ღმერთი

ღმერთი

среда, 11 июня 2014 г.

ადამიანებზე თვალთვალის ახალი სისტემა.

ადამიანის სახის ამოცნობის ახალი სისტემა წამში 36 მილიონ სახეს ასკანირებს. გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი ტოტალური კონტროლის სასარგებლოდ - ადამიანის სახის ამოცნობისა და იდენტიფიცირების მიზნით შემუშავებულია ვიდეოდაკვირვების ახალი სისტემა, რომელთან შედარებით ადრინდელი ტექნოლოგიები ქვის ხანის ადამიანთა გამოგონებად ჩანან.

ეს არის თვალთვალის ინდუსტრიის კიდევ ერთი სახეობა, რომლის მსხვერპლი გახდა ამერიკელების შიში და პარანოია, რომელთაც მთავრობა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი მონათესავე ორგანიზაციების მეშვეობით შთააგონებს.

ამ ტექნოლოგიის მიხედვით, რომელსაც არაპილოტირებული მფრინავი აპარატებისთვის ამზადებენ, ობიექტის იდენტიფიცირება შესაძლებელია მისი სახის უმცირესი მონაკვეთის მიხედვითაც.

ახალი სისტემა, რომელიც იაპონურმა ფირმამ Hitachi Kokusai Electric-მა შეიმუშავა, ადრინდელ ტექნოლოგიებზე უფრო სწრაფი და მოქნილია, და შესაძლებლობას იძლევა ოპერატიულად მოახდინოს რეაგირება იდენტიფიკაციის დადებით შედეგზე.

სისტემის დემონსტრირება პირველად იაპონიაში, Security Show Expo-ს გამოფენაზე მოახდინეს. მას შეუძლია საკმაოდ დიდი სპექტრის მქონე ინფორმაციის დამუშავება, მათ შორის, ფოტოსურათებისა და ვიდეოჩანაწერებისაც. გამაოგნებელი უნარის წყალობით სისტემა ყოველწამიერად ადარებს ერთმანეთს 36 000 სხვადასხვა სახეს. კონკრეტული სახის ამოცნობა შეიძლება წარმოებდეს რეალურ ან მისდამი მაქსიმალურად მიახლოვებულ რეჟიმში.

მოკლედ, ათ წამზე უფრო ნაკლებ დროში ის თქვენს სახეს შეადარებს აშშ-ს ყოველი მოსახლის სახესთან და მოახდენს თქვენს იდენტიფიკაციას. ახალი სისტემის უდიდესი სისწრაფე შესაძლებლობას იძლევა გამოსახულებები დამუშავდეს კამერის მიერ მათი ჩაწერის პროცესში, მაშინ როდესაც ადრინდელი სისტემები გამოსახულებას მხოლოდ მათი მიღებისა და დაფიქსირების შემდეგ ამუშავებდნენ. ამგვარი მდგომარეობა ქმნიდა პრობლემას, რადგან აფერხებდა მონაცემთა დამუშავებას. თუმცა, საინტერესოა გაირკვეს, რამდენად ზუსტია ახალი ტექნოლოგია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანის სახის ამოცნობის პროგრამული უზრუნველყოფა თავისი არასაიმედოობით არის ცნობილი.

ზემოთხსენებული სისტემისგან განსხვავებით, რომელიც ზუსტი ამოცნობისთვის სამგანზომილებიან მოდელს ეყრდნობა, ძველ პროგრამებს შეეძლოთ ემუშავათ მხოლოდ იმ სახეებზე, რომლებიც კამერიდან მიბრუნებულნი არიან არა უნაკლებერს 30 გრადუსისა (როგორც ვერტიკალურად, ისე ჰორიზონტალურად).

მეტიც, იმისთვის, რათა სისტემამ იმუშაოს, სახის ზომა აუცილებლად უნდა შეადგენდეს 40 x 40 პიქსელს. ცხადია, ეს არც ისე შთამბეჭდავია ახალ, სამხედრო სისტემასთან შედარებით, რომელიც გამოსახულების მხოლოდ მცირე ფრაგმენტებს ითხოვს.

მიუხედავად ამისა, სამოქალაქო ვარიანტი, რომლის გაყიდვას Hitachi Kokusai Electric მომავალ საფინანსო წელს აპირებს, კომერციულად ხელმისაწვდომი გახდება, რასაც ვერ იტყვი არაპილოტირებულ საფრენ აპარატთა სათვალთვალო მოწყობილობებსზე.

მეტად შემაშფოთებელია ამ ტენდენციის საყოველთაო გავრცელება, ასევე მისდამი წინააღმდეგობის არარსებობა. როგორც ჩანს ამერიკელი და ასევე მსოფლიოს სხვა ხალხები, მანამ ვერ მოეგებიან გონს, სანამ იდენტიფიკატორ კამერებს არ დაუდგამენ ყოველ კუთხეში, ყოველ სახლში, საწარმოებში, სკოლებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე.

ჩვენ მხოლოდ იმედიღა გვრჩება, რომ ყოველივე ასე არ მოხდება, მაგრამ ოპოზიციის უკმარობა აშშ-ში ამის ნაკლებ იმედებს გვაძლევს.


მომზადდა ინტერნეტ წყაროების მიხედვით.



apocalypse.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий