უფლის კვართი – ახ.წ. 33 წელს ქრისტეს სამსჯავროზე, სინედრიონმა ქართლიდან მიიწვია ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი, მაგრამ მათ დააგვიანეს იერუსალიმში ჩასვლა და სამსჯავროზე არ მიუღიათ მონაწილეობა. მცხეთელი ებრაელები დაესწრნენ ქრისტეს ჯვარცმას, ხოლო შემდგომ, წილისყრით შეხვდათ უფლის კვართი, რომელიც საქართველოში ჩამოაბრძანეს. მცხეთაში ჩამოსულ ელიოზს წინ შემოეგება მისი და სიდონია. მან გულში ჩაიკრა კვართი, გოდებით მოისმინა ძმისაგან ქრისტეს ჯვარცმის ამბავი და სული განუტევა. გარდაცვლილ სიდონიას კვართი ვერავინ მოაშორა და მცხეთელი ებრაელები იძულებულნი გახდნენ ისინი ერთად დაეკრძალათ. სიდონიას საფლავზე მალე კვიპაროსის ხე ამოვიდა, რომელიც სურნელს აფრქვევდა და მირონი სდიოდა.
პირველი ეკლესიის მშენებლობა განასრულა მეფე მირიანმა III საუკუნის 20-იან წლებში და მირონმდინარე ხის სვეტს გარშემო საბურველი აუშენა. ეკლესიას კი ეწოდა სვეტიცხოველი.
V საუკუნის II ნახევარში მეფე ვახტანგ გორგასალმა პირველი ეკლესიის ნანგრევზე ააშენა ბაზილიკა.
1010 - 1029 წწ. დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო, რომელიც დღემდე წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის უმთავრეს ტაძარს.
http://ka.wikipedia.org/wiki/უფლის_კვართი
სვეტიცხოველი.
326 წელს, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ლოცვით ქართლის მეფე მირიან III ქრისტიანად მოინათლა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. უფლის კვართის ადგილას კი გადაწყდა ეკლესიის აშენება. სვეტად შეარჩიეს კვიპაროსის ხე, რომელიც საგანგებოდ მოჭრეს და ჩამოაბრძანეს ეკლესიის საფუძველთან, მაგრამ მისი ადგილიდან დაძვრა და აღმართვა ვერავინ შეძლო. წმიდა ნინო მოწაფეებთან ერთად ლოცვად დადგა. გამთენიისას ზეცით გარდამოხდა ნათლით შემოსილი ანგელოზი, ხელი მოჰკიდა სვეტს და აღამაღლა. სვეტი ღვთივ გაბრწყინდა და თორმეტი წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა ჰაერში. მთელი მცხეთა დაიძრა ნათლის სვეტის თაყვანისცემად, მის მიახლოებაზე ავადმყოფები იკურნებოდნენ, ბრმებს თვალები ეხილებოდათ და დავრდომილები აღსდგებოდნენ.
ხატი ”ივერიის დიდება”, რომელზეც გამოსახულია სვეტიცხოველი.
V საუკუნის II ნახევარში მეფე ვახტანგ გორგასალმა პირველი ეკლესიის ნანგრევზე ააშენა ბაზილიკა.
1010 - 1029 წწ. დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო, რომელიც დღემდე წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის უმთავრეს ტაძარს.
http://ka.wikipedia.org/wiki/უფლის_კვართი
Комментариев нет:
Отправить комментарий