ღმერთი

ღმერთი

четверг, 15 мая 2014 г.

გოდერძი ოთარაშვილი: გარე ძალებს სურთ, რომ უსუფაშვილს მეტი რეიტინგი ჰქონდეს, ვიდრე ჩვენს პატრიარქს, მაგრამ ამას საქართველოში ვერ მიაღწევენ

«მოვითხოვთ, მთავრობამ მიიღოს კანონი უმრავლესობის საკეთილდღეოდ, რათა ჩვენი ოჯახები და შვილები იყვნენ დაცულნი! «_ ამ მოთხოვნით სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის წარმომადგენლები 17 მაისს მდუმარე მსვლელობით სამების საკათედრო ტაძარს მიაშურებენ და პარლამენტს ამ კანონის შემუშავებისკენ მოუწოდებენ...




გოდერძი ოთარაშვილი, სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის თავმჯდომარე:


_ ენ-დი-აი, ლგბტ, იეღოვა _ ეს ყველაფერი ჩემთვის, როგორც მართლმადიდებლისთვის, მიუღებელია. ნორმალური ადამიანი მაგათ ნაბოდვარს, რომელსაც კვლევას ეძახიან, აღარ უსმენს. თუ ამდენ ხანს ჩუმად ვართ, ნიშნავს, რომ რაღაცას ველოდებით და ამიტომ არ ვცემთ სათანადო პასუხს, თუმცა ნუ ეგონებათ, რომ ისინი გვმართავენ და ამიტომ ვართ წყნარად, არა! ძალიან მალე ვუჩვენებთ ენ-დი-აის და მის მსგავს ორგანიზაციებს, რომელთა მისიაც ჩვენთვის ტვინის გამორეცხვაა, როგორია ქართველი ერი და იმასაც ვასწავლით, როგორ უნდა მოგვეპყრან! დიახ, მე ვლაპარაკობ ქართველი ერის 92 %-ის სახელით. დიახ, ნებისმიერი ქართველი გეტყვით, რომ არ სჯერა არც ენ-დი-აის, არც ბოკერიასი და მისი კნეინისა და არც სხვა მამაძაღლების. მე მჯერა უფლის, ჩემი პატრიარქის და მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება. ენ-დი-აის კვლევები ქართველი კაცისთვის შეურაცხმყოფელია, რადგან ე. წ. ინსტიტუტებს შორის საპატრიარქო და პატრიარქი არ უნდა იყოს მოხსენიებული. როგორ შეიძლება, იქ, სადაც ალასანიას, უსუფაშვილისა და სხვათა რეიტინგებს იკვლევენ, პატრიარქის რეიტინგსაც ამოწმებდნენ?! ეს მთელი საქართველოსთვის არის შეურაცხმყოფელი!


_ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებამ საზოგადოების დიდი ნაწილი გააღიზიანა...
_ ამ კანონზე უწმინდესმა თქვა, რომ მიუღებელია და ნებისმიერი ქართველისთვისაც უნდა იყოს მიუღებელი. წულუკიანი, ბესელია და მთელი «ნაცმოძრაობა» პატრიარქზე ჭკვიანები არიან? დადგება დრო და ამის გამო მათ პასუხი მოეთხოვებათ. ვის ატყუებენ ან რას აკეთებენ? ეს ღალატია ქვეყნისა. ეს არის დამღუპველი კანონი. ლგბტ-ს წარმომადგენლები ღორის ტილივით არიან, ამ კანონის მიღების შემდეგ თავზე დაჯდომას მოისურვებენ. ხვალ-ზეგ კი გეი მოვა და მეტყვის, შენს ორგანიზაციაში მამუშავეო.


საქართველოს არ ეღირსა ეროვნული ხელისუფლება. მთელი პარლამენტი მხარს რომ დაუჭერს პატრიარქისა და ერის საწინააღმდეგო კანონს, რომელ ეროვნულობაზეა ლაპარაკი? ამ კანონის განხილვით პარლამენტარების ლუსტრაცია მოხდა და ნათლად გამოჩნდა, ვინ როგორ აზროვნებს. ზოგი ქართველობასა და ვაჟკაცობაზე დებდა თავს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. მეცოდებიან, რადგან ცოტა ხანში უფლის რისხვას მოიმკიან ანტიეროვნული, ანტისარწმუნოებრივი ქმედებების გამო.


წელს გეიაღლუმს და მსგავს მამაძაღლობას ვეღარ ჩაატარებენ. ისიც შევიტყვე, რომ გეიფილმის პრემიერაც აღარ გაიმართება... და თუ ამ ყველაფერს ჩვენი თვალის ასახვევად ამბობენ და 17 მაისს მაინც მოაწყობენ გეიმსვლელობას, მაშინ რაც მოხდება, იყოს ნება ღვთისა.


თინათინ დოგრაშვილი, სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის იდეოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი:
_ ენ-დი-აის კვლევები საქართველოში ნდობით არ სარგებლობს, თუმცა ეს ყველაფერი მოსახლეობაზე გარკვეულ გავლენას მაინც ახდენს. გარე ძალებს სურთ, რომ უსუფაშვილს მეტი რეიტინგი ჰქონდეს, ვიდრე ჩვენს პატრიარქს, მაგრამ ამას საქართველოში ვერ მიაღწევენ. დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა ქართულ ტრადიციებს, ეროვნულ თვითმყოფადობას, ქართულ ოჯახს ებრძვის და უცხო ქვეყნების ინტერესებს ემსახურება. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 38-ე მუხლებში მითითებულია, რომ ყველა ადამიანი დაბადებიდან თანასწორია, განურჩევლად რასისა, კანისა, ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიური, პოლიტიკური და სხვა შეხედულებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა. ამიტომ ჩვენ, სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი, ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და გამოვდივართ ინიციატივთ, რომ მთავრობამ შეიმუშაოს კანონი, რომლის მიხედვითაც დაცული იქნება ოჯახი. 17 მაისს ჩვენი ორგანიზაცია მდუმარე მსვლელობას მოვაწყობთ და ავალთ სამებაში, იქ ვილოცებთ გეებისა და სხვა ავადმყოფების სულების გადასარჩენად, გონს მოსასვლელად და დავაყენებთ საკითხს, რომ მთავრობამ მიიღოს კანონი უმრავლესობის საკეთილდღეოდ, რათა ჩვენი ოჯახები და შვილები იყვნენ დაცულნი, რომ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები არ იყვნენ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში აღმზრდელებად და არ ასწავლონ ჩვენს მომავალ თაობას. თუ ამ აქციაში საქართველოს სხვა მოქალაქეებიც ჩაერთვებიან, ასეთ კანონს აუცილებლლად მივაღებინებთ პარლამენტს. კონსტიტუციაში მითითებულია, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ამიტომ პარლამენტი უნდა ვაიძულოთ, რომ ჩვენი, უმრავლესობის, უფლებებიც იყოს დაცული. მე უნდა შემეძლოს ჩემი ოჯახის დაცვა კანონიერად. დიახ, ჩვენ გონივრულად, ჭკუით უნდა ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში, რადგან გლობალიზაცის პროცესს შიშველი ხელებით ვერ შევაჩერებთ. თუ ოჯახს შევინარჩუნებთ, ვერავინ მოგვერევა და ამით მსოფლიოს დავანახებთ, რომ საქართველო გამორჩეული ქვეყანაა. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით მავანს ირაკლი ღარიბაშვილის დისკრიმინაცია სურს, მისი რეიტინგი რომ დაეცეს და მთავრობიდან მოიშორონ. ვხედავთ, რომ პოლიტიკურმა ელიტამ საქართველო ჩიხში შეიყვანა.


შესაძლოა, პროვოკაციის მიზნით ლგბტ-ს წარმომადგენლები 17 მაისს მაინც გამოიყვანონ ქუჩაში, ამიტომ საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებ, არ აჰყვნენ პროვოკაციას და ხელი არ აღმართონ მათ წინააღმდეგ. სწორედ ეს არის ბოკერია-ჩერგოლეიშვილის მიზანი _ ქვეყანაში იყოს დაძაბულობა, აყალმაყალი და ამით მეტი თანხა მიიღონ გრანტის სახით.


გოდერძი ოთარაშვილი:




_ პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის დღედ გამოაცხადა, ეს ძალიან ბრძნული გადაწყვეტილებაა. 17 მაისი გახრწნილ ევროპაში აღინიშნება, როგორც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე, საქართველოში კი ამ დღეს ოჯახის სიწმინდეს, ღირსებას და ზნეობას დავიცავთ. ოჯახის დღის დაწესებით პატრიარქი შეეცადა დაპირისპირების თავიდან აცილებას და ამის შემდეგ ბინძური ადამიანები თუ ისევ გამოვლენ ქუჩაში, ნიშნავს, რომ ჩვენს სიწმინდეს ებრძვიან, რასაც არ დავუშვებთ! ოჯახის დღის დაწესებით ჩვენმა ბრძენმა უწმინდესმა არა მხოლოდ ამჟამინდელ პარლამენტს, არამედ ევროპას, ამერკასა და ანტიქართულად განწყობილ ძალებსა და ქვეყნებს აჯობა. ამით მართლაც სერიოზული სვლა გააკეთა.


მოამზადა

ნინო მაისურაძემ


www.geworld.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий