ბექა ცხადაძე, სპეციალურად "საქართველო და მსოფლიო"-სთვის
რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში, ან დაიწყება მისი რღვევა. რუსეთი ქრისტიანობის უკანასკნელი ბასტიონია, მისი დაშლა ქრისტიანობის დამარცხების ტოლფასია, ქრისტიანული სამყაროს ბედი დღეს, უკრაინაში წყდება.
ყველა ერს უნდა ჰქონდეს თვითგამორკევის და პოლიტიკის დამოუკიდებლად წარმართვის უფლება, თუმცა ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ ზოგჯერ უმჯობესია იყო დაპყრობილი, ვიდრე თავისუფალი, ერის დეგრადაციის საქმეში. რუსეთი უნდა დაინგრეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც განეიტრალდება ჰუმანიზმს და კაცთმოყვარეობას ამოფარებული ურჩხული - ევროკავშირი, რომელთანაც ქრისტიანული სამყარო იმყოფება გამოუცხადებელი ომის პირობებში. რომ არა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის ოკუპაცია, დღეს საქართველო ეკონომიკურად აყვავებული და სულიერად მკვდარი სამყაროს ნაწილი იქნებოდა.
მიუხედავად მრავალი მცდელობისა, რუსეთთან ოთხსაუკუნოვანი დაპირისპირების პირობებში, უფალმა ქართველი ერის მიმართ დაუშვა განსაცდელი, მოხდა საქართველოს გასაბჭოება, რასაც საუკუნოვანი დიქტატურის პერიოდში ასობით ათასი ჩვენი თანამემაულე შეეწირა. პოსტსაბჭოთა პერიოდში რუსეთის ფედერაციამ განიცადა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, საბჭოთა ეპოქაში ქრისტიანობის დევნის მიუხედავად, თანამედროვე რუსეთი ჩამოყალიბდა ქრისტიანობის დარაჯად.
გარყვნილება, ქრისტიანული ღირებულებების შებღალვა, იყო, არის და იქნება ყველა სახელმწიფოში, თუმცა დროა შევთანხმდეთ, რომ მთავარი იდეოლოგი არის ეროვნული კანონმდებლობა. საკაკონმდებლო თვალსაზრისით ევროკავშირი ხელს უწყობს მის წევრ სახელმწიფოებში ეროვნული იდენტობის მოსპობას, მასთან დაახლოებულ მცირერიცხოვან ერებს კი აიძულებს მიიღოს მისი ცხოვრების წესი და დააფიქსიროს ეს საკანონმდებლო დონეზე, სხვა შემთხვევაში არავის ეძლევა მასთან დაახლოების უფლება. მიუხედავად რუსეთის ფედერაციის მრავალი აგრესიისა, ისტორიიდან ვერ ამოვშლით იმ ფაქტს, რომ ბოლოს საქართველო სწორედ რუსეთის ძალისხმევით გაერთიანდა. აღნიშნულის გათვალისწინებით თანამედროვე რუსეთი არ დათმობს სახელწიფოს, რომლის გადასარჩენად მსხვერპლად გაიღო საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე.
ერთადერთი მიზეზი, რაც რუსეთს მტრად გვკიდებს, არის გაურკვეველი პოლიტიკური ორიენტაცია. საქართველო მუდამ ისწრაფის ანტირუსული განწყობის სამყაროსთან დაახლოებისკენ. აუცილებლად დადგება დრო, როცა საქართველო, ქრისტიანული სამყაროს სხვა წევრებთან ერთად, იბრძოლებს ქრისტიანობის გადასარჩენად, როგორც საკუთარ ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.
http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=9239&lang=ge&Title=+%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90,+%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9A%E1%83%90+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90

Комментариев нет:
Отправить комментарий