ღმერთი

ღმერთი

понедельник, 26 мая 2014 г.

ასიმილაცია- Assimilation

ასიმილაცია- Assimilation -საკუთარივით შეთვისება ან მიერთება. სოციოლოგიაში ეს ტერმინი გამოიყენება მაშინ, როდესაც წარსულისა თუ იდენტობის თვალსაზრისით სრულიად შეუსაბამო ჯგუფები ან ინდივიდები იქცევიან ერთგვაროვან, ერთი იდენტობის მატარებელ ჯგუფად. ამ შემთხვევაში პროცესი შესაძლოა იყოს ცალმხრივი, როდესაც ერთი შთანთქავს მეორეს ან ორმხრივი, როდესაც ერთიანდება ერთ მთლიანობაში და, აქედან გამომდინარე, ხდება ორიგინალური პირველადი იერსახეების წაშლა.


პროცესი, რომლის შედეგად ერთი ეთნიკური ჯგუფის წევრები კარგავენ თავიანთ თავდაპირველ კულტურას და ითვისებენ იმ ეთნიკური ჯგუფის კულტურას, რომელთანაც უშუალი კონტაქტი აქვთ. ეს პროცესი შეიძლება სპონტანურად მიმდინარეობდეს - ასეთ შემთხვევაში იგი შეიძლება განიხილებოდეს აკულტურაციის ერთ-ერთ ტიპად, აკულტურაციის პროცესის შედეგად. ცნება „ასიმილაცია“ XIX ს-ის ბოლოდან დამკვიდრდა ამერიკულ კულტურანთროპოლოგიაში, თავდაპირველად - ტერმინ „ამერიკანიზაციის“ სინონიმური მნიშვნელობით. მისი პირველი განსაზღვერბა რ.პარკსა და ე.ბერჯესს ეკუთვნით: „ასიმილაცია ურთიერთშეღწევისა და შერევის პროცესია, რომლის განმავლობაში ინდივიდები ან ჯგუფები იძენენ სხვა ინდივიდების ისტორიულ მეხსიერებას და იზიარებენ რა მათ გამოცდილებას, ჩართული აღმოჩნდებიან საერთო კულტურულ ცხოვრებაში“. XX ს-ის შუა წლებამდე ეს ტერმინი გამოიყენებოდა აშშ თეთრკანიანი მოსახლეობის დომინირებად კულტურაში ინდიელთა ტომების ინკორპორაციის მნიშვნელობით. ამერიკული საზოგადოება განიხილებოდა უზარმაზარ „შემოქმედებით ლაბორატორიად“, სადაც სხვადასხვა კულტურული ტრადიცია ერთმანეთს ერევა და „გადაიდნობა“ სინთეზურ მთლიანობად. XX ს-ის მეორე ნახევარში ჯ. ვან დერ ზანდენმა განასხვავა ცალმხრივი ასიმილაცია, როცა უმცირესობის კულტურა მთლიანად გამოიდევნება დომინირებადი კულტურის მიერ, და კულტურათა შერევა, რომლის დროსაც დაქვემდებარებული და გაბატონებული ჯგუფების ელემენტები ერთმანეთს ერევა, ქმნის მდგრად კომბინაციებს და საფუძველს უყრის ახალ კულტურას. მ.გორდონმა დაამკვიდრა ასიმილაციის ხარისხობრივი განხილვის ტრადიცია. დღეს მიჩნეულია, რომ სრული ასიმილაციის შემთხვევები ძალიან იშვიათია; ჩვეულებრივ, ადგილი აქვს უმცირესობის კულტურის ამა თუ იმ ხარისხით ტრანსფორმაციას დომინირებადი ეთნიკური ჯგუფის კულტურის ზეგავლენით. ამასთან, ხშირად უმცირესობის კულტურის უკუზეგავლენაც ფრიად ძლიერია.


encyclopaedia_ka_ka.academic.ru

*

ასიმილაცია -Assimilation - დომინირებული ეთნიკური ერთობის მიერ სხვა ეთნიკური ერთობის შთანთქმის პროცესი. კონფლიქტები და უთანხმოებანი წარმოიშობა მაშინ, როდესაც სახელმწიფო ახორციელებს მის ტერიტორიაზე მცხოვრები უმცირესობების ძალადობრივ ა-ს, რაც ამ უმცირესობათა დენაციონალიზაციისკენაა მიმართული. შედეგი ხშირად სურვილის საპირისპიროა, ვინაიდან ა-ის მცდელობა აღვივებს ეთნიკურ თვითშეგნებას.

1. კულტურული: ნაკლებად ცივილიზებული ან უფრო ,,სუსტი“ ხალხის კულტურის სრული ან ნაწილობრივი შთანთქმა უცხო კულტურის მიერ დაპყრობის, შერეული ქორწინებების და დამპყრობელ ეთნოსში დაპყრობილის მიზანიმართული ,,გათქვეფის“ (შერევის) გზით; ამ გზაზე უკანასკნელი ბასტიონია ენა, რომლის დაკარგვასთან ერთად ასიმილირებული კულტურაც იღუპება.

2. სოციალური: სოციოლოგიასა და კულტუროლოგიაში აღნიშნავს ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის წარმომადგენლების ან თვით ამ სოციალური ჯგუფის მიერ სხვა ჯგუფის (ან საზოგადოების) თვისებების თანდათანობითი შეთვისების პროცესს, რასაც შედეგად მოზდევს ახალ ჯგუფთან შერევა და ძველებური სოციალურ–კულტურული იერსახის დაკარგვა. ამ პროცესის ობიექტური საფუძველია საზოგადოების ცხოვრების ყველა მხარის ინტეგრაცია და ინტერნაციონალიზაცია სხვადასხვა მასშტაბით. ა. განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს უმრავლესობის კულტურის დომინირების პირობებში სოციალურ, ეთნიკურ, კონფესიურ ან სხვა უმცირესობებში. ამ პროცესს შეიძლება მოჰყვეს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური შედეგები.


assimilatio  -  მსგვასება, მიმსგავსება

1. ეროვნული თვითმყოფადობის, კულტურის, საკუთარი ენის დაკარგვისა და სხვა ენის, კულტურის შეთვისების შედეგად ერთი ხალხის (ან მისი ნაწილის) მეორესთან შერწყმა;

2. მიმსგავსება, შერწყმა, შეთვისება.



www.gen.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий