«სსრკ-ის დაშლის შემდეგ ევროკავშირმა კონსოლიდაცია მოახერხა, ახლა კი ევროკავშირი იხრწნება, რუსეთი კი პირიქით _ ფეხზე დგება», _ დარწმუნებულია ცნობილი ფრანგი ისტორიკოსი, სოციოლოგი და ეთნოლოგი ემანუელ ტოდი, რომელმაც რადიო France Culture-ს ეთერში ევროკავშირის ექსპანსიური პოლიტიკა შეადარა ზეახალ ვარსკვლავს, რომელიც ჩაქრობის წინ განსაკუთრებით კაშკაშებს.
ეთნოლოგ ემანუელ ტოდის აზრით, ევროკავშირსა და უკრაინას შორის ირონიული პარალელის გავლება შეიძლება არჩევნების შედეგების მიხედვით. ლაპარაკია დეზინტეგრაციის პროცესში მყოფ ორ სისტემაზე, თუმცა უკრაინა გაცილებით ახლოს დგას მთლიანად დანაწევრებასთან. ექსპერტი ამბობს, რომ 1990-იან წლებში საბჭოური სისტემის დაშლის შემდეგ «მეორე მატჩი» მიმდინარეობს.
France Culture-ს ეთერში ემანუელ ტოდმა გაიხსენა, როგორ დაიშალა სსრკ, ევროკავშირი კი მაასტრიხტის ხელშეკრულების მეშვეობით გაერთიანდა. მაგრამ დღეს სწორედ ევროკავშირი იხრწნება, რუსეთი კი ფეხზე დგება. რუსეთთან შედარებით, _ თქვა მეცნიერმა, _ უკრაინა ყოფილი სსრკ-ის იმ ქვეყნებს განეკუთვნება, რომლებმაც ვერ შეძლეს წონასწორობის დაცვა. მისი დეზინტეგრაცია კვლავაც გაგრძელდება, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიუხედავად.
ემანუელ ტოდი დარწმუნებულია, რომ ცეცხლის გაღვივებას უკრაინაში ხელი შეუწყო ზოგიერთმა ევროპელმა, მათ შორის, პოლონეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ისინი შეგნებულად აქეზებდნენ უკრაინელ ექსტრემისტებსა და რადიკალ მემარჯვენეებს, ამიტომაც პასუხისმგებლობის ტვირთი ამ ევროპელ პოლიტიკოსებს ეკისრებათ. «უცნაურია, რომ ევროპა, რომელიც დაშლის ნიშნებს ავლენს, განაგრძობს ექსპანსიურ პოლიტიკას. ევროპაში ვგულისხმობ გერმანიას, პოლონეთსა და ნაწილობრივ _ შვედეთს. ეს ევროპა ჰგავს ზეახალ ვარსკვლავს, რომელიც, ვიდრე აფეთქდება, ძალიან კაშკაშებს. მაქვს წინათგრძნობა, რომ ევროპა თავის სიკვდილს უკრაინის სტეპებში ჰპოვებს!»
ეთნოლოგის აზრით, ევროპა გლობალიზაციასა და მასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ პრობლემებს ეროვნული ფასეულობებისკენ დაბრუნებით ებრძვის. გერმანია დიდი, თუმცა ყველაზე წარმატებული, პროექტი არ არის, რადგან ამ ქვეყანაში ძალიან მწვავედ დგას შობადობის საკითხი.
ტოდი აღნიშნავს: «რუსებს აქვთ ის, რაც ჩვენ უკვე აღარ გვაქვს. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სისტემაში, სადაც ადამიანებს იმედი აღარაფრის აქვთ. რა თქმა უნდა, გამოვიმუშავებთ მეტს და ვცხოვრობთ უკეთესად, მაგრამ რუსებს კვლავ გაუჩნდათ ეროვნული სიამაყე. ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ ფრანგებს ახლა სწორედ ასეთი სიამაყე სჭირდებათ».
ტოდის თვლის, რომ ფრანგი პოლიტიკოსების პათოლოგიურ რუსოფობიაში დამნაშავე არის გაზეთი «ლე მონდი» _ საფრანგეთის მთავარი გამოცემის მიერ რუსეთში მიმდინარე მოვლენების ცრუ და ცალმხრივი გაშუქების გამო ფრანგებს არ სჯეროდათ, რომ რუსები ფეხზე დადგებოდნენ. ახლა კი რუსეთში, _ აღნიშნავს ტოდი, _ «შემცირდა ბავშვთა სიკვდილის შემთხვევები, მოიმატა შობადობამ, მიგრაციის ბალანსი დადებითია, მოსახლეობის რაოდენობა აღარ იკლებს, უმუშევრობის დონე 4%-მდე შემცირდა, რუსეთის სოფლის მეურნეობა კი საერთაშორისო ბაზარზე დაბრუნდა, ჩვენ დაბრმავებული ვიყავით ამ სულელური რუსოფობიით, ანუ «პუტინოფობიით» და ვერ შევნიშნეთ, როგორ დაბრუნდა დიდი მოთამაშე საერთაშორისო და ევროპულ არენაზე. შტაინმაერმა (გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი _ რედ.) და მისმა მომხრეებმა ჯერ ხელი შეუწყეს კიევში ცეცხლის გაჩაღებას და მხოლოდ შემდეგ მიხვდნენ, რომ რუსები თავისას არ დათმობდნენ, რომ მათ უკვე აღარ ეშინიათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პუტინისგან სამხედრო დახმარების იმედი აღარ ექნებოდათ»;
უკრაინა, როგორც მეცნიერები ამბობენ, _ ეს, უბრალოდ, შეუმდგარი სახელმწიფო კი არა, შეუმდგარი საზოგადოებაა, მისი მოსახლეობა მხოლოდ შემცირდება. უკრაინა კვლავაც დაიშლება ევროპის გამო. რაც უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს უკრაინა დასავლეთთან, მით მეტი სპეციალისტი და უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებული დატოვებს ამ ქვეყანას, უკრაინელები დააკმაყოფილებენ გერმანიის ეკონომიკის მოთხოვნებს კვალიფიციური მუშახელის, აგრეთვე, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ.
მსოფლიოში რუსეთის როლზე საუბრისას ემანუელ ტოდმა განაცხადა, რომ რუსეთით, როგორც ძალთა წონასწორობის ფაქტორით, ევროპელები უფრო მოიგებენ. «ნაციზმს ბოლო სტალინის რუსეთმა მოუღო, ამერიკულ ერთპოლუსიანობას სარგებელი არავისთვის მოაქვს, თვით აშშ-ისთვისაც კი. არ ვისურვებდი რუსეთში ცხოვრებას: ეს არის ავტორიტარული ქვეყანა გათანაბრების პრინციპით, მაგრამ ვხვდები, რომ რუსული სისტემა დადებით როლს თამაშობს საერთაშორისო არენაზე და უზრუნველყოფს ძალების აუცილებელ ბალანსს».

geworld.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий