ღმერთი

ღმერთი

вторник, 11 июня 2013 г.

არავინ დაუახლოვდეს თავის ხორცით ნათესავს მისი სიშიშვლის ასახდელად.

ძველი აღთქმა
ლევიანნი
თავი მეთვრამეტე

1. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:

2. ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

3. ნუ მოიქცევით ისე, როგორც იქცევიან ეგვიპტეში, სადაც თქვენ ცხოვრობდით. ნუ მოიქცევით ისე, როგორც იქცევიან ქანაანის ქვეყანაში, სადაც მიმყავხართ; ნუ მიჰყვებით მათ წესებს.

4. ჩემი სამართალი აღასრულეთ და ჩემი წესები დაცავით, მათ მიჰყევით. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

5. დაიცავით ჩემი წესები და ჩემი სამართალი; ადამიანი, რომელიც მათ აღასრულებს, ცოცხალი იქნება მათი წყალობით. მე ვარ უფალი.

6. არავინ დაუახლოვდეს თავის ხორცით ნათესავს მისი სიშიშვლის ასახდელად. მე ვარ უფალი.

7. არ აჰხადო სიშიშვლე მამაშენს და დედაშენს; დედაა შენი, არ აჰხადო მას სიშიშვლე.

8. არ აჰხადო სიშიშვლე მამაშენის ცოლს, ეს მამაშენის სიშიშვლეა.

9. არ აჰხადო სიშიშვლე შენს დას, მამაშენის ასულს ან დედაშენის ასულს, შინ დაბადებულს ან გარეთ დაბადებულს.

10. არ აჰხადო სიშიშვლე შენი ვაჟის ასულს ან შენი ქალიშვილის ასულს, რადგან ეს შენი სიშიშვლეა.

11. არ აჰხადო სიშიშვლე მამაშენის ცოლის ასულს, მამაშენის ნაშობს; შენი და არის იგი.

12. არ აჰხადო სიშიშვლე მამაშენის დას, მამაშენის სისხლი და ხორცია იგი.

13. არ აჰხადო სიშიშვლე დედაშენის დას, რადგან დედაშენის სისხლი და ხორცია იგი.

14. არ აჰხადო სიშიშვლე მამაშენის ძმას; ნუ მიეკარები მის ცოლს; შენი ბიცოლაა იგი.

15. არ აჰხადო სიშიშვლე შენს რძალს; შენი ვაჟის ცოლია იგი; არ აჰხადო მას სიშიშვლე.

16. არ აჰხადო სიშიშვლე შენი ძმის ცოლს; შენი ძმის სიშიშვლეა ეს.

17. არ აჰხადო სიშიშვლე ცოლსა და მის ასულს; არ ითხოვო მისი ვაჟის ასული და მისი ქალიშვილის ასული სიშიშვლის ასახდელად; სისხლი და ხორცნი არიან ისინი. ეს გარყვნილებაა.

18. არ ითხოვო შენი ცოლისდა ერთმანეთის სამტროდ, რომ ხდიდე მას სიშიშვლეს მის გვერდით მთელი მისი სიცოცხლე.

19. წიდოვნების დროს არ მიეკარო ცოლს სიშიშვლის ასხდელად.

20. არ შეეყო თესლით შენი ახლობელის ცოლს, გაგაუწმიდურებს.

 21. შენი თესლიდან არავინ მისცე მოლოქის ცეცხლში გასატარებლად, არ შეაგინო შენი ღვთის სახელი. მე მარ უფალი.

22. არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით. ეს სისაძაგლეა.

23. არანაირ ცხოველთან არ იქონიო კავშირი, რათა არ გაუწმიდურდე მისგან. არც ქალი არ უნდა დადგეს ცხოველის წინ სამაკინტლოდ; ეს სიბილწეა.

24. არცერთი ამ სისაძაგლით არ გაიუწმიდუროთ თავი, რადგან ყოველივე ამით არიან გაუწმიდურებული ის ხალხები, რომლებიც უნდა განვდევნო თქვენგან.

25. გაუწმიდურდა მიწა და მე დავხედე მათ უკეთურებებს და ამოანთხია მიწამ თავისი მკვიდრნი.

26. დაიცავით ჩემი წესები და სამართალი, არ ჩაიდინოთ ეს სისაძაგლეები, არც მკვიდრმა და არც მდგმურმა, თქვენს შორის რომ მდგმურობს.

27. რადგან ყველა ამ სისაძაგლეს სჩადის იმ ქვეყნის ხალხი, რომელიც თქვენს წინაშეა; და გააუწმიდურეს მიწა.

28. რომ არ ამოგანთხიოთ მიწამ, როცა გააუწმიდურებთ მას, როგორც ამოანთხია ის ხალხები, რომლებიც თქვენამდე იყვნენ.

29. რადგან ამ სისაძაგლეთა ჩამდენნი თავისი ხალხის წიაღიდან მოიკვეთებიან.

30. შეისმინეთ ჩემი გაფრთხილება და ნუ შეასრულებთ ამ საძაგელ წესებს, რომლებიც თქვენამდე სრულდებოდა, რომ არ გაიუწმიდუროთ თავი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/levianni/levianni-18.htm

Комментариев нет:

Отправить комментарий