არქიმანდრიტი გაბრიელი(ურგებაძე)
ილია II
*მამა გაბრიელ, თუ შეიძლება
მამათა მონასტერში ტელევიზორი გვქონდეს, ინფორმაცია რომ მოვისმინოთ?
40 წელია ბერი ვარ და ის ვერ
დავიმსახურე სენაკში ტელევიზორი მქონდეს, აბა თქვენ იცით, როგორ იზრუნებთ ამ საქმეზე
(ამ საუბრის შემდეგ მათ საერთოდ გაუქრათ ეს სურვილი).
პაისი მთაწმინდელი.
*ღვთისმგმობელ ფილმებს იმიტომ
უჩვენებენ, რომ ქრისტე შეურაცყონ.ამას იმიტომ აკეთებენ, რომ თქვან: "შეხედეთ,
როგორი იყო ქრისტე! მესია მოვა ახლა!" და შემდეგ გამოაჩენენ თავიანთ " მესიას
". აქეთკენ მიჰყავთ მათ საქმე.
*ტელევიზიამ და სხვა ტექნიკურმა საშუალებებმა გააზარმაცეს ადამიანი. ჭკვიანი ადამიანებიც კი ბოლოს მაგნიტოფონის კასეტებს ემსგავსებიან (რაც მათზეა ჩაწერილი, იმას ამბობენ). ანუ, მე იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი ტვინით უნდა მუშაობდეს. ამაშია ყველაფრის ძირი. რადგან, თუ ტვინი არ გაანძრია, დღეს შეიძლება რაღაც ისწავლოს, მაგრამ ხვალ ის ნასწავლი სხვა რამეში აერევა. ამიტომ ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის ტვინი თვითონ ქმნიდეს რაღაცას, თვითონ პოულობდეს გამოსავალს. ტვინი, რომელიც არაფერს ქმნის - განუვითარებელია.
*ტელევიზიამ და სხვა ტექნიკურმა საშუალებებმა გააზარმაცეს ადამიანი. ჭკვიანი ადამიანებიც კი ბოლოს მაგნიტოფონის კასეტებს ემსგავსებიან (რაც მათზეა ჩაწერილი, იმას ამბობენ). ანუ, მე იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი ტვინით უნდა მუშაობდეს. ამაშია ყველაფრის ძირი. რადგან, თუ ტვინი არ გაანძრია, დღეს შეიძლება რაღაც ისწავლოს, მაგრამ ხვალ ის ნასწავლი სხვა რამეში აერევა. ამიტომ ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის ტვინი თვითონ ქმნიდეს რაღაცას, თვითონ პოულობდეს გამოსავალს. ტვინი, რომელიც არაფერს ქმნის - განუვითარებელია.
არქიმანდრიტი რაფაელი(კარელინი)
*ტელევიზორმა შეუფერებელი ადგილი
დაიკავა ჩვენს სახლში. იყო რა ინფორმაციის მოკრძალებული საშუალება, ჩვენს სახლებში
შემოიჭრა, როგორც დამპყრობელი, როგორც აგრესორი. მან ჩვენი სულიერი ცხოვრების მონოპოლიზაცია
და უნიფიკაცია მოახდინა.
*ძველად ოჯახის ცენტრი კერია
იყო. ციცერონი მოუწოდებდა რომაელებს, დაეცვათ უდიდესი სიწმინდეები: კერია, საკურთხეველი
და წინაპართა საფლავები. შემდგომში ოჯახის ცენტრი გახდა მაგიდა, რომლის გარშემო, მძიმე
შრომის შემდეგ, იკრიბებოდა ოჯახის ყველა წევრი. იქ ისინი არამარტო ტრაპეზობდნენ, არამედ
კითხულობდნენ წმინდა წერილს. ამჟამად მათი ადგილი ტელევიზორმა დაიკავა; მაგრამ ტელევიზორი
კი არ აერთიანებს, არამედ აშორებს ოჯახის წევრებს. თითოეული მოხიბლულია ციხფერი ეკრანით,
ერთმანეთთან კონტაქტი არა აქვთ. ნიშანდობლივია, რომ ტელევიზორს ოთახში ის ადგილი უკავია,
სადაც ადრე სახატე იყო.
*ძველი ბერძნები ყვებოდნენ
ხოლმე სახლის სულის შესახებ, დაიმონზე ან გენიაზე, რომელიც ადამიანებს ჩააგონებდა აზრებს;
გლეხები - სახლის სულზე, რომელიც ოჯახის წევრებს აწვალებდა ღამეული კოშმარებით. ჩვენი
დროის სახლის სული მთლიანად მატერიალიზებული და განივთებულია. ეს არის ტელევიზორი,
ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი და თანამოსახელე, რომელიც ხან შეუმჩნევლად გვახვევს თავის
აზრებს, ხან კიდევ აშკარად გვაწვალებს კოშმარებით
*ტელევიზორმა, შემოიჭრა რა
ჩვენს ოჯახებში, დაგვაკარგვინა საკუთარი სახლები, გადააქცია რა ისინი თეატრალურ დარბაზებად,
სადაც ადმიანები საათობით სხედან სცენის წინ. წარმოდგენები მიმდინარეობს შესვენების
გარეშე, პიესების შერჩევის გარეშე, ინფორმაცია იღვრება უწყვეტ, გაუკონტროლებელ ნაკადად.
ჩვენ კი, ისე რომ თავად ვერც კი ვამჩნევთ, გადავიქეცით ტელევიზორის მონებად.
*ტელევიზორის მწყობრიდან გამოსვლისას,
ხშირად, უფრო სწრაფად ვრეაგირებთ, ვიდრე ახლობელი ადამიანის ავადმყოფობის დროს.
*ბიბლიაში წერია: "ყველას
ნუ შემოუშვებ შენს სახლში". ტელევიზორმა კი მოარღვია ჩვენი სახლის კარი. ჩვენთან
მოდის და ჩვენგან მიდის სახლის ბრბო, გადამთიელნი ყველა პლანეტიდან, ფანტაზიორების
მიერ შექმნილი მოჩვენებანი; მოდიან უკითხავად , დაკაკუნების გარეშე; არ კითხულობენ,
ვინ არის სტუმარი და ვინ მასპინძელი; მოდიან კოვბოები და განგსტერები; მოდის ხალხი,
რომელთანაც სურვილიც კი არ გვაქვს, რაიმე საერთო გვქონდეს. სახლი გასასვლელ ეზოდ, გზაჯვარედინად
იქცა. ამგვარად, ტელევიზორმა წაგვართვა საკუთარი სახლი.
*ტელევიზორმა ადამიანში აღზარდა
განცხრომა, სიბარიტობა, ზმანებისადმი და ოცნებისადმი მიდრეკილება. ის ახდენს ადამიანის
ნების პარალიზებას. სული განებივრებული, მგრძნობიარე და ისტერიული ხდება. ტელევიზორი
წარმოადგენს ვნებათა კონცენტრაციას. ვნება განუყოფელია ვნებიანი გამოსახულებებისაგან.
ვნებებთან ასკეტური ბრძოლა - ეს არის სულის განწმენდა ფანტაზიისა და წარმოდგენებისაგან.
ტელევიზორი ვნებათა სხვადასხვა ფორმებს გვთავაზობს.
*ტელევიზორი წარმოადგენს ვნებათა
კონცენტრაციას. ვნება განუყოფელია ვნებიანი გამოსახულებებისაგან. ვნებებთან ასკეტური
ბრძოლა - ეს არის სულის განწმენდა ფანტაზიისა და წარმოდგენებისაგან. ტელევიზორი ვნებათა
სხვადასხვა ფორმებს გვთავაზობს.
*ტელევიზორმა გამოიწვია სულიერი
რეგრესი, ადამიანის სულის დაშლა და დეგენერაცია. ადამიანი სიტყვის საშუალებით აზროვნებს.
პატრისტიკაში ადამიანს მეტყველი არსება ეწოდება, ტელევიზორი კი წარმოდგენებით აზროვნებას
ასწავლის კაცს. ლოგიკური აზროვნება თრგუნავს გამოსახულებათა და წარმოდგენათა ნაკადს.
*ყოველი ადამიანი - წმინდა
მამების სწავლებით - პატარა სამყაროა; თითოეული ადამიანი არის განუმეორებელი ინდივიდუალობა.
ტელევიზორი უნიფიცირებას უკეთებს, პიროვნულობას უკარგავს ადამიანს.
*ტელევიზორი ჰიპნოზირებას ახდენს,
მომხიბვლელი ვნებებით გაჟღენთილი გამოსახულებების ნაკადი(ერთდროულად მხედველობითი და
სმენითი) ამონებს ფსიქიკას, ცნობიერება მუხრუჭდება, ადამიანი ხდება ტელევიზორის მედიუმი,
მისი შთაგონებების შემთვისებელი.
*ტელევიზორი ავრცელებს ნერვულ
და ფსიქიკურ დაავადებებს. ადამიანის ფსიქიკის შესაძლებლობანი უსაზღვრო არ არის. რამდენიმე
საათის განმავლობაში ადამიანი ტელევიზორისგან იმდენ შთაბეჭდილებას ღებულობს, რამდენსაც
ადრე მთელი თვის განმავლობაში. ადამიანის ნერვული სისტემა ცვდება და ვერ უძლებს რა
მძიმე დატვირთვას, თავდაცვის მიზნით, ავადმყოფდება.
*ამბობენ, რომ ტელევიზორი შეიძლება
გახდეს საწყისი რელიგიური განათლებისა. მაგრამ ის კლავს მთავარს, რელიგიის გულს - ლოცვას,
სულის მისტიკურ საუბარს ღმერთთან. გადატვირთულ შთაბეჭდილებების ნაკადით სავსე სულს
არ ძალუძს განეწყოს ლოცვისთვის. ლოცვის სიტყვებს ედება ფენა ლოცვისთვის უცხო ვნებით
სავსე წარმოდგენებისა.
*ტელევიზორი ადამიანებს სისასტიკეს
ასწავლის. ეს ეხება არა მარტო მკვლელობებისა და ძალადობის სურათებს, რომლებიც ტელეგადაცემებში
ზოგჯერ თაყვანისცემისა და გმირობის ატმოსფეროთია გარემოცული, არამედ ეხება არანაკლებ
საშიშს: ტელევიზორთან ადამიანის განცდები იმდენად ინტენსიური და მძაფრია, რომ ემოციურად
აცარიელებს მას და ის ყოველდღიურ ცხოვრებაში გულგრილი, ცივი და განდგომილი ხდება.
*ტელევიზორი აშორებს ერთმანეთისაგან
ერთ სახლში, ოჯახში მცხოვრებ ადამიანებს, ცვლის რა მათ ურთიერთობებს ეკრანულ მოჩვენებათა
აჩრდილებით. ადამიანმა დაკარგა რა ცოცხალი ადამიანის შეგრძნება, დაკარგა მისი სიყვარული
და თანაგრძნობა. იგი აღარ ითვლება პიროვნებად, ხდება მისი ინსტრუმენტად გადაქცევა.
*ტელევიზორმა მორწმუნე ადამიანის
სახლებში შემოიტანა მკრეხელური ფილმები ქრისტე მაცხოვარზე. მსახიობის ხელოვნება გარდასახვაა,
საკუთარი თავის დავიწყების უნარი, გაიგივება იმასთან, ვისაც თამაშობს. საჭიროა ყოველგვარი
რელიგიური გრძნობის უქონლობა ან დამახინჯებული დემონური რელიგიურობა, რათა ქრისტესთან
გააიგივო თავი.
*ტელევიზორი მტერია, რომელთანაც
მოლაპარაკება არ შეიძლება. მის აგრესიას არა აქვს საზღვარი და საზომი. თუ საჰარის უდაბნო
წელიწადში ხუთი კილომეტრით ფართოვდება, ტელევიზორი გამარჯვების მარშით მიაბიჯებს მთელ
პლანეტაზე, აშრობს რა უკანასკნელ ნაკადულებს და წყაროებს, აჭუჭყიანებს და თელავს სულიერების
უკანასკნელ ოაზისებს.
*მალე ადამიანს აღარ დასჭირდება
მეგობრების მონახულება, კონფერენციებზე სიარული, სკოლაში წასვლა გაკვეთილებზე დასასწრებად.
ის ამის გაკეთებას შესძლებს სატელევიზიო სისტემის მართვით, სახლიდან გაუსვლელად. ადამიანი
დარჩება სამყაროში, როგორც უდაბნოში, ყველაფრისადმი გულგრილი და ყველასათვის უცხო!
მღვდელი ანდრეი გორბუნოვი
*ფსიქოლოგი ა. მორი საუბრობს
ტელევიზიის ზემოქმედებით გამოწვეული მდგომარეობის მსგავსებაზე ნარკოტიკულთან:
"ხანგრძლივი ყურება, რომელიც ეკრანის ყურებისას უნდა შეინარჩუნოს ტელემაყურებელმა,
ღლის მხედველობას და წარმოქმნის გაშეშების მსგავს მდგომარეობას, რასაც თან ახლავს ყურადღების
და ნებისყოფის ძლიერი შესუსტება. ასე ხდება ადამიანში საანესეზიო საშუალებების - ეთერის,
ალდეჰიდის, ოპიუმის, ჰაშიშის გამოყენებით გამოწვეული აშლილობის მსგავსი მდგომარეობის
ჩამოყალიბება". ადამიანის სულზე ასეთივე ზემოქმედებას ახდენს კომპიუტერულ ტექნიკასთან
ურთიერთობა, განსაკუთრებით კომპიუტერული თამაშებით და "ინტერნეტის" ქსელით
გატაცება. "გარემომცველი სამყარო ასეთ ადამიანში მოწყენილობას იწვევს და იგი ესწრაფვის
ვირტუალური რეალობის სამყაროში დაბრუნებას. ადამიანი ნებაყოფლობით იბრუებს თავს
"ნარკოტიკული" ვირტუალური ბანგით". (ტ.დუმანსკი, ი.ვორობიოვსკი). ილუზორულ
სამყაროში ყოფნის ჩვევა ფსიქოლოგიურად გამართლებულს ხდის ნარკოტიკების მოხმარებას.
უკვე არის შემთხვევები პროგრამისტების ნარკომანიით დაავადებისა, რომლებიც ნარკოტიკების
მოხმარებას იმით ამართლებენ, რომ უნდათ "გონება როგორმე მოალბონ"
*მღვდელ-მონაზონი სერაფიმე
(როუზი) "ინფორმაციული საზოგადოების" შენების ანტიქრისტიანულ გამეფებასთან
კავშირის შესახებ შემდეგს წერდა: "ანტიქრისტეს შესახებ ცნობილია, რომ იგი იქნება
მსოფლიოს მმართველი. მაგრამ მხოლოდ ჩვენს დროში გახდა პრაქტიკულად რეალური იმის შესაძლებლობა,
რომ ერთი ადამიანი მართავდეს მთელ მსოფლიოს. ჩვენს დრომდე არსებულ მსოფლიოს ყველა იმპერიას
დედამიწის მხოლოდ ცალკეული ნაწილები ეკავა და მხოლოდ კომუნიკაციების თანამედროვე საშუალებების
გაჩენის შემდეგ გახადა შესაძლებელი, რომ მთელ მსოფლიოს მართავდეს ერთი ადამიანი".
უკვე დღეს შეიძლება შევნიშნოთ მილიარდობით ადამიანის
მსოფლმხედველობის ფსიქიკის და ცხოვრების წესის ძირეული ცვლილებები, რომლებიც იძულებულნი
არიან ჩაერთონ "ინფორმაციული საზოგადოების" ცხოვრებაში. ტელევიზორების, ვიდეომაგნიტოფონების,
კომპიუტერების ეკრანის შეუზღუდავი ბატონობა ვრცელდება არა მარტო ეკონომიკის, ვაჭრობისა
და პოლიტიკის დარგებზე, არამედ იჭრება ინტიმური ურთიერთობების, ოჯახის, რწმენის, ანუ
ადამიანური სულის სფეროშიც და პრეტენზიას აცხადებს ახალი ფილოსოფიისა და ახალი რელიგიის
როლზე
*თავისი ბალაგანური სიშმაგის
წყალობით (უსასრულო "იუმორინები", "მხიარულთა და საზრიანთა" კლუბები",
შოუ და სხვა ვირტუალური გასართობები) ეკრანი ადამიანის რეალობისგან მოწყვეტის ფუნქციას
ასრულებს. იგი ადამიანის სულს მიდრეკილს ხდის მიმბაძველობისა და სიტუაციაში ემოციური
ჩართულობისაკენ. ადამიანი განიცდის რა პერსონაჟების ფსიქიკურ მდგომარეობას, თვითონაც
იწყებს ცხოვრებაში თამაშს, ისე როგორც მსახიობი სცენაზე. ეკრანი ასწავლის ადამიანს,
ჩანდეს ისეთი, როგორიც სრულებითაც არ არის სინამდვილეში, ასწავლის სიცრუეს და თვალთმაქცობას.
ეს თამაში ცხოვრების ანტითეზაა, ისევე როგორც ტყუილია სინამდვილის ანტითეზა. ი. ვორობიოვსკი
წერს: "...საბაზრო ეკონომიკის თეორეტიკოსი ფრიდრიხ ფონ ხაიეკი აცხადებს, რომ ლიბერალური
საზოგადოების არსებობისთვის აუცილებელია ადამიანების განთავისუფლება ბუნებრივი ინსტინქტებისგან.
მაგ: სოლიდარობის და თანაგრძნობისგან... ასეთი მარტოობისგან უბიძგებენ რუს კოლექტივისტ
ადამიანს "слабое Звено"-ს მსგავსი ტელეგადაცემები. საუბარია "ახალი
ადამიანის, უფრო ასწორად არაადამიანის შექმნაზე".
*პოლიტოლოგი ა.ნოვიკოვი ეკრანს
დრაკონს უწოდებს. იგი სვამს კითხვას: "ხომ არ გახდება тб ახალი რელიგია, ახალი
იდეოლოგია - მომავლის დრაკონი? ის, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, არის მომავალი დრაკონის
მხოლოდ ქერცლი. ჩვენ მხიარულად ვეთამაშებით მას და ვსეირნობთ ვირტუალური რეალობის კომპიუტერულ
მთებზე, ისე რომ არ ვაცნობიერებთ ამ ურჩხულის ზომებს, ვერ ვხედავთ მის სახეს და არ
ვიცით მისი დანიშნულება". "სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესს ცივილიზებული მსოფლიო
საზოგადოება ტექნოკრატიამდე მიჰყავს, - ამტკიცებს მღვდელ-მონაზონი ანატოლი ( ბერესტოვი).
- ადამიანის ცნობიერება სულ უფრო მეტად ექვემდებარება სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით,
უმთავრესად, ტელევიზიით და რადიომაუწყებლობით გამოწვეულ ინფორმაციულ პრესინგს. თუმცა
კომპიუტერების გაჩენასთან ერთად ადამიანზე ზემოქმედებამ პრინციპულად ახალი ხასიათი
შეიძლება შეიძინოს... შრომები "ტვინი - კომპიუტერის" ურთიერთობის დარგში
დღეს განვითარების ისეთ სტადიაზე იმყოფება, რომ ტექნიკურადაა შესაძლებელი ქვეცნობიერებაში
დანერგვის ექსპერიმენტის ჩატარება
*ერთ-ერთ საგაზეთო საგაზეთო
შენიშვნაში ვკითხულობთ: "ინგლისელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ბოლო 20 წლის
განმავლობაში მოსწავლეებს გაუუარესდათ კომუნიკაციის ჩვევები. ბავშვებს უძნელდებათ საკუთარი
აზრების გამოხატვა. მეცნიერები ამას იმით ხსნიან, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა ტელევიზორის
ყურებამ შეცვალა. ადრე, საღამოობით ოჯახის წევრები ერთად იკრიბებოდნენ და მთელი დღის
განმავლობაში მომხდარ ამბებს განსჯიდნენ. ასეთი საუბრების დროს ბავშვები სწავლობდნენ
თავიანთი აზრების სწორად გამოხატვას. ახლა ბავშვები მოდიან სახლში სკოლიდან და მთელ
დროს ტელევიზორის ეკრანთან ატარებენ. მათ მიერ მიღებული ვიზუალური ინფორმაცია არ მოითხოვს
გააზრებას და დაფიქრებას. ტელევიზიის გამო ბავშვები მცირე დროს უთმობენ თანატოლებთან
ურთიერთობას და ძალზე ცოტას წერენ და კითხულობენ". "გამოკვლევების თანახმად,
ამერიკელებს აწუხებთ ის ფაქტი, რომ კომპიუტერებით გადამეტებულ გატაცებას მივყავართ
საყოველთაო მარტოობამდე" - წერს ჟურნალი "Здоровье"
*ანტისულიერ, ანტიქრისტიანულ
პრინციპებზე აგებული თანამედროვე საინფორმაციო გარემო ბოლო წლებში ადამიანთა გამხეცების
სულ უფრო მძლავრი ფაქტორი ხდება. "ახალი მსოფლიო წესრიგის" მშენებლები მიზნად
ისახავენ არ მისცენ ადამიანებს სწორი ინფორმაციის მიღების საშუალება და ხელი შეუწყონ
მათ სულიერ დაცემას და გაპირუტყვებას. ამ მიზნის მისაღწევად ნარკოტიკების გარდა გამოიყენება
თეატრი, კინო, ვულგარული პრესა, ტელევიზია და ვიდეო, რომლებიც წარმოადგენენ გარყვნის,
დაჩლუნგების და გაველურების საშუალებებს და პროპაგანდას უწევენ ცხოვრებას ზნეობრივი
ნორმების და შეზღუდვების გარეშე (წინგნიდან "ქრისტეს ეკლესიის უდიდესი დევნის
წინ"). ამის თვალსაჩინო მაგალითია პროგრამა "за стеклом" და სხვა მსგავსი
"შოუები", როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ. მილიონობით ადამიანი
"ეწებება" ეკრანს, განსკის და იგემოვნებს, თუ როგორ იკმაყოფილებენ თავიანთ
ცხოველურ მოთხოვნილებებს "მინის იქითა გმირები"
*ეკრანი კერპი გახდა მრავალი
ადამიანისთვის და მათი ცხოვრებიდან ღმერთი გამოდევნა. ეკრანი არის ადამიანის სულებზე
გლობალური ზემოქმედების მთელი სისტემა. რა შეიძლება მან გამოიწვიოს?
პირველ რიგში, ცვლილებები ფასეულობათა სისტემაში.
ცოცხალი, უშუალო ადამიანური ურთიერთობა ადგილს უთმობს ინფორმაციულ ურთიერთობას ეკრანის
მეშვეობით.
მეორე მხრივ, ოპტიკური ეფექტების, კლიპების და
სხვა ხერხების საშუალებით სამყაროს ტრადიციულ სურათს გარდაქმნის სხვა, "ვირტუალურ
რეალობად", გადაჰყავს რა ადამიანი შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში. შეიძლება
ითქვას, რომ ადამიანი "ეკრანირდება" რეალური ცხოვრებ ისგან.
მესამეც, ეკრანი წარმოადგენს ადამიანის ცნობიერებაში
ანტიქრისტიანული "ახალი მსოფლიო წესრიგის" იდეოლოგიის დანერგვის იარაღს.
*" ტელევიზიამ
ადამიანს
უზარმაზარი
ზიანი
მიაყენა,
- წერს
ათონელი
ბერი
პაისი.
- განსაკუთრებით
დამანგრევლად
მოქმდებს
ის
პატარა
ბავშვებზე.
ერთხელ
ჩემთან
სენაკში
7 წლის
ბავშვი
მოვიდა
მამასთან
ერთად.
მე
ვხედავდი,
როგორ
მეტყველებდა
ბავშვის
ბაგეებით
სატელევიზიო
ეშმაკი,
ისე,
როგორც
შეპყრობილების
პირით
ლაპარაკობს
ბოროტი
სული.
ეს
იგივეა,
რომ
ჩვილი
კბილებიანად
დაიბადოს.
დღეს
იშვიათად
შეხვდები
ნორმალურ
ბავშვებს.
ისინი
ურჩხულებად
გადაიქცნენ
და
თავით
კი
არ
მუშაობენ,
არამედ
უბრალოდ
იმეორებენ
იმას,
რაც
გაიგონეს
და
დაინახეს.
ასეთნაირად,
ტელევიზიის
მეშვეობით
ზოგიერთებს
მსოფლიოს
გასულელება
სურთ.
ანუ
მათი
ჩანაფიქრის
მიხედვით,
ყველამ
უნდა
ირწმუნოს
ტელევიზიით
მოსმენილი
და
ამის
შესაბამისად
უნდა
მოიქცეს".
ამასვე
ამბობს
საზოგადოებრივი
აზრის
დამუშავების
ცნობილი
სპეციალისტი,
პროფესორი
მ.
ჩუკასი:
" ტელევიზიის
მიზანია
საქმის
ვითარებაში
გარკვევის
უნარის
და
კრიტიკული
აზროვნების
არმქონე
ადამიანის
შექმნა.
ასეთი
ადამიანი
ყველაზე
დაბალ
ემოციურ
მდგომარეობაში
იმყოფება
და
მხოლოდ
გარეგანი
და
ამიტომ
ხელოვნური
აღმგზნები
და
მმართველი
ძალების
მოქმედებით
შეუძლია
მოქმედება".
ერთ-ერთმა
ამერიკელმა
"გონების
მბრძანებელმა",
მარშალმა
მაკლუენმა
ასეთი
აფორიზმი
ჩამოაყალიბა:
"ინფორმაციის
საშუალება
არის
სწორედ
ინფორმაციის
შინაარსი",
ანუ
მთავარი
არაა,
რა
გადაიცემა
რადიოთი
თუ
ტელევიზიით,
მნიშვნელოვანია
ქვეცნობიერებისა
და
გრძნობების
სფეროზე
მოქმედი
თვით
ეს
ინფორმაციის
საშუალებები.
ამგვარად,
ეკრანი
არის
არა
მარტო
ადამიანის
ცნობიერების
მართვის
ინსტრუმენტი,
არამედ
ანტიქრისტეს
ძალაუფლების
დამყარების
იარაღიც.
დღეს
უკვე
ცხადია,
რომ
ეკრანი
თანამედროვე
ადამიანისთვის
წარმოადგენს
არა
იმდენად
ინფორმაციის
და
სამყაროს
სურათის
ასახვის
წყაროს,
რამდენადაც
კონსტრუქტორს,
რომელიც
აგრესიულად
აპროგრამებს
მისი
აზროვნების
და
ქცევის
ნორმებს
და
ქმნის
"ახალ
მორალს"
და
ფასეულობათა
ახალ
სისტემას.
ამიტომ
მღვდელ-მონაზონი
სერაფიმე
(როუზი)
ტელევიზიას
"ანტიქრისტიანული
იდეების
და
შეფასებების
მთავარ
გამტარებელს"
უწოდებდა.
*ეკრანი აჩვევს სხვა ადამიანში
პიროვნების არ დანახვას, რეალურ ცხოვრებაში მათ, როგორც მკვდარი, უსახო სურათის, როგორც
გამოსახულების გულგრილად ყურებას.
წმ. წერილი ამას უწოდებს "გულისთქმას თვალთაი"
(1 ინ. 2:16), ხოლო წმ. მღვდელმთავარი თეოფანე - "ავთვალობას". ღირსი სილუან
ათონელი ამბობდა, რომ "მოყვასის ერთი ალმაცერად შეხედვაც კი ადამიანს მადლს აკარგვინებს",
ანუ აკარგვინებს ღმერთთან კავშირს, აუცხოებს მისგან.
ეკრანი აჩვევს პიროვნების არ დანახვას არა მარტო
სხვებში, არამედ საკუთარ თავშიც. "ადამიანები ხედავენ მთელ სამყაროს, მაგრამ საკუთარ
თავს ვერ ამჩნევენ, - აღნიშნავდა ბერი პაისი ტელევიზიის ვავნეობაზე საუბრისას. - ღმერთი
კი არ ანადგურებს
*ეკრანის საშუალებით ხდება
ადამიანური ცნობიერებით უპრეცენდენტო მანიპულაცია და მისი ეშმაკს დამსგავსება. ინფორმაციის
სწრაფ ნაკადში თანამედროვე ადამიანი საკუთარ თავს კარგავს, იფიტება მისი სულიერი საფუძველი
და კნინდება პიროვნება. ეკრანის ზეგავლენა ქვეცნობიერებაზე და ფსიქიკით მანიპულაცია
იმითაა საშიში, რომ ამან შეიძლება წაართვას ადამიანს პიროვნული ყოფიერების უმთავრესი
საფუძველი - არჩევანის ჭეშმარიტი თავისუფლება. არა მარტო ტელეეკრანზე, არამედ რადიოეთერშიც
და გაზეთების და ჟურნალების უმრავლესობის ფურცლებზეც ბატონობს ნიჰილიზმის, უმიზნობის,
ყველაფრის დაშვებულობის და მასხრობის სული, რომელიც ანგრევს ადამიანის ღვთისმსგავს
პიროვნებას.
*მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,
მღვდელ-მონაზონი ანატოლი (ბერესტოვი) წერს: "бт ყველა ადამიანს ერთნაირ, არასულიერ
საკვებს სთავაზობს. ამით ისინი ინდივიდუალურობას კარგავენ და სულიერად ერთმანეთს ემსგავსებიან.
бт არის პრაქტიკული, ცხოვრებისეული უღმერთობის მძლავრი კერა. რომელიც ადამიანს ღმერთს
აშორებს და გადაჰყავს ვნებების, სისასტიკის, სიცრუის, ოკულტიზმის სამყაროში...
"სატელევიზიო ეშმაკი" ჩააგონებს, ჩააგონებს და ჩააგონებს... ადამიანები კი
უსმენენ, უსმენენ და უსმენენ... განა ეს ადამიანის ცხოვრების მართვა არ არის? ამიტომ
დღეს სრულიად საფუძვლიანად შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ტელევიზია გახდა მძლავრი იარაღი
ეშმაკის ხელში"
*ეკრანი აყალიბებს საზოგადოებრივ
აზრს და ქმნის იდეოლოგიურ ილუზიებს. საინფორმაციო პროდიუსერები ქურუმთა კასტად იქცევიან,
რომელიც მართავს და მანიპულირებს რეალობით. ეკრანი თავის "რეალობას" ქმნის
და მასში ჩაფლულ ადამიანებს მართავს, მოხერხებულად იყენებს რა "მასობრივი ფსიქოლოგიის"
კანონებს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მასებზე გათვლილი ეკრანი მუშაობს "პირველ
სასიგნალო სისტემაზე", ლიტერატურისგან განსხვავებით, რომელიც ზემოქმედებს
"მეორე სასიგნალო სისტემაზე". ამიტომ ფილმი მალე ძველდება, ლიტერატურა კი
ინარჩუნებს თავის აქტუალობას ათასწლეულების განმავლობაში.
*წოგნში "ბერი ანტონის
სულიერი საუბრები და დარიგებები" ვკითხულობთ: " ტელეპროგრამების ფსიქოტროპული
ზემოქმედების შედეგად ადამიანი კარგავს დამოუკიდებელი აზროვნების, მიმდინარე მოვლენების
გააზრებული აღქმის და საკუთარი მსოფლმხედველობის ფორმირების უნარს. ჩვენ ვსაუბრობთ
თნამედროვე ადამიანებს შორის არსებული ურთიერთობების ნაკლოვანებებზე და ამის ფესვები
კი უნდა ვეძებოთ სწორედ ინდივიდუალური აზროვნების და მიმდინარე მოვლენების საკუთარ
მსოფლმხედველობასთან შესაბამისობაში გააზრების უნარის უქონლობაში"
*მომავალი მხეცის სამეფოს ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს მსოფლიო კომპიუტერული ქსელი, რომელიც
უკვე ობობას ქსელივით შემოეხვია მთელ მსოფლიოს და მათ შორის რუსეთსაც. (ინტერნეტის
www - World Wide Web - სწორედ "მსოფლიოს ობობას ქსელს" ნიშნავს). უნებურად
ისმის კითხვა: ვინ არის ეს მსოფლიოს ობობა, რომლის ქსელშიც ადამიანთა სულ უფრო მეტი
რაოდენობა ებმება ბუზივით? ამ სოფლის ბატონი სატანა ხომ არაა?
*"ხელოვნების დარგებიდან
ჩვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია კინო" - ამბობდა ლენინი და იგი მართალიც
იყო. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მთელი მსოფლიო დადიოდა კინო-თეატრებში, როგორც
მაგიის სეანსებზე. ახლა კი სიარულიც აღარაა საჭირო. კინო სახლში და პირდაპირ სულში
მიეწოდება კომპიუტერების, კომპაქტ-დისკების და ინტერნეტის საშუალებით. (ი.ვორობიოვსკი,
ე. სობოლევა).
*ეკრანი ერთ სახლში, ერთ ოჯახში
მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთისგან აუცხოებს, ცვლის რა ცოცხალ, პიროვნულ ურთიერთობებს
ილუზორული ოცნების აჩრდილებით. ცოცხალი ადამიანის შეგრძნების დაკარგვას მივყავართ მისდამი
სიყვარულის და თანადგომის დაკარგვამდე. ადამიანი აღარ ითვლება ფასდაუდებელ პიროვნებად,
არამედ იქცევა ობიექტად, ინსტრუმენტად
*დღეს კულტურასა და ცხოვრების წესზე ზემოქმედების ყველაზე მძლავრ იარაღად ისეთი საშუალებები იქცა, როგორიცაა მასმედია, კინოხელოვნება, ინტერნეტი და სხვ.
*სამწუხაროა, რომ ტელევიზია და მასობრივი ინფორმაციის საშუალებანიც, ყოველგვარი მორიდების გარეშე აჩვევენ საზოგადოებას სულიერი დაცემის გამაოგნებელ სცენებს, ძალადობასა და საზარელ მკვლელობებს და ამით ანგრევენ ჩვენში ღვთის მიერ დადგენილ ზღუდეებს.
ზოგიერთები ამას უკომპლექსობის დამკვიდრებას უწოდებენ, რაც, მარტივად რომ ვთქვათ, უგუნურებაა. ასეთი სახით შემოთავაზებული ჭუჭყი ქვეცნობიერად ილექება ადამიანის, განსაკუთრებით მოზარდებისა და ახლაგაზრდების ფსიქიკაში და შემდეგ საკუთარ ცხოვრებაში, ვითარების შესაბამისად, თავადაც ეფლობიან მასში. ჩვენ თვალწინ, ჩვენს მიერ ყალიბდება სულიერად დამახინჯებული ცხოვრებისა და აზროვნების წესი, პასუხისმგებლობას კი არავინ გრძნობს. მასმედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ თქვან, რომ თუ ისინი არ აჩვენებენ მსგავს ფილმებს და გადაცემებს, არ დაწერენ და არ გააშუქებენ ასეთ თემებს, სხვა ქვეყნების ტელევიზიები და საინფორმაციო საშუალებანი ამას მაინც გააკეთებენ (უცხო ქვეყნების გადაცემები კი მრავალთათვის ხელმისაწვდომია). ამაში სიმართლე არის, მაგრამ სიმართლეა ისიც, რომ არ შეიძლება ჩვენი მოსახლეობა ყველა პრობლემის, სულიერისა თუ მატერიალურის წინაშე, ერთბაშად დავაყენოთ, რაც დეპრესიას, ორიენტაციის დაკარგვასა და აზროვნების გადაგვარებას იწვევს.
ამგვარად, ეკრანი არის არა მარტო ადამიანის ცნობიერების მართვის ინსტრუმენტი, არამედ
ანტიქრისტეს ძალაუფლების დამყარების იარაღიც. დღეს უკვე
ცხადია, რომ ეკრანი
თანამედროვე ადამიანისთვის წარმოადგენს არა იმდენად ინფორმაციის და სამყაროს სურათის ასახვის წყაროს, რამდენადაც კონსტრუქტორს, რომელიც აგრესიულად აპროგრამებს მისი აზროვნების და ქცევის ნორმებს და ქმნის "ახალ მორალს" და ფასეულობათა ახალ
სისტემას. ამიტომ მღვდელ-მონაზონი სერაფიმე (როუზი) ტელევიზიას "ანტიქრისტიანული იდეების და შეფასებების მთავარ გამტარებელს" უწოდებდა.
*ჩვენი ტელესივრცე ძირითადად დატვირთულია პოლიტიკური და საინფორმაციო მიმართულებებით. საზოგადოებას კი ასევე სურს უყუროს ისტორიულ, სამეცნიერო, შემეცნებით-კულტურულსა და ახალგაზრდულ გადაცემებს. ეს იყო ჩვენი მიზანი, როდესაც მხარი დავუჭირეთ დამოუკიდებელი ტელემაუწყებლობა "ივერია"-ს შექმნას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის პატრონაჟით საცდელი გადაცემებით უკვე გადის ეთერში. იგი უნდა იქცეს ოჯახის ტელევიზიად, რომელიც ყველა თაობისათვის მისაღები იქნება და ყველა ფენის ინტერესებს შეძლებისამებრ დააკმაყოფილებს. ამასთან, მან მოსახლეობაში და, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობაში სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი. მისი განვითარება და წარმატება ჩვენი საზოგადოების თანადგომაზეა დამოკიდებული.
*სამწუხაროდ, ტელევიზია, პრესა და ფილმები, რომლებიც პროპაგანდას ეროტიკას და ძალმომრეობას უწევენ, ბოლომდე არღვევენ საზოგადოების ჯერ კიდევ შემორჩენილ ზნეობრივ ჯებირს. და ეს ყველაფერი დღეს თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით ინიღბება.
ეს არ არის დემოკრატია; ესაა ყველაზე მდაბალი ვნებების თარეში; ეს არის ფსევდოკულტურა, რომელიც თავს მოახვიეს ჩვენს ახალგაზრდობას.
ამ უარყოფითი მოვლენების გამო ჩვენ ყველანი პასუხისმგებელნი ვართ. და თუ რამის გამოსწორება გვინდა, ისევ ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ. სახელმწიფო, ეკლესია, სკოლა (სასწავლებელი) თუ ოჯახი ერთი და იმავე პრობლემის წინაშე დგას.
*ღირსეული პიროვნებები ჩვენთან სათანადოდ არ არიან დაფასებულნი. მათ ნაცვლად წინ წამოწეული არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც მნიშვნელოვანი არაფერი აქვთ გაკეთებული (ყოველ შემთხვევაში დღეისათვის), ან ისინი, რომელნიც უგულვებელყოფენ სულიერ ღირებულებებს. ახალგაზრდები უფრო იცნობენ ტელეშოუების გმირებს, ვიდრე მათივე თაობის ნიჭიერ პოეტებს, მხატვრებს, კულტურის მოღვაწეთ, მეცნიერებს და, ზოგადად, ღირსეულ ადამიანებს. ეს ძირითადად მასმედიისგან მომდინარე ნაკლია და იგი უნდა გამოსწორდეს.
*ტექნოლოგიური პროცესების განვითარებამ ადამიანის ცნობიერებისა და ცხოვრების წესის განსაზღვრის ყველაზე მძლავრ ბერკეტად მასმედია აქცია; ამიტომაც, აუცილებელია, რომ აღმზრდელობითი ფუნქცია მანაც იტვირთოს.
ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მასმედია ზრუნავს, რომ სახელმწიფო და კერძო არხებით (სპეციალიზებული მაუწყებლობის გარდა) საზოგადოებას მიაწოდოს ზნეობრივი და, საერთოდ, ზნეობრივი ღირებულებების მქონე ტელეპროდუქცია და ფილმები, რასაც ჩვენთან, სამწუხაროდ, ნაკლები ყურაღდება ექცევა.
*თაობათა შორის წინააღმდეგობა ყოველთვის იყო და კვლავაც იქნება, მაგრამ იგი არ უნდა გადაიზარდოს უგულვებელყოფასა და გაუცხოებაში. ახალგაზრდებს მეტი დაფიქრება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ჰმართებთ: მათ უნდა იცოდნენ, რომ ტელევიზიით, ინტერნეტით, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით მიღებული ცოდნა ზედაპირულია, სიღრმე აკლია და იგი ასეთსავე ადამიანებს აყალიბებს. ძველი თაობა კი, მიუხედავად მრავალი ნაკლისა, უფრო წინდახედული იყო და უფრო ღრმად აზროვნებდა.
*ცრუ თავისუფლებაზე დაყრდნობით, მასმედიის საშუალებებით (სერიალებით, მდარე ტელეპროდუქციით) ხდება ზემოქმედება ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით კი მომავალი თაობის, ცნობიერებაზე, რათა მასში დაინერგოს არაეროვნული, არაქრისტიანული მსოფლმხედველობა, რაც შედეგად გამოიწვევს ჩვენი ეთნოფსიქიკის შეცვლას და ერთიანი ქართველი ერის დაშლასა და გადაგვარებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий