ღმერთი

ღმერთი

вторник, 10 июня 2014 г.

ვიტამინები და იმუნიტეტი


 ვიტამინები ეს ის აუცილებელი კომპონენტებია, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ ორგანიზმის შექმნაში, მას ნორმალურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას უნარჩუნებენ. ორგანიზმისთვის ვიტამინების მიღების აუცილებლობისა და იმუნიტეტის შესახებ გვესაუბრება ფარმაცევტი ნინო თომაშვილი:

“ვიტამინებზეა დამოკიდებული ყველა ორგანოს ფუნქციონირება. ისინი გავლენას ახდენენ ნერვულ, ენდოკრინულ, საჭმლის მომნელებელ, გულსისხლძარღვთა და ნივთიერებათა ცვლის მდგომარეობასა და ცვლილებებზე. ადამიანის სიცოცხლის ბოლომდე მათი ბალანსი აუცილებლად უნდა იყოს შენარჩუნებული. ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტი იწვევს ორგანიზმის დასუსტებასა და იმუნიტეტის დაქვეითებას, რასაც მივყავართ არასახარბიელო მდომარეობამდე. გამოვყოფთ ვიტამინების ერთ ჯგუფს, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი უჯრედის მშენებლობისთვის.

ვიტ A – საჭიროა კანის, თვალის, ღვიძლის, ჩიყვის, სიმაღლის, ინფექციური დაავადებების, ათეროსკლეროზის, მაღალი წნევისა და სხვა ორგანოებისთვის. იგი დიდი რაოდენობითაა თევზის ქონში, ღვიძლში, რძის პროდუქტებში. მცენარეულ პროდუქტებში კი გვხვდება კაროტინის სახით, რომელიც შემდეგ გარდაიქმნება A ვიტამინად. ესენია სტაფილო, წიწაკა, პომიდორი, ოხრახუში, ჭინჭარი, სალათის ფოთლები, ისპანახი, პრასი, ხახვი, გარგარი, ასკილი, ქაცვი, ცირცველი და სხვა. A ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ქათმის დაავადებას.


ვიტ B1 – მისი მიღება აუცილებელია ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობისას. იგი ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდას, აწესრიგებს კუჭ–ნაწლავის, გულ–სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას. დიდ გავლენას ახდენს სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციაზე. დიდი რაოდენობით შედის ხორბალში, ქერში, შვრიაში, წიწიბურაში, მიწის თხილში, თხილში, კაკალში და სხვა.

ვიტ B2 – უჯრედის მაშენებელია. აუცილებელია გულის, კუნთების, ენდოკრინოლოგიური სისტემის, თვალის, კანისა (დერმატიტების) და ინფექციური დაავადებების დროს. ბევრია მარცვლეულობაში, მიწის თხილში, სოკოში, ბარდასა და წიწიბურაში.

ვიტ B3 - ეს ვიტამინი აუცილებელია ნივთიერებათა ცვლისა და ენდოკრინოლოგიური პროცესების მოსაწესრიგებლად. მისი ნაკლებობა სახიფათოა ორსულობის დროს. ბევრია კაკალში, თხილში, კარტოფილში, პარკოსნებსა და მარცვლოვანებში.

ვიტ B6 – ნერვული სისტემის აუცილებელი ვიტამინია. მისი ნაკლებობა იწვევს კრუნჩხვას, ანემიას, დერმატიტებს, სტომატიტს, კონიუქტივიტს, ყელის ანთებას, თავის ტკივილს. იყენებენ ათეროსკლეროზის, ღვიძლის, თირკმლის, კუჭ–ნაწლავის, ტუბერკულოზის დროს. დიდი რაოდენობითაა ბანანში, კივში, სვიაში. შედის მარცვლეულებში, პარკოსნებში, ხილში, ბოსტნეულში. მისი ძირითადი წყაროა ლუდის საფუარი. B6 იმუნიტეტის განვითარების ძირითადი წყაროა. ბევრია სიმინდში, ლობიოში, ფეტვში, ქერსა და ბარდაში.

ვიტ D – ანტირაქიტული ვიტამინია. შედის სოკოსა და ზოგიერთ მცენარეში. მისი ნაკლებობა იწვევს ფრჩხილებისა და კბილების განვითარებას, კუნთების მოდუნებას, ოფლიანობას, მოთენთილობას. ბავშვებში მუცლის ზრდას.

ვიტ E – სასქესო ორგანოების დასუსტების ნერვული და კუნთოვანი სისტემის, თრომბოფლებიტის, ტროპიკული წყლულის, ღვიძლის, კანის, თვალის, ათეროსკლეროზის, სისხლის მიმოქცევის მარეგულირებელია. შედის შემდეგ მცენარეებში: ცერცვი, მწვანე ბარდა, სალათა, შვრია, ხორბალი, სიმინდი, სვია. ყველაზე დიდი რაოდენობით მცენარეულ ზეთებშია.

ვიტ P- აუცილებელია მისი მიღება ნაღვლის ბუშტის, ღვიძის, კანის, თვალის, თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებებისას. შედის ციტრუსებში, კენკროვანებში, ბოსტნეულში, ჩაიში, იხმარება დიათეზის, რევმატიზმის დროს.

ვიტ PP – მისი ნაკლებობა იწვევს უმადობას. კუჭის ტკივილს, ფაღარათს, მეხსიერების დაქვეითებას, სუნთქვის გაძნელებას. დიაბეტის დროს კარგია მისი მიღება.



ვიტ C - მისი დეფიციტი შეუძლებელია ორგანიზმისთვის. საუკეთესოა გრიპის დროს და პროფილაქტიკისთვის, ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობისას, მეძუძური და ფეხმძიმე ქალებისთვის. სისხლძარღვთა სისტემისა და მისი ელასტიურობისთვის, ხელს უწყობს ორგანიზმში კალციუმის შეთვისებას. მისი მიღებით ძლიერდება ორგანიზმის შესაძლებლობა ინფექციური დაავადებებისადმი. შედის ასკილში, კივში, ქაცვში, კოწახურში, ლიმონში, ციტრუსებში, პარკოსნებში, კენკროვნებში, მარწყვსა და ყველანაირ ხილში. ასევე, პომიდორში, მწვანე წიწაკასა და ხახვში, ბულგარულში, ოხრახუშში, ისპანახში, სალათაში, კამაში და სხვ.

ორგანიზმისთვის აუცილებელია შემდეგი ელემენტების ბალანსიც, ესენია:

ნატრიუმი – შედის კუჭის წვენში. კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეციის შემადგენლობაში, ყველაზე დიდი რაოდენობით შედის სუფრის მარილში.

იოდი – აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის, ჰორმონის ჩამოყალიბებაში. იგი ზრდის სხვა ფერმენტებისა და ელემენტების ათვისებას. შედის ზღვის პროდუქტებში, ზღვის კომბოსტოში, კივში, ყვავილოვან კომბოსტოში, ბროკოლში, ჭარხალში, ფეიხოაში, წითელ წიწაკაში, ხურმასა და კარალიოკში. ასევე, – შავბალახასა და ქრისტესისხლაში.

რკინა – აუცილებელია ჰემოგლობინის ბალანსისათვის. შედის სისხლის წითელ ბურთულებში, ერიტროციდში. ბევრია მწვანილში, ხილში.

კალიუმი – ძვლების, კბილების, ჩონჩხის ძირითადი მასალაა. მისი ნაკლებობა იწვევს მრავალ არასასურველ დაავადებას. მათ შორის, ნერვულ აღგზნებადობას. დიდი რაოდენობით შედის რძის პროდუქტებსა და კვერცხის ნაჭუჭში. გარკვეული რაოდენობითაა მწვანილის ფოთლებში და მარცვლეულში.

ფოსფორი – ძვლების, კბილების სამშენებლო მასალაა. შედის ხორცში, თევზში, რძეში, მწვანილში, ლობიოში, კაკალში, თხილსა და ბარდაში.
მაგნიუმი – არეგულირებს სისხლის წნევას, ნივთიერებათა ცვლას, ქოლესტერინის დონეს, შედის ხილში, ბოსტნეულში. ასევეა ხორბლის, შვრიის, ქერის, წიწიბურას ბურღულში.

კალციუმი – სჭირდება გულს, კუნთების შეკუმშვას, სისხლძარღვებს. საჭიროა ფერმენტების მოქმედებისათვის.

ნებისმიერი დაავადების თავიდანს ასაცილებლად (ესენია ვირუსები, ინფექციები და სხვა) საჭიროა გაძლიერდეს იმუნური სისტემა. ცხოვრების ჯანსაღი წესი ეხმარება ადამიანს მის გაძლიარებასა და ყველა იმ ფაქტორის დაძლევაში, რომლებიც იწვევენ ორგანიზმის დასუსტებას. თუ მხედველობაში მივიღებთ ზემოთ მოყვანილ ელემენტებისა და ვიტამინების მნიშვნელობასა და დამატებით მცენარეთა სამკურნალო თვისებებს, მივიღებთ ჯანსაღ იმუნურ სისტემას. ეს მცენარეებია ბაბუაწვერას ყვავილის სპირტიანი ნაყენი (ან ფესვების). ნიახურის, სატაცურის, ვარდკაჭაჭას, მრავალძარღვას ნახარშს (ცალ–ცალკე ან ერთად). ნუ დაგავიწყდებათ, რომ ხახვი და ნიორი ძირითადი ატრიბუტია ამ საქმეში. იმუნიტეტზე მასტიმულირებელ ზემოქმედებას ახდენს ბოსტნეული, ხილი, სოკო, შოკოლადი (შავი). კაკაოში შემავალი ანტიოქსიდატები აძლიერებენ იმუნური სისტემის ბრძოლისუნარიოანობას. მაწონი ებრძვის ვირუსულ ინფექციებს. არ გამოიყენოთ ძალიან ტკბილი და ძალიან მარილიანი საკვები. ხშირად სვით ბარამბოს, მცენარეების ჩაი. გახსოვდეთ, რომ თქვენი ორგანიზმის რეჟიმი და სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრადაა დამოკიდებული თქვენი სწორი ცხოვრებისა და კვების წესზე. გაითვალისწინეთ ეს რჩევები და ყოველთვის ლამაზი, ჯანმრთელი და ახალგაზრდული გარეგნობის იქნებით.“

თეონა ნოზაძე


ambioni.ge



Комментариев нет:

Отправить комментарий