ღმერთი

ღმერთი

четверг, 5 июня 2014 г.

დოქტორ ემირ უილიამსის სისხლიანი ბრალდება


დოქტორი ემირ უილიამსი ამტკიცებს, რომ დიდ ბრიტანეთში არსებობს საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც შედგება მინიმუმ 15 ათასი ადამიანისგან, რომლებიც რეგულარულად იკრიბებიან, რათა ერთად მიირთვან ადამიანის სისხლი. ფსიქოლოგიის პროფესორი დარწმუნებულია, რომ ამ ამაზრზენი სუბკულტურის წარმომადგენლები დასავლეთის ყველა ქვეყანაში არსებობენ.

მეცნიერი წერს, რომ "ვამპირები" სულაც არ არიან ფსიქიურად დაავადებული ან ჭკუაშეშლილი ადამიანები. "ისინი სვამენ სისხლს და ისაკუთრებენ სხვის ენერგიას. ამასთან მათ წესებში მკაცრად ნათქვამია, რომ სისხლი გამოყენებულ იქნას როგორც საჭმელს მისატანებელი "საწებელი", მაგრამ რას უნდა მიატანონ - არ იუწყებიან", - მიიჩნევს დოქტორი უილმსი.

"არსებობენ ასევე ვამპირ-მედიუმები და ჰიბრიდული ვამპირები, რომელბიც სრულ კონტაქტებში არიან დონორებტან და მსგავსი ბოროტი თამაშების სხვა მოყვარულებთან. და ეს ყოველივე აბსოლუტურად რეალურია - დარწმუნებულია უელსელი მეცნიერი. - ეს ერთგვარი რელიგიაა. ჩვენ ხომ ყველას ჩვენი რწმენა გაგვაჩნია. სწორედ ამიტომაც არ მივიჩნევ მე ვამპირებს ავადმყოფებად. ეს არის სპეციფიკური ინტერესების მქონე ადამიანთა ჯგუფი. მე მინდა, რათა საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია მიიღოს მათ შესახებ და არ შეეშინდეს მათი".

მეცნიერის თქმით, დიდ ბრიტანეთში დღეს არსებობს 15 ათასი ვამპრი და 3 ათასი დონორი. მეცნიერმა სპეციალური გამოკითხვაც კი ჩაატარა ამ მიმართულებით. დოქტორის საიტის მეშვეობით მასში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია. ამ გამოკვლევის დახმარებით არატრადიციული რელიგიური მიმართულებებისა და სუბკულტურების კვლევის ექსპერტი აპირებს უფრო დეტალურად შეისწავლოს ვამპირების საზოგადოება. როგორც თვით უილიამსი ბრძანებს, მისი გამოკვლევა საფუძვლად დაედება მეცნიერულ პუბლიკაციას, რომლსი წყალობითაც ფართო საზოგადოება მეტ ინფორმაციას მიიღებს ამ პირქუში სუბკულტურის წარმომადგენელთა შესახებ.

წყარო: Mirror


apocalypse.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий