მართლმადიდებლური სამყარო ყურადღებით ადევნებს თვალს იმ უცნურ მოვლენას, რომელიც ათონის მთაზე წმინდა ანას სკიტში ხდება. 12 აპრილს 09:00 საათზე კანდელმა დაიწყო უჩვეულო მოძრაობა. კანდელის მოძრაობები ჯვრის ფორმისაა.
ამის შესახებ ათონის წმინდა მთის საინფორმაციო პორტალი ისიჰაზმ.რუ იტყობინება.
ამ უჩვეულო მოვლენამ ათონის მთის ბერების მოუსვენრობა გამოიწვია, რადგან ასეთი მოვლენები ხდება მაშინ, როცა უფალს სურს, რაღაცით გაგვაფრთხილოს. ვარაუდობენ, რომ კანდელმა ათონის მთაზე, ამჯერად, იწინასწარმეტყველა ტერორისტული აქტი ბოსტონში. მნიშვნელოვანია ის, რომ მოცემულ სკიტში ინახება ქრისტიანული სამყაროს უდიდესი რელიქვია, წმინდა ანას მარცხენა ტერფი. როდესაც მნახველები ამ წმინდა ნაწილს ემთხვევიან, აცხადებენ, რომ ტერფი ისეთივე თბილია, როგორც ცოცხალი ადამიანის.
წმინდა ანას მონასტერშივე ინახება მართალი ანას ხატი, რომლის წინაც ადამიანები, რომლებიც თავის თავს უნაყოფოდ თვლიდნენ და ჰქონდათ უშვილობის პრობლემა, ხატთან ლოცვის შემდეგ განკურნებულან და შვილებიც შესძენიათ.
სწორედ მართალი ანას ხატის წინ ჰკიდია აღნიშნული კანდელი.
როდესაც ცნობილი გახდა, რომ ბოსტონში მარათონის დროს მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა შორის იყვნენ ბავშვები, გასაგები გახდა, თუ რა უბედურებას მიანიშნებდა წმინდა ანას სკიტის კანდელი და ხატი. მართალი ანა ხომ ბავშვების მფარველი წმინდანია.
კანდელთან დაკავშირებული სასაწაულები ათონის მთაზე არ არის უცხო, მაგალითად, ვერცხლის კანდელმა, რომელიც ათონის ივერიის ღვთისმშობლის მთავარ შესასვლელთან ჰკიდია და უძველესი დროიდან ქართველების კუთვნილება იყო, მოულოდნელად დაიწყო რხევა - ცოტა ხნით ადრე, სანამ 2008 წლის რუსეთ-საქართთველოს ომი დაიწყებოდა.
მართალია, ბერებს არ უყვართ საუბარი იმის თაობაზე, რომ დედამიწაზე მომხდარ ამა თუ იმ მოვლენას რაღაც სახით უკავშირდება კანდელების რხევა, მაგრამ თავად ათონელი ბერები მუდმივად თავლყურს ადევნებენ ხატების წინ კანდელების მოძრაობას.
newposts.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий