_ ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებებს შორის გარიგებაზე საუბრობთ, საინტერესოა, აგრეთვე, ყოფილი და მოქმედი ხელისუფლებების დამოკიდებულება ეკლესიისადმი; გავიხსენოთ თუნდაც ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, რომელმაც ვნებათაღელვა არამხოლოდ საზოგადოებაში, არამედ ეკლესიაშიც გამოიწვია...
_ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება უფრო შორს მიმავალი გეგმები მგონია. ლგბტ საზოგადოებისადმი ტოლერანტული გახლავართ, მაგრამ ჩემთვის პროპაგანდა საშინლად მიუღებელია და ყველანაირად შევეცდები, რომ პროპაგანდას წინ აღვუდგე. როგორც გინდა, ისე იცხოვრე, მაგრამ ჩემ ოჯახში ნუ შემოიჭრები და წესებს ნუ მიკარნახებ. სხვათა შორის, ძველ ევროპაშიც ასეთი მიდგომაა, ისინიც წინააღმდეგნი არიან პროპაგანდის, არც მათ მოსწონთ, როდესაც მათ ოჯახებში იჭრებიან.
_ თუმცა სახეზეა ევროვიზიის შედეგი...
_ დიახ და ზოგადად ევროპა ძალიან მაკვირვებს, რადგან ევროპა ამ თემას ხელის გულზე ატარებს და ელოლიავება, მაშინ, როდესაც ამერიკის დამოკიდებულება სრულიად განსხვავებულია ლგბტ საზოგადოებისადმი. ევროპამ რაღაც თავი გაიგიჟა და მართლა ვერ გავიგე, რატომ?!
_ რა იგულისხმეთ, როდესაც ბრძანეთ, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება უფრო შორს მიმავალი გეგმების ნაწილიაო?
_ საქართველოს გადარჩენას და იდენტობის შენარჩუნებას მართლმადიდებლობას ვუკავშირებ. რამდენიმეჯერ დაისვა საკითხი საქართველოს მართლმადიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების თაობაზე და მაშინვე გაჩნდა სერიოზული წინააღმდეგობა. აი, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ, საქართველო ვერ გამოცხდდება მართლმადიდებელ ქვეყნად. კონკორდატი დარჩა კონკორდატად და აქედან გამომდინარე, საქართველოს მართლმადიდებელ ქვეყნად აღიარება შეუძლებელი გახდება. ეს არ არის რეგრესული, ვთვლი, რომ ეს ერთგვარი პოლიტიკური ფარი იქნება საქართველოსთვის. მაგალითად, თურქეთში, სადაც მართლმადიდებელი ეკლესიები მუზეუმებადაა ქცეული, სანთლის დანთების უფლებას არავინ მოგცემთ, იმიტომ, რომ იმ სახელმწიფოს აქვს რელიგია, რომლიდან გამომდინარეც მე მართლმადიდებელ ეკლესიაში სანთლის დანთებას ამიკრძალავს და შემზღუდავს. იმ ქვეყანას აქვს თავისი სარწმუნოებრივი ჩარჩო.
აზერბაიჯანს რაც შეეხება, ის მუსლიმანური ქვეყანაა, მაგრამ ლოიალურია ძირითადი აღმსარებლობების მიმართ. რა მოხდებოდა, საქართველოც ასეთი რომ ყოფილიყო?! მე მაინც მგონია, რომ ეს კანონი აღმოსავლურ მართლმადიდებლობაში გახეთქილების შესატანად იყო გამიზნული, აღმოსავლურ მართლმადიდებლობას დღეს ებრძვის მთელი ევროპა და ამერიკა. ვიღაცამ ამ კანონის მიღებით ვიღაცას უპატაკა
_ ვის?
_ არ ვიცი. მოსკოვი, კრემლი არ იქნებოდა, მაგაში დარწმუნებული ვარ... ლიბერალებისთვის ეს კანონი ყველაზე მისაღებია, მაგრამ ძალიან საინტერესოა, ვის უპატაკეს. ამ კანონმა პატრიარქსა და ეკლესიას სილა გააწნა. ამ კანონმა ამ ხელისუფლების დისკრედიტაცია გარკვეულწილად გამოიწვია. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ალბათ, შორს არ არის...
_ ფიქრობთ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება?
_ მე ასე მგონია... ამ კანონის მიღებამ უარყოფითად იმოქმედა იმ პოლიტიკოსების რეიტინგებზე, რომელთაც საზოგადოების დიდი ნაწილი ენდობოდა. ამ კანონის მიღება შეცდომა იყო. პარლამენტის უმრავლესობაში ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს ჰქონდა საკმაოდ მაღალი ნდობა და ამ კანონმა სწორედ ამ ადამიანების რეიტინგს დაარტყა, ნდობა დაიკარგა...
ესაუბრა ეკა ჩეჩელაშვილი
http://www.geworld.ge/View.php?ArtId=5949&Title=maia+nikoleiSvili:+es+kanoni+marTlmadideblobaSi+ganxeTqilebis+Sesatanad+iyo+gamiznuli&lang=ge
Комментариев нет:
Отправить комментарий