ლიბერალებმა, მემარცხენეებმა და სხვა და სხვა ჯურის „უმცირესობებმა“ ალენ დელონის წინააღმდეგ შხამიანი კამპანია წამოიწყეს.
მიზეზი კი, მსოფლიო კინოს კლასიკოსის მიერ შვეიცარულ ფრანგულენოვან გაზეთში გამოქვეყნებული ინტერვიუდან ამოღებული ფრაზები გახდა. „ნაციონალური ფრონტი... მას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რაც მესმის და მშვენივრად ვუგებ... საზოგადოებას ყელში ამოუვიდა მოსმენილი ლაყბობის საქმედ გასაღების მცდელობა. ხალხი ქმედებას ითხოვს, სხვა რამე უნდა. წლებია მამა-შვილი ლი პენები იბრძვიან, მაგრამ იბრძვიან მარტო. პირველად მოხდა, რომ მათ გვერდით ფრანგები დადგნენ. ეს კი მნიშვნელოვანია!“
მოგვიანებით დელონმა დაადასტურა თავისი სიტყვები და შენიშნა: „მე არ წავბორძიკებულვარ და არც წავიბორძიკებ. ორმოცი წელია დე გოლისტი ვარ და ვიცი, რომ ფეხი დროსაც უნდა ავუწყო. თუმცა იყო დე გოლისტი ოლანდის სამყაროში შეუძლებელია“.
ინტერვიუს დასასრულს კი, საბოლოოდ „ჩაქოლა“: „ერთსექსიანთა ქორწინებას არ ვებრძვი, ჯანდაბამდეც უვლიათ, მე მათ მიერ ბავშვების შვილად აყვანის წინააღმდეგი ვარ. ახლა ვიცი მეტყვიან, ადაპტაცია გაკლია და ცხოვრებას ფეხს ვერ უწყობო. რას იზამ, ცუდი ურთიერთობა მაქვს ჩვენს ეპოქასთან, რომელიც ყველაფერ არაბუნებრივს ცხოვრების ნორმად ამკვიდრებს. მეძახონ ბებერი სულელი, მაინც ვიტყვი, რომ ასეთი ნორმა შოკში მაგდებს!“ აგერ, ორ კვირაზე მეტია ფრანგული მედია ლამის გასკდეს ამაყი კორსიკელისა და ყოფილი საზღვაო ფეხოსანის – ალენ დელონისადმი სიძულვილით.
საინტერესო კი ის არის, რომ ამ ომში მისი შვილიც საკმაო აქტიურობს, რომელმაც მამის სიტყვებს „აღმაშფოთებელი“ უწოდა. ამ დღეებში „„ტოლერანტისტებმა“ თანამდებობას ჩამოაცილეს „მის საფრანგეთის“ ჟიურის მარადიული თავმჯდომარე. მისი მოძულენი ამითაც არ დაკმაყოფილდნენ, ალბათ კინოსტუდიასაც ჩამოართმევენ, „საპატიო ლეგიონის“ ორდენსაც და „ცეზარის“ პრემიასაც. „ბაბეს მოსკოვში ველოდებით“. აცხადებენ რუსეთში.
http://www.reportiori.ge/

Комментариев нет:
Отправить комментарий