ძველებურ, ლამინირებული პირადობის მოწმობების ნომრებში სამი ექვსიანის არაერთი კომბინაცია აღმოჩნდა, - ამის შესახებ გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საუბრობს.
ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, კვლევა პირადობის ელექტრონული მოწმობების თაობაზე უკვე დასრულებულია და მისი შედეგების პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.
როგორც თეა წულუკიანი განმარტავს, ეს იქნება მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელზეც მხოლოდ მოქალაქის სახელი, გვარი, სქესი და დაბადების თარიღი ჩაიწერება.
"ჩვენ ასევე დავადგინეთ და ამაში სინოდის ძველი განცხადებაც დაგვეხმარა, რომ პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე არავითარი მხეცის თუ ანტიქრისტეს ნიშანი არ არის. გამოვიკვლიეთ ძველი, ლამინირებული პირადობის მოწმობებიც. არ მინდა, მორწმუნე საზოგადოება შევაშინო, მაგრამ ათობით ათასი ასეთი მოწმობის ნომრებში აღმოჩნდა მიწყობილად სამი ექვსიანი. ახალ ელექტრონულ მოწმობებში არსად ამგვარი კომბინაცია არ იქნება", - აცხადებს იუსტიციის მინისტრი.
თეა წულუკიანის ინფორმაციით, კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, თუ მოსახლეობის უმრავლესობა ელექტრონულ მოწმობებს მისაღებად ჩათვლის, ალტერნატიული მოწმობები არ იქნება.
ამავდროულად, როგორც მინისტრი განმარტავს, ელექტრონული მოწმობები გაუყალბებელია და ეს საშუალებას მისცემს შესაბამის ორგანოებს, გაარკვიონ, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ქვეყანაში და რამდენია მათგან ამომრჩეველი.
"კანონში შევა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პირადობის მოწმობაზე მოქალაქის ნების საწინააღმდეგოდ არანაირი ინფორმაცია არ დაიტანება. წინა ხელისუფლებას ნამდვილად ჰქონდა სწორედ მოქალაქეთა გაკონტროლების მიზანი, ამიტომაც იყო, რომ ამ მოწმობაზე, კარდიოგრამიდან დაწყებული, სამგზავრო ბილეთით დასრულებული, ყველაფრის დატანას აპირებდნენ", - აღნიშნავს თეა წულუკიანი.
იუსტიციის მინისტრთან ინტერვიუ გაზეთ "ყველა სიახლის" დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/242223-thea-tsulukiani-dzveleburi-piradobis-motsmobebis-nomrebshi-sami-eqvsianis-araerthi-kombinacia-aghmochnda.html

Комментариев нет:
Отправить комментарий