ლანჩანოს სასწაული-მაცხოვრის სისხლი
ქრისტეშობიდან VIII საუკუნეში იტალიის ერთ-ერთ ძველ ქალაქში სან-ლეგონციაში ევქარისტიის საიდუმლო სრულდებოდა. მაგრამ ერთ მღვდელმსახურს, რომელიც იმ დღეს ლიტურგიას აღასრულებდა, უეცრად ეჭვი გაუჩნდა, მართლა ხდებოდა თუ არა პურისა და ღვინის მაცხოვრის სისხლად და ხორცად გადაქცევა. ქრონიკებმა არ შემოგვინახეს ამ მღვდელმონაზვნის სახელი, მაგრამ მის გულში ჩასახული ეჭვი გახდა საბაბი ევქარისტიული სასწაულებისა, რომელიც დღემდე გამოუცნობია.
მღვდელი ეჭვების გაფანტვას ცდილობდა, მაგრამ ისინი დაჟინებით უბრუნდებოდნენ. „რატომ უნდა დავიჯერო, რომ პური პური აღარ იქნება, ღვინო კი სისხლად იქცევა? ვინ დამიმტკიცებს ამას? მით უმეტეს, რომ ისინი გარეგნულად არაფრით იცვლებიან და არც არასდროს შეცვლილან. ალბათ, ეს მხოლოდ და მსოლოდ სიმბოლოა, უბრალოდ გახსენება საიდუმლო სერობისა...“
შიშით წარმოთქვამდა მღვდელი ევარისტიული კანონის წმიდა სიტყვებს, მაგრამ ეჭვები ისევ ტანჯავდა. რა თქმა უნდა, მას, სამსხვერპლო ტარიგს, შეეძლო თავისი ძალაუფლებით ღვინო სისხლად ექცია, პური კი - ხორცად. მას ყველაფერი შეეძლო, მამა ზეციერის ნებით იყო ამქვეყნად მოვლენილი. მაგრამ ის უკვე დიდი ხანია, დაგვშორდა, დატოვა ეს ცოდვილი სოფელი და ნუგეშად დაგვიტოვა წმიდა სიტყვები და თავისი ლოცვა-კურთხევა... მაგრამ, ნუთუ, თავისი სისხლი და ხორციც? ნუთუ ეს შესაძლებელია? განა წმიდა ევქარისტია მხოლოდ წეს-ჩვეულება არ არის? გულმოდგინედ ცდილობდა მღვდელი საკუთარ სულში მშვიდობისა და რწმენის აღდგენას. ლოცვის სიტყვებთან ერთად მან გატეხა ევქარისტიული პური და მღვდელმონაზვნის თითებში განტეხილი პური უეცრად შეიცვალა. ბარძიმშიც უკვე ღვინო აღარ ესხა, იქ ბლანტი წითელი სითხე იყო, რომელიც საოცრად წააგავდა სისხლს. გაოგნებული მღვდელი უცქერდა პურის ნატეხს, რომელიც ძალიან წააგავდა ადამიანის სხეულის კუნთის ქსოვილს. ბერ-მონაზვნები გარს შემოეხვივნენ, სასწაულით შეძრულნი და გაოცებას ვერ მალავდნენ. წმიდა ლიტურგიის დასრულებისთანავე მღვდელმონაზონი მუხლებზე დაემხო და ლოცვა დაიწყო. რაზე ლოცულობდა? არავინ უწყის. ამას ვერც ვერასოდეს შევიტყობთ. მაგრამ ერთი რამ დღემდე ცხადია: მას შემდეგ ქალაქ ლანჩანოში 12 საუკუნის განმავლობაში ინახება მაცხოვრის სასწაულებრივი სისხლი და ხორცი.
გავიდა საუკუნეები და სასწაულებრივი ძღვენი სწავლულთა ყურადღების საგანი გახდა. 1574 წლიდან მრავალი ცდა და დაკვირვება იწარმოება, 1970-იან წლებიდან კი ისინი ექსპერიმენტალურ დონეზე მიმდინარეობს.
სიენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორი ოდიარდო ლინოლი, რომელიც ანატომიის, პათოლოგიური ჰისტოლოგიის, ქიმიისა და კლინიკური მიკროსკოპიის ცნობილი სპეციალისტია, თავის კოლეგებთან ერთად აწარმოებდა გამოკვლევას 1970 წლის ნოემბერსა და 1971 წლის მარტში და ასეთ დასკვნამდე მივიდა: წმიდა ძღვენი, რომელიც ლანჩანოში VIII საუკუნიდან ინახება, ნამდვილად ადამიანის სისხლი და ხორცია. ხორცი არის გულის კუნთოვანი ქსოვილის ნაწილი, შეიცავს მიოკარდს, ენდოკარდს და ცდომილ ნერვს. შესაძლოა ხორცის ნაწილი შეიცავს აგრეთვე მარცხენა პარკუჭს. ასეთი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა მიოკარდის შესამჩნევი სიფართოვე, რომელიც ხორცის ქსოვილებშია. ხორციცა და სისხლიც ერთსა და იმავე ჯგუფის სისხლს განეკუთვნება. სწორედ ამას განეკუთვნება სისხლიც, რომელიც ტურინის სუდარაზეა აღბეჭდილი. სისხლი შეიცავს პროტეინებს, მინერალებს ადამიანის სისხლისათვის ნორმალური პროცენტული შესაბამისობით. მეცნიერებმა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნეს: ყველაზე მეტად გასაოცარი ისაა, რომ სისხლი და ხორცი 12 საუკუნის განმავლობაში ინახება ფიზიკური, ატმოსფერული და ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედების ქვეშ ხელოვნური დაცვისა და სპეციალური კონსერვანტების გამოყენების გარეშე. ამის გარდა, სისხლს, რომელიც თხევად მდგომარეობაში გადაყვანის შემთხვევაში, გადასხმისთვის ვარგისიანია, სისხლის ყველა თვისება გააჩნია. სიენის უნივერსიტეტის ადამიანის ნორმალური ანატომიის პროფესორი რუჯერო ბერტელი ატარებდა გამოკვლევებს ოდოარდო ლინილის პარალელურად და მანაც იმავე შედეგებს მიაღწია.
განმეორებითი ექსპერიმენტების შედეგად 1981 წელს უფრო სრულყოფილი აპარატურის გამოყენებითა და ანატომიასა და პათოლოგიაში მეცნიერების ახალი მიღწევების გათვალისწინებით ეს შედეგები ისევ დადასტურდა.
თანამედროვეთა მოწმობით, სისხლი მოგვინებით 5 სხვადსხვა ფორმის ბურთულად იქცა, რომლებიც შემდეგ გამკვრივდა. საინტერესოა, რომ ყოველი მათგანი, ცალკე აღებული, იმდენსავე იწონის, რამდენსაც ხუთივე ერთად. ეს ეწინააღმდეგება ფიზიკის ელემენტალურ კანონებს, მაგრამ ფაქტია, რომლის ახსნაც მეცნიერებს არ ძალუძთ.
მთის ბროლის ნატეხისაგან დამზადებულ ფიალაში მოთავსებულ სისხლსა და ხორცს უკვე თორმეტი საუკუნეა ნახულობენ ლანჩანოში ჩასული მლოცველები თუ მოგზაურები...
ლანჩანოში მომხდარი შემთხვევა უნიკალური არ არის. მსგავსი სასწაული ეკლესიისთვის ნაცნობია, რაც კარგად ჩანს თავად სამღვდელო კონდაკშიც, რის მიხედვითაც მღვდელმსახურნი წირვას ასრულებენ: „უკუეთუ შემდგომად განწმედისა (პურისა და ღვინის გარდასახვისა ხორცად და სისხლად) იქმნას, რომელ ხორცად და სისხლად შეიცვალოს, გინა ჩვილად იხილვოს, ანუ ბარძიმსა შინა სრულიად სისხლად ეჩვენოს, ესე ანუ საკვირველებით იქმნების ღმრთისაგან ურწმუნოებისათვის, ანუ სხვისა მიზეზისათვის. უკუეთუ კუალად სწრაფლადვე პურად და ღვინოდ ეჩვენოს, კვალად ჩვეულებისაებრ მღვდელი ეზიაროს, და მსახურებაჲ აღასრულოს. ხოლო უკუეთუ დაადგრეს ხორცად და სისხლად, გინა ჩვილად სახილველობასა შინა, ჯერ არს რათა აღიხვნეს იგინი და პატიოსან დაკრძალოს და არა ეზიაროს მათ, რამეთუ არიან საკვირველება ღვთისა“ (სამღვდელო კონდაკიდან გვ. ტმგ).
მოამზადა ნათია თარაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 6(57), 2000 წ.
http://www.orthodoxy.ge/sastsaulebi/lanchano.htm

Комментариев нет:
Отправить комментарий