ღმერთი

ღმერთი

четверг, 15 мая 2014 г.

სულიერი სწავლებანი.11

პირველი წესი მოყვასის მიმართ: შეასრულო სიტყვა და არასდროს მოატყუო დაპირებებში.

პატერიკი


არ არსებობს სხვა ისეთივე მოწმობა და ნიშანი რწმენისა და ქრისტეს სიყვარულისა, როგორც ძმებზე ზრუნვა და მათ გადასარჩენად მოღვაწეობა.

იოანე ოქროპირი


სიყვარული იბადება უბიწოებით; უბიწოება – ღვთის სასოებით; სასოება – მოთმინებითა და სულგრძელობით, ეს უკანასკნელი კი – ყველაფერში თავშეკავებით; თავშეკავება – ღვთის შიშით, შიში – ღვთის რწმენით.

მაქსიმე აღმსარებელი


ქრისტიანობა – ესაა რელიგია სრულყოფილი სიყვარულისა, მარადიული სიხარულისა და უხვი ღვთაებრივი ენერგიისა.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი


სიყვარული ყველა სათნოებათა სვეტია, მასში არ არის სიკვდილის დარდი; იგი ასწავლის სამართლიანობასა და ახოვნებას, მოთმინებასა და მშვიდობას, იგი – ღვთის სახლია.

ღირსი ეფრემ ასური


სიყვარული არის თვალი, ფესვი, წყარო და მშობელი ყველა სიკეთისა.

იოანე ოქროპირი


სიყვარულს არ ახასიათებს პურის ან ფულის მარაგის დაგროვება.

აბბა ევაგრე


სიყვარული სათნოებაა, რომელიც ადამიანის გულმოდგინებაზეც არის დამოკიდებული.

იოანე ოქროპირი


სიყვარული მოწამეობის გარეშეც ჰყოფს ადამიანს ქრისტეს მოწაფედ, მოწამეობას კი არ შეეძლო ეს სიყვარულის გარეშე გაეკეთებინა.

იოანე ოქროპირი


სიყვარული მოყვასს ბოროტებას არ უკეთებს; სადაც სიყვარულია გამეფებული, იქ ძმის მკვლელი კაენისათვის ადგილი არ არის.
იოანე ოქროპირი

გიყვარს ადამიანი, ე.ი. პატივს მიაგებ შემოქმედს; ემსახურები ღატაკებს, ე.ი. პატივს მიაგებ ჩვენთვის გაღატაკებულს (უფალს).

გრიგოლ ღმრთისმეტყველი


სიმდიდრე სახსრად უნდა გექმნეს, რათა დაიმკვიდრო სასუფეველი ღვთისა, რომლისა არს დიდება და პატივი აწ და მარადის და უკუნითა უკუნისამდე. ამინ.

ბასილი დიდი


მდიდრები ღატაკებს გამოკვების საშუალებას აძლევენ, ღატაკები კი მდიდრებს – ხსნის საშუალებას.

ნეტარი ავგუსტინე


მოწყალება არის დედოფალი სათნოებათა, ფრიად მსწრაფლ აღმყვანებელი ზეცად.

იოანე ოქროპირი


მატერიალური ძვირფასეულობის დაკარგვის უდრტვინველად გადატანა, მოწყალების ნებაყოფლობითი გაცემის ტოლფასია.

ღირსი არეთა პეჩორელი


მოწყალების ძალა განა იმაშია, რომ გავცეთ ცოტა ან ბევრი, არამედ – არ გავცეთ იმაზე ნაკლები, ვიდრე შეგვიძლია.

იოანე ოქროპირი


ვერაფრით ისე ვერ შეძლებ ქრისტეს მიბაძო, როგორც მოყვასზე ზრუნვით.

მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული


სიმდიდრე ბიწიერთათვის დაბრკოლებაა, კეთილი ადამიანებისათვის კი – სათნო საქმეებში შემაწევნელი საშუალება.

ღირსი ამბროსი მედიოლანელი


სიმდიდრე ცუდი არ არის, ცუდია ვერცხლისმოყვარეობა. მდიდარი ხარ? საწინააღმდეგო არაფერი მაქვს; ძუნწი ხარ? აი, ამისთვის განიკითხები.

პროტოპრესვიტერი იგორ ტოლმაჩევი



ქრისტიანს ბოროტება არ უნდა ახსოვდეს, მან წრფელი გულით უნდა მიუტეოს ყველას, ვინც მის წინაშე შესცოდა.

ბასილი დიდი


რომელიღაც საღებავზე ამბობენ, რომ ისე ღრმად და მოუშორებლად ჯდება შესაღებ მასალაში, რომ მასზე საბოლოოდ რჩება. ასეთივე შედეგი მოაქვს სულისათვის ქველმოქმედებასაც! მასში ყველაზე მეტად აღიბეჭდება ღვთის მსგავსების ნათელი.

თეოფანე დაყუდებული


შინაგანად მდიდარი გარეგნულ სიღატაკეს ვეღარ გრძნობს; ის კი არ არის მდიდარი, ვისაც ბევრი აქვს, არამედ ის, ვინც მცირედითაც კმაყოფილია.

ბასილი დიდი


გეწვია კეთილდღეობა – მადლობდე უფალს და კეთილდღეობა განგიმტკიცდება; გეწვია უბედურება – მადლობდე უფალს და უბედურება შეგიწყდება.

იოანე ოქროპირი



მიმღების მადლობა, მიმცემს კიდევ მეტი ძღვენის გასაღებად აღძრავს.

ღირსი ისააკ ასური


რაც კი რამ გაბადია, ადამიანთაგან კი არა, ღმერთისგან ნაბოძებად ჩათვალე და მას აღუვლინე მადლობა.

აბბა ისაია




kvirike.ge








Комментариев нет:

Отправить комментарий