ღმერთი

ღმერთი

пятница, 23 мая 2014 г.

ადამიანების ჩიპირება - მასების გაკონტროლების უზარმაზარი შესაძლებლობები


ჩიპის ნებისმიერი ჩანერგვა ადამიანის ცნობიერების ქვეცნობიერ დონეზე ერთგვარ პოტენციურ საშიშროებად აღიქმება. ადამიანის სხეულში ჩანერგილი ჩიპის ყველა ფუნქცია და მისი გვერდითი ეფექტები ოფიციალურად არ აფიშირდება. ყველა ადამიანი, რომელმაც მეცნიერებს ნება დართო მის სხეულში ჩიპი ჩაენერგათ, საცდელი ვირთხების ასლები ან ბიოობიექტები გახდნენ. ტერმინი ბიოობიექტი უკვე ხშირად გვხვდება ოფიციალურ დოკუმენტებში. მაგალითად, 2025 წლამდე რუსეთის ელექტრონული წარმოების განვითარების სტრატეგიის დოკუმენტში ადამიანი ბიოობიექტად იწოდება. სახელმწიფო დუმის კიდევ ერთ კანონპროექტში ბავშვებს ჩასახვის პროდუქტებს უწოდებენ.

ადამიანების ჩიპირება სახელმწიფოსთვის საკმაოდ მომგებიანი წამოწყებაა. მაგალითად, თუ ადამიანი არასასურველი პირია სახელმწიფოსთვის, ან არასასურველად იქცევა, მისი ვირტუალური ქისიდან ჯარიმის სახით ავტომატურად მოიხსნება გარკვეული თანხა. ხოლო თუ რომელიმე ადამიანი საერთოდ არასასურველია სისტემისთვის, უბრალო დაწკაპუნებით ან კლავიშზე ხელის დაჭერით მარტივად იქნება ლიკვიდირებული.ამისთვის საჭირო არ არის ჩიპში რაიმე შხამები ან ვირუსები ჩაინერგოს, უბრალოდ იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც იმპულსების დონეზე მუშაობენ, შეუძლიათ გააგზავნონ განსაზღვრული სიგნალები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში ქიმიურ პროცესებს ააქტიურებენ; ანუ ორგანიზმი თვითონ მოჰკლავს თავის თავს.

ჩინეთში ზოგიერთი ელიტური საჯარისო ქვეგანყოფილება უკვე დიდი ხანია ცდის თავისი მეომრების ჩიპიზაციას. და იმ შემთხვევაში, თუ მეომარი საფრთხეს შეუქმნის ეროვნულ უშიშროებას, ან წარმოიქმნება მიზეზები, რომლის მიხედვით ადამიანის სიცოცხლე საშიში გახდება სახელმწიფოსთვის, ღილაკის მარტივი დაჭერით საშიშროება ლიკვიდირებული იქნება ადამიანთან ერთად.

რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული პრობლემებიც ადამიანთა ჩიპირებასთან დაკავშირებით, რადგან რაც უფრო შორს არის ჩიპი მთვლელი მოწყობილობისგან, მით უფრო ძლიერი სიგნალია საჭირო; ანუ ადამიანის ყოველ გადაადგილებას რომ თვალყური მიადევნონ საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალის სიგნალებია საჭირო. მობილური ტელეფონების გამოსხივების მავნებლობაზე უკვე ყველამ უწყის, მაგრამ მობილური მაინც ადამიანის სხეულის გარეთ მდებარეობს, და თანაც გარკვეულ მანძილზე. ხოლო ჩიპი მუდმივად გამოასხივებს ენერგიას ადამიანის სხეულშივე და ზიანსაც უფრო მეტს აყენებს.

დღეს შეუძლებელია იმის განსაზღვრა, შეიძლება თუ არა ჩიპებით ადამიანის ფიქრების წაკითხვა. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ მმართველთა ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად უსწრებენ წინ მასებისთვის ხელმისაწვდომ ტექნოლოგიებს, სრულიად შესაძლებელია ფიქრებისა და აზრების წაკითხვაც შესძლონ. 2030 წლისთვის კი ეს ტექნოლოგიები უკვე მასებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. ტექნიკა საკმაოდ პროგრესულად ვითარდება, და ადამიანის ფიქრების წაკითხვა ჯერ თუ შეუძლებელია, გამორიცხული არ არის უახლოეს მომავალში ის შესაძლებელი გახდეს. დღეისთვის ცნობილია, რომ ადამიანის მოკვლის გარდა ჩიპს შეუძლია ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გამოწვევა.

ჩვენს ეპოქაში კონფიდენციალური ინფორმაცია როგორც ასეთი არ არსებობს, ამიტომაც მონაცემები შეიძლება გადაეცეს როგორც ხელისუფლებას, ასევე კრიმინალურ სტრუქტურებსაც. და ადამიანი ბიოობიექტი ამას ვერანაირად ხელს ვერ შეუშლის, სისტემა ყველაფერს აკონტროლებს, აკვირდება მის ქცევას, კონტაქტებს, გადაადგილებას, ყიდვა-გაყიდვას და სხვა საქმეებს.

მასებში პროპაგანდას უწევენ მხოლოდ ფსევდოპლიუსებს, რომელთაც ეყრდნობიან სარეკლამო კომპანიები. კერძოდ ამბობენ, რომ მოსახლეობის ჩიპიზაცია გააადვილებს ბრძოლას ტერორიზმთან, მაგრამ მიმოწვლილვითი განხილვის შედეგად ცხადი ხდება, რომ თვით ტერორიზმი სპეციალურად მოსახლეობის კონტროლის მიზნით შექმნეს.

წყარო: anvictory.org

apocalypse.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий