ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 2 марта 2014 г.

იური ვორობიოვი: ბარაკ ობამამ შეურაცხყოფა მიაყენა რუს ხალხს - რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-დან ელჩი უნდა გამოიწვიოს

ავტორი: ნინი მოდრეკილი

01 მარტი, 2014.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერი იური ვორობიოვი აცხადებს, რომ ამერიკის პრეზიდენტის განცხადებები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ პირდაპირი მუქარა იყო. აქედან გამომდინარე, სენატორი მიიჩნევს, რომ რუსეთმა აშშ-დან ელჩი უნდა გამოიწვიოს.


,,სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით ჩვენ მოვისმინეთ აშშ-ს პრეზიდენტ ობამას განცხადება, რომ რუსეთის დიდ ფასს გადაიხდის ასეთი პოლიტიკის გამო. მე ვთვლი, რომ ამერიკის პრეზიდენტის ეს სიტყვები არის პიდაპირი მუქარა. მან გადაკვეთა წითელი ხაზები და შეურაცხყოფა მიაყენა რუს ხალხს. ამიტომაც, მე ვთვლი, რომ საჭიროა რუსეთის პრეზიდენტმა მოითხოვოს ჩვენი ელჩის გამოწვევა ამერიკის შეერთებული შტატებიდან", - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა.

იური ვორობიოვმა აღნიშნა, რომ მაიდანის მებრძოლების მომზადება ლიტვასა და პოლონეთში „დასავლეთის ფულებით" ხდებოდა.


,,მათ ეხლა სურთ, განავრცონ თავიანთი გავლენა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებსა და ყირიმზე"- განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა.


http://www.reportiori.ge/?menuid=8&id=18373



Комментариев нет:

Отправить комментарий