ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 2 марта 2014 г.

როგორც კეთილი საქმე მართალი რწმენის გარეშე

სრულიად მკვდარი და უმოქმედოა, ასევე მარტო რწმენა, მართალი საქმეების გარეშე, ვერ გვიხსნის მარადიული ცეცხლისგან. რამეთუ უფალი ამბობს: „უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს“ (მათე 14,23). ამგვარად, თუკი გვიყვარს და გვწამს უფალი, ეს მისი მცნებების აღსრულებით დავამტკიცოთ, რომ მარადიული ცხოვრება დავიმკვიდროთ.



ის, რომ სულს ვნებები აწუხებენ და ებრძვიან, არაა ჩვენზე დამოკიდებული; მაგრამ ის, რომ ვნებიანი გულისსიტყვები აყოვნებენ ჩვენში და ვნებები მოძრაობაში მოჰყავთ, ჩვენზეა დამოკიდებული. პირველი არაა ცოდვა, რადგან არაა ჩვენს ხელმწიფებაში, ხოლო მეორე, თუკი ახოვნად შევეწინააღმდეგებით და დავამარცხებთ [ვნებიან გულისსიტყვებს], გვირგვინებს მოგვიტანს, ხოლო თუ მოვდუნდებით და დავმარცხდებით, ტანჯვას მოგვიტანს.





წმ. თეოდორე ედესელი



martlmadidebloba.ge





Комментариев нет:

Отправить комментарий