ღმერთი

ღმერთი

понедельник, 26 мая 2014 г.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი უმცირესობათა და ქალთა საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას

საქართველოში ახლახან იმყოფებოდა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ნავი პილაი. 21 მაისს, სამოქალაქო სექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ გამართულ პრეს კონფერენციაზე პრეს-კონფერენციაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მოხსენების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში უმცირესობათა უფლებებს ეთმობა:

„ერთ-ერთი საკითხი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა წამოჭრეს უმცირესობათა მიმართ მოპყრობაა – განსაკუთრებით კი რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებისა და ასევე ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსსექსუალი (ლგბტ) თემის მიმართ. ახლახან მიღებული კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა მთავრობას მივეცი რეკომენდაცია, რომ კანონის გაფართოვებაზე იზრუნონ, ისე, რომ ის კერძო სექტორსაც ეხებოდეს.

მთავრობის მაღალჩინოსნებს მოვუწოდე, რომ სისტემატურად და დარწმუნებით ისაუბრონ ტოლერანტობის მხარდასაჭერად. მათ ხაზი უნდა გაუსვან დისკრიმინაციის თავიდან არიდების აუცილებლობას ნებისმიერი ჯგუფის მიმართ. პოლიტიკურმა თუ რელიგიურმა ლიდერებმა ღიად და მკაფიოდ უნდა დაგმონ ძალადობა და სიძულვილის ენა. მოძალადეები უნდა დაისაჯონ. არავინ უნდა დახუჭოს თვალი ძალადობაზე, რომელიც ადამიანის მიმართ მხოლოდ მათი რაიმე მახასიათებლის გამო ხორციელდება. 17 მაისს კარგად გამოჩნდა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი ამ სფეროში, რადგან ლგბტ ადამიანებმა ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს დამალვის საჭიროება იგრძნეს, გასული წლის 17 მაისს მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის თავიდან ასარიდებლად.

ასეთივე მყარი უნდა იყოს მთავრობა, თუ ის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების - განსაკუთრებით კი საქართველოს მოზრდილი მუსლიმანი მოსახლეების – სიტუაციის გამოსწორებას აპირებს. მრავალი ადამიანი, მინისტრების ჩათვლით, განათლების გაუმჯობესების საჭიროებას უსვამს ხაზს, როგორც ენის პრობლემის მქონე გარიყული ჯგუფისათვის, ისე უმრავლესობისათვის, რათა მათ თანასწორი მოპყრობისა და ტოლერანტობის მნიშვნელობა გაიაზრონ. ზოგიერთი უმცირესობის ჯგუფი რეგიონებში განსაკუთრებული სიღარიბით გამოირჩევა.“

გარდა ამისა, კომისარმა გენდერულ თანასწორობაზეც გაამახვილა ყურადღება:

„ მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტის დროს მრავალ შთამბეჭდავ ქალ მინისტრსა და მაღალჩინოსანს შევხვდი, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალების რიცხვი ყველგან გაიზარდოს, პარლამენტის ჩათვლით. ასევე აუცილებელია ქალების სექსუალური და ოჯახური ძალადობისაგან სამართლებრივი დაცვა მაქსიმალურად გაძლიერდეს, რადგან კვლევების მიხედვით, საქართველოში შემაშფოთებლად მაღალია ოჯახური ძალადობისა და ბავშვების მიმართ აღზრდის პროცესში ძალადობის მიმართ მიმღებლობა.”


http://identoba.com/2014/05/22/un-high-commissioner/

**
გაერო ლგბტ დისკრიმინაციას განიხილავს

05 March 2012

http://identoba.com/2012/03/07/გაერო-ლგბტ-დისკრიმინაცია/



Комментариев нет:

Отправить комментарий