ გამოიწვია ინტერესი მკითხველში. მაგრამ გასულ წლებში მე სულ უფრო და უფრო ვხდიდი ფარდას ტავისტოკის საქმიანობასა და მის როლს შეთქმულებაში, ჩემი ადრინდელი კვლევების მიბაძვა მოდაში შემოვიდა და პოპულარული გახდა.
«ფსიქოლოგიური ომის ბრიტანული ბიურო» ფართოდ იყენებდა რიზის მიერ ბრიტანული ჯარისა და ტყვეების, 80 ათას «საცდელ კურდღელზე» ჩატარებული სამუშაოს შედეგებს, რომლებსაც სხვადასხვა სახის ტესტირებას უტარებდნენ. სწორედ ტავისტოკის მიერ შემუშავებულმა მეთოდებმა აიძულა შეერთებული შტატები, ჩართულიყო მეორე მსოფლიო ომში და დოქტორ კურტ ლევინის ხელმძღვანელობით შეექმნა სტრატეგიულ სამსახურთა სამმართველო _ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წინამორბედი. ლევინი გახდა «სტრატეგიული დაბომბვების დაგეგმარების სამმართველოს» (Strategic Bombing Survey) ხელმძღვანელი, რომლის საქმიანობის შედეგიც იყო სამეფო სამხედრო საჰაერო ძალების მიერ გერმანული მუშათა საცხოვრებელი კვარტლების მასიური დაბომბვისა და სამხედრო ქარხნების უვნებლად დატოვების გეგმის შემუშავება. ორივე მებრძოლი მხარის სამხედრო ქარხნები საერთაშორისო ბანკირებს ეკუთვნოდათ, რომელთაც საკუთარი აქტივების განადგურება არ სურდათ.
ომის შემდეგ ნატომ უბრძანა სუსეკსის უნივერსიტეტს, ორგანიზება გაეწია ტვინის გალაყების სრულიად განსაკუთრებული ცენტრისთვის, რომელიც «ფსიქოლოგიური ომის ბრიტანული ბიუროს» ნაწილი გახდა, მაგრამ ახლა მისი კვლევები მიმართული იყო არა სამხედრო, არამედ სამოქალაქო გამოყენებისკენ.
სამოქალაქო საცხოვრებელი კვარტლების მასიური დაბომბვის მიზანი იყო გერმანელი მუშების მორალური სულის გატეხვა. ეს დაბომბვები არ ისახავდა მიზნად გერმანული სამხედრო მანქანის განადგურებას. ლევინმა და მისმა გუნდმა შემდეგი მიზნობრივი მონაცემები გამოიყვანეს: თუ გერმანელი მუშების საცხოვრებლის 65% სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ ჩატარებული ღამის დაბომბვების შედეგად დაინგრევა, მოსახლეობა მორალურად დაეცემა. ამ საკითხის შესახებ რეალური სამუშაო დოკუმენტი სადაზღვევო კომპანია Prudental Assurance Company-მ მოამზადა.
სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალებმა, «ბომბარდირ» ჰარისის სარდლობით, განახორციელეს ლევინის გეგმები, რომლის კულმინაციაც დრეზდენის საშინელი დაბომბვა გახდა, რომლის დროსაც 125 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, უმთავრესად _ მოხუცები, ქალები და ბავშვები. სიმართლე გერმანიის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ «ბომბარდირი» ჰარისის საშინელი რეიდების შესახებ მკაცრად გასაიდუმლოებული იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან კიდევ დიდი ხნის მანძილზე.
ტავისტოკმა შეიმუშავა დეტალური პროგრამების უმრავლესობა, რომელთა შედეგადაც შეიქმნა სამხედრო-საზღვაო დაზვერვის სამმართველო (სსდს) (Office of Naval Intelligence (ONI), აშშ-ის ნომერი პირველი სადაზვრევო სამსახური, რომელთან შედარებითაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ჯუჯასავით გამოიყურება. აშშ-ის მთავრობამ ტავისტოკთან მილიარდიანი კოტრაქტები გააფორმა, რომელთა სტრატეგიული დაგეგმარების სპეციალისტებმაც შეიმუშავეს იმ პროგრამების დიდი ნაწილი, რომლებსაც პენტაგონი ახლაც იყენებს ქვეყნის თავდაცვის ორგანიზებისთვის. ეს იმ ბორკილების კიდევ ერთი ილუსტრაციაა, რომლითაც «300-თა კომიტეტს» უჭირავს აშშ და მისი დაწესებულებების უმრავლესობა. აშშ-ში ტავისტოკი მართავს 30-ზე მეტ კვლევით ინსტიტუტს.
ტავისტოკის ამ ინსტიტუტებიდან აშშ-ში ბევრი გიგანტურ მონსტრად იქცა. მათი გავლენა ჩვენი სახელმწიფო უწყებების საქმიანობის ყველა ასპექტში აღწევს და ყოველგვარი პოლიტიკის განსაზღვრის წამყვან ძალად იქცევა. ჩვენი ცხოვრების წესის ერთ-ერთი ტავისტოკელი დამანგრეველი დოქტორ ალექსანდრ კინგია, ნატოს დამფუძნებელი წევრი, «300-თა კომიტეტის» ფავორიტი და ასევე «რომის კლუბის» გამოჩენილი წევრი. «რომის კლუბმა» დაავალა დოქტორ კინგს განათლების ამერიკული სისტემის დანგრევა – «მასწავლებელთა ეროვნულ ასოციაციაზე» კოტროლის დამყარებით და ზოგიერთ კანონმდებელსა და მოსამართლესთან მჭიდრო თანამშრომლობით. თუ აქამდე «300-თა კომიტეტის» ყოვლისმომცველი გავლენის შესახებ ფართოდ ცნობილი არ იყო, ეს წიგნი ამის შესახებ ეჭვების ნარჩენებსაც კი გააქარწყლებს.
«რომის კლუბის» კრეატურის _ საგანგებო სიტუაციების ფედერალური სააგენტოს (FEMA) გამოცდად პენსილვანიის შტატში, ჰარისბურგში, სამმილიან კუნძულზე არსებული ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილი სიტუაცია იქცა. ისტერიულმა მედიამ ეს მაშინვე «ავარიად» მონათლა, თუმცა ეს ავარია კი არა, FEMA-სთვის საგანგებოდ სატესტოდ შექმნილი სიტუაცია იყო. შედეგად მივიღეთ მედიის მიერ გაღვივებული შიში და ისტერია, რამაც რაიონიდან ხალხის გაქცევა გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ მათ სინამდვილეში არაფერი ემუქრებოდა.
ეს FEMA-ს წარმატებად შეფასდა და ანტიბირთვულ ძალებს ბევრი ქულაც დაუწერა. სამმილიანი კუნძული იქცა ამოსავალ წერტილად ე. წ. გარემოს დამცველთათვის, უხვად დაფინანსებული მოძრაობისთვის, რომელსაც სრულებით აკონტროლებს ასპენის ინსტიტუტი «რომის კლუბის» სახელით. მედიაში მოვლენათა გაშუქება ტელეკომპანია CBS-დან უილიამ პალეიმ (William Paley), ბრიტანული დაზვერვის ყოფილმა აგენტმა უფასოდ უზრუნველყო.
FEMA მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სტრატეგიული დაბომბვების დაგეგმარების სამმართველოს ბუნებრივი მემკვიდრეა. დოქტორ კურტ ლევინი, იმის თეორეტიკოსი, რასაც ტავისტოკის შეთქმულები «კრიზისების მართვას» უწოდებენ, აქტიურად მონაწილეობდა ამ კვლევებში. ლევინსა და ტავისტოკს შორის განუყრელი კავშირი არსებობს, რომელიც 37 წლის განმავლობაში გრძელდება. ლევინმა შემოიღო FEMA-ში «სტრატეგიული დაბომბვების დაგეგმარების სამმართველოს» მეთოდოლოგია მცირედი ცვლილებებით, რომელთა შორის ერთ-ერთიც მდგომარეობდა ზემოქმედების ობიექტის შეცვლაში: გერმანიის ნაცვლად ობიექტი შეერთებული შტატები გახდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ორმოცდახუთი წლის შემდეგ ტავისტოკს თითი კვლავ სასხლეტზე უჭირავს, მაგრამ ამჯერად იარაღი შეერთებულ შტატებზეა დამიზნებული.
აწ განსვენებული მარგარეტ მიდი (Margaret Мetd) ტავისტოკის ეგიდის ქვეშ საჰაერო თავდასხმების შემდეგ გერმანული და იაპონური მოსახლეობის სტრესზე რეაქციის ინტენსიურ შესწავლას ახორციელებდა. დოქტორ ირვინგ იანუსი (Irving Janus) მონაწილეობდა პროექტში, როგორც ასოცირებული პროფესორი, ხოლო პროექტის სრულ ხელმძღვანელობას დოქტორ ჯონ როულინგზ რიზი ასრულებდა, რომელიც ბრიტანული ჯარის ბრიგადის გენერლის წოდებამდე დააწინაურეს. კვლევის შედეგები FEMA-ს გადაეცა. იანუსმა მოგვიანებით ისინი თავის წიგნში «საჰაერო ომი და სტრესი» გამოიყენა. სამმილიანი კუნძულის «კრიზისის» დროს FEMA ამ წიგნის იდეებს ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. იანუსის აზრი მართლაც მარტივი იყო: ხელოვნურად შეიქმნას კრიზისების სერია და მოხერხდეს მოსახლეობის მანიპულაცია ლევინის ტერორის ტაქტიკის მიხედვით – ხალხი ზუსტად ისე მოიქცევა, როგორც საჭიროა.
ამ ექსპერიმენტის შესრულების დროს ლევინმა აღმოაჩინა ახალი რამ: სოციუმის მართვა ფართო მასშტაბებში მედიის გამოყენებით მიიღწევა, ამასთან, ბირთვული ომის საშინელების მიტანა მასების ცნობიერებამდე ტელევიზიის საშუალებით ხდება. დადგენილია, რომ ბირთვული ომის საშინელების დრამატიზებისთვის ძალიან ეფექტურია ქალთა ჟურნალები. იანუსმა ჩაატარა ტესტი, რომლის დროსაც ბეტი ბამპერსი (არკანზასელი სენატორის, დეილ ბამპერსის მეუღლე) წერდა ამის შესახებ ჟურნალ «მაკოლზისთვის» (McCalls magazine).
სტატია «მაკოლზის» 1983 წლის იანვრის ნომერში გაჩნდა. ფაქტობრივად, სტატია მისის ბამპერსს არ დაუწერია, იგი ტავისტოკელ მწერალთა ჯგუფმა მოამზადა, რომლებიც ამგვარ მასალებზე სპეციალიზდებიან. პუბლიკაცია წარმოადგენდა ტყუილის, დამახინჯებული ფაქტების, ინსინუაციებისა და ვარაუდების ნაზავს, რომლებიც სრულიად ყალბ ფონზე იყო აგებული. ბამპერსის სტატია გახდა ფსიქოლოგიური მანიპულაციის მაგალითი, რომელსაც კარგად ფლობს ტავისტოკი. ვერც ერთმა იმ ლედიმ, რომელიც კითხულობდა ჟურნალ «მაკოლზს», ვერ შეეძლო, თავი დაეღწია იმ შთაბეჭდილებისთვის, რომელიც გამოიწვია საშინელმა ისტორიამ იმის შესახებ, თუ რას ჰგავს ბირთვული ომი.
«300-თა კომიტეტს» თავის განკარგულებაში აქვს უზარმაზარი ბიუროკრატიული აპარატი, ასობით ტვინის ცენტრისა და ოფიციალური დაწესებულების ჩათვლით, რომლებიც ხელმძღვანელობენ პირთა და ორგანიზაციათა ფართო სპექტრს, კერძო ბიზნესიდან – სამთავრობო ლიდერებამდე. მე მხოლოდ ზოგიერთ მათგანს ვახსენებ, დაწყებული მარშალის გერმანული ფონდიდან. მისი წევრების რიცხვში (ისინი ასევე ნატოსა და «რომის კლუბის» წევრები არიან) შედიან ისეთი პიროვნებები, როგორიც დევიდ როკფელერია (David Rockefeller) Chase manhattan Bank-დან: გაბრიელ ჰეიგი (Gabriel Hague) პრესტიჟული Hanover trust and Finance Corporation-დან: მილტონ კატცი (Milron Katz) «ფორდის ფონდიდან» (Ford Foundacion); ვილი ბრანდტი, სოციალისტური ინტერნაციონალის ლიდერი, სუკის აგენტი და «300-თა კომიტეტის» წევრი; ირვინგ ბლუსტოუნი (Irving Bluestone), პროფკავშირული ორგანიზაციის _ «საავტომობილო მრეწველობის გაერთიანებული მუშების» აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე (United Auto Workers); რასელ ტრეინი (Russel Train), «ველური ბუნების მსოფლიო ფონდის» ამერიკული განყოფილების პრეზიდენტი (World Wildlife fund), რომელიც პრინც ფილიპისა და «რომის კლუბის» პატრონაჟის ქვეშ მოქმედებს; ელიზაბეტ მიჯლი (Elizabeth Midgely), CBS-ის პროგრამების პროდიუსერი, ბ. რ. გიფორდი (B. R. Gifford), Russel Sage Foundation -ის ფონდის დირექტორი, გვიდო გოლდმანი «ასპენის ინსტიტუტიდან», აწ განსვენებული ავერელ ჰარიმანი (Averill Harriman), «300-თა კომიტეტის» ექსტრაორდინალური წევრი, თომას ლ. ჰაგისი (Thomas L. Hughes) კარნეგის ფონდიდან; დენის მიდოუზი და ჯეი ფორესტორი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის «მსოფლიო დინამიკიდან».

ამ ბლოგის პატრონს ძალიან ვთხოვ დამამატოს სკაიპში: b3rhacker
ОтветитьУдалитьსკაიპს არ ვიყენებ.
ОтветитьУдалить