რეგიონი -Regio - 1. სხვა მხარეებისგან გარკვეული ნიშანთვისებებით (ეკონომიკურ-გეოგრაფიული ფაქტორები, ეთნიკური შემადგენლობა) განსხვავებული ქვეყნის მხარე, ნაწილი;
2. რასობრივი, ეთნიკური შემადგენლობით, კულტურული ტრადიციების ერთობლიობით განსხვავებული ახლომდებარე ქვეყნების ჯგუფი.
რეგიონალიზმი -Regionalism - შეხედულებებისა და იდეების კომპლექსი, რომელიც მოსახლეობას შიდა სახელმწიფოებრივ ან საერთაშორისო დონეზე არსებული რეგიონის მიმართ აქვს. რეგიონები, ძირითადად, გეოგრაფიული სიახლოვისა და სოციალური ერთგვარობის პრინციპებით განისაზღვრება. სახელმწიფოთა შიგნით რ-ის იდეა ხშირად ეთნიკურ სეპარატიზმსა და რეგიონის დამოუკიდებლობის ან მეტი ავტონომიის მოთხოვნებს უკავშირდება. საერთაშორისო დონეზე რ. ეკონომიკური ეფექტურობის ზრდასთან და საერთო უსაფრთხოების მოთხოვნილებებთან ასოცირდება. რ-ის ინსტიტუციური განხორციელების მაგალითებია ალიანსები, საერთო ბაზრები და თავისუფალი ვაჭრობის ზონები. რ-ის ზრდა მსოფლიოში, ერთი მხრივ, სახელმწიფოს სუვერენიტეტის შემცირებას იწვევს, მეორე მხრივ კი უსაფრთხოების, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სხვა დარგებში უნივერსალური ინსტიტუტების ჩამოყალიბებას უშლის ხელს.
მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა პრობლემების განხილვისა და გადაჭრისას ამა თუ იმ რეგიონის მოთხოვნებისა და ინტერესების გათვალისწინებას.
nplg.gov.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий