ღმერთი

ღმერთი

понедельник, 26 мая 2014 г.

იდენტობა - Identity

იდენტობა - Identity _თავისთავადობის შეგრძნება, რომელიც ბავშვს უყალიბდება ზრდის პროცესში, „მე“–ს შედარებით მყარი, უწყვეტი განცდა საკუთარი თავისა; ესაა ინდივიდის თვითცნობიერების მნიშვნელოვანი კომპონენტი – წარმოდგენების სისტემა საკუთარ თავსა და თვისებებზე, უნარებზე, გარეგნობაზე, სოციალურ ღირებულებაზე. ამ წარმოდგენების საფუძველზე ადამიანის ააგებს ურთიერთობებს თავის თავთანაც და სხვებთანაც. ამერიკელი ფსიქოლოგის ერიკ ერიქსონის თვალსაზრისით, ი. ყალიბდება სოციალურ ინტერაქციაში, ამდენად, განსაზღვრულია სოციალურ–კულტურული კონტექსტით. ამ საკითხთან მიმართებით ფსიქოლოგიასა და სოციოლოგიაში ბევრი რამ მსგავსად აიხსნება. მაგრამ არის განსხვავებებიც, ძირითადად, ი–ს აქცენტირებისა და მისი ფორმირების პროცესის თაობაზე. ბოლო პერიოდში ი–მ მნიშვნელოვანი სოციოლოგიური კონცეფციის ხაისათი მიიღო და აღნიშნავს გარკვეულ სოციალურ კონსტრუქციებთან ასოცირებულ თავისთავადობის შეგრძნებას. ინდივიდის თვითცნობიერებაში სხვადასხვა სოციალურ როლთა ინტეგრაცია და იერარქიულობა განაპირობებს სოციალური ი–იების სიმრავლეს. პოსტმოდერნისტები ი–ს პიროვნების მოძრავ სიტუაციურ ასპექტად განიხილავენ, მაგალითად, რომელიმე სოციალური ერთობის (სქეოსობრივი, ასაკობრივი, ეკონომიკური, ეთნიკური, პროფესიული და ა.შ.) კუთვნილებით. სოციალურ ი–ს ეთნოკულტურული ასპექტიც აქვს, რაც დაკავშირებულია კულტურაში პიროვნების მოდელის შესახებ წარმოდგენებთან: დასავლურ კულტურებში ხაზგასმულია პიროვნების ერთიანობა – მთლიანობა კონკრეტული სოციალური ი–ისგან მეტ–ნაკლებად დამოუკიდებლად; სხვა (კოლექტივისტური ორიენტაციის) კულტურებში აქცენტირებულია „მე“–ს მრავლობითობა. ეს განსხვავებული ორიენტაციები ვლინდება არა მარტო იდეოლოგიის (რელიგიური, ფილოსოფიური და სხვ.), არამედ ყოველდღიური ცნობიერების დონეზეც.


*
პიროვნების შესწავლის მეცნიერებაში, პიროვნების არსებითი, განუყოფელი და ძირითადი მეობა; ინდივიდის შინაგანი, საკუთარი თავის შესახებ შემუშავებული სუბიექტური კონცეფცია; საკუთარი თავის იგივეობის განცდა; ტერმინი გამოიყენება მიკუთვნებულობის გამოსახატავად ნებისმიერი ტიპის ჯგუფის მიმართ (მაგ., რასობრივი, ეთნიკური, სქესობრივი,რელიგიური, პროფესიული და სხვა სახის იდენტობა).


 შეიძლება განვსაზღვროთ როგორც ცალკეული ადამიანების მიერ ამა თუ იმ კატეგორიასთან საკუთარი თავის გაიგივება.

*

იდენტიფიკაცია და იდენტიფიცირება [ლათ. identifico ვაიგივებ]- გაიგივება; გათანაბრება.

იდენტური [ლათ.identicus]-მსგავსი, ერთნაირი; იგივეობრივი.





Комментариев нет:

Отправить комментарий