ღმერთი

ღმერთი

среда, 5 марта 2014 г.

დედა შვილს ლოცვით უნდა მოეფეროს

 
ბავშვის აღზრდა მისი ჩასახვისთანავე იწყება. ემბრიონს დედის მუცელში ესმის და გრძნობს კიდეც ყველაფერს. დიახ, ესმის და ხედავს დედის თვალებით. ხვდება მის ყოველ მოძრაობასა და შეგრძნებებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მისი გონება არ არის განვითარებული. მოიღუშება დედის სახე, მოიღუშება ისიც. გაღიზიანდება დედა, გაღიზიანდება ისიც. ყველაფერს რასაც დედა განიცდის – მწუხარებას, ტკივილს, შიშს, სტრესს და ა.შ. – ისიც განიცდის. თუ დედისთვის არ არის სასურველი ემბრიონი, თუ მას იგი არ უყვარს, ამას იგი გრძნობს და მის პატარა სულს ეს ტრავმად ემჩნევა, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება. 


შენ გრძნობ, რომ გშია, გრძნობ, რომ თუ არ შეჭამ, შიმშილი და კანკალი აგიტანს. გეშინია, რომ წონაში დაიკლებ. ეს ფსიქოლოგიური ფაქტორია, რასაც ახსნა აქვს. შესაძლოა არ იცნობ მამას, დედას, ხარ ჩამორჩენილი და მშიერი, ღარიბი და სუსტი. და ეს ყოველივე, სულიერი ფაქტორიდან გამომდინარე, ანალოგიურად გამოხატულებას სხეულის სისუსტეში ჰპოვებს.


იყავით სპეტაკნი და არ გექნებათ პრობლემები თქვენს შვილებთან. მშობელთა სიწმიდე ბავშვებს მრავალი პრობლემისგან იცავს… როდესაც ისინი წესრიგს არღვევენ, პედაგოგიურ ზომებს მიმართეთ, მაგრამ მათზე ზეწოლა არ მოახდინოთ. უმთავრესად ილოცეთ. ბავშვს გვერდით მხურვალედ მლოცველი ადამიანები სჭირდება. დედა ნუ დაკმაყოფილდება შვილის ემოციური მოფერებით, არამედ იმავდროულად ლოცვითაც მოეფეროს საკუთარ შვილს.


წმიდა პორფირი კავსოკალივიელი  

pemptousia.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий