ღმერთი

ღმერთი

вторник, 10 июня 2014 г.

ტბა ნატრონის ბუნებრივი ფენომენი.


ნებისმიერი ცოცხალი არსება, რომელიც ამ მომაკვდინებელ ტბას შეეხება დაუყოვნებლივ ქვად იქცევა

ტანზანიის ჩრდილოეთით, კენიის საზღვრებთან ახლოს, მდებარეობს მცირე ტბა, რომლის სიღრმე სულ 3 მეტრია და თავისი სახელწოდება მინერალ ნატრონისგან მიიღო, რომლითაც მდიდარია ეს ტბა. სეზონის მიხედვით ნატრონის ზედაპირი იფარება მინერალური მარილების ფენით, რომელიც აქ აღმოსავლეთ აფრიკის რიფტული ველის ვულკანურ ფერფლთან ერთად არის მოტანილი და რომელიც დიდი რიფტული ველის სახელითაც იცნობენ.


1. ერთის შეხედვით ეს ჩვეულებრივი ტბაა

2. მაგრამ როდესაც წყლის აორთქლება მნიშვნელოვნად ამაღლებს ნატრონის ტუტე შემცველობას, აქტიურდებიან ბაქტერიების ზოგიერთი სახეობები, რომელთა სიცოცხლისუნარიანობა ტბას სისხლისფრად ღებავს.

3. ტბაში მხოლოდ რამოდენიმე სახის ცოცხალი არსება ბინადრობს, რომელთა შორისაც არის თევზის უნიკალური სახეობა, რომელსაც ტუტე-ტელაპიას უწოდებენ, გარდა ამისა აქ ბინადრობს პატარა ფლამინგოს იშვიათი სახეობა, რომელთათვისაც ეს გამრავლების ერთ-ერთი ადგილია მცირედთაგან.

4. ტბის წყლები საიმედოდ იცავენ ფლამინგოს მტაცებლებისგან, ამიტომაც ამ ფრინველთა მილიონობით რაოდენობა აქეთ მოფრინავს ბარტყების გამოსაჩეკად, თუმცა ესეც კი საკმაოდ სახიფათო ღონისძიებაა - ფლამინგო თავის ბუდეს მარილის კუნძულებზე აშენებს, რომელსაც ტბის მომაკვდინებელი წყლები აკრავს.

5. ტბის ტუტე-შემცველობა 9–10,5 pH-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ტემპერატურა 60 °C-ს აღწევს, ამიტომაც ცხოველები (ძირითადად ფრინველები), როდესაც ტბაში ხვდებიან, დაუყოვნებლივ იღუპებიან, მათი ნარჩენები კი მინერალური ნივთიერებებით იფარება და ქვავდება.


6. ნატრონის უნიკალური "უნარი" მოაკვდინოს ცხოველები და ისინი გაქვავებულ ქანდაკებებად აქციოს, პირველად აფრიკაში თავისი მოგზაურობის დროს ფოტოგრაფმა ნიკ ბრანდტმა აღმოაჩინა. მან გააკეთა რეპორტაჟი, სადაც ფრინველთა და ცხოველთა ნარჩენები ისე განალაგა, თითქოსდა ისინი ცოცხლები იყვნენ, რაც მისი ფოტოები საშინელებათა ფილმის კადრებს დაამსგავსა.

7. "არ შემეძლო სურათი არ გადამეღო მათთვის", - ამბობს თვით ფოტოგრაფი, და მართლაც, ბუნების ეს სასწაული საოცარი და მეტად შთამბეჭდავი სანახავია.


წყარო: http://forumtp.net/materialy/item/12570-prirodnyj-fenomen-ozera-natron

apocalypse.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий