ბერ-მონოზონი უბრალოდ უნდა ცხოვრობდეს. უბრალოებაში ღვთის დიდი წყალობაა.
ღვთის მცნებების მისაღებად უბრალოება გქონდეს, ეშმაკის მახის თავიდან ასაცილებლად კი - სიფრთხილე.
გახდი ჩვილი იესოსთან ერთად (სიმდაბლისა და უბრალოების თვალსაზრისით) და მასთან ერთად განდიდდები სიბრძნეში (ლკ. 2, 40).
ღირსი მაქსიმე ბრძანებს: - სუფთა გულში, რომელმაც სიწმინდისა და უბრალოების მწვერვალებს მიაღწია, როგორც სუფთა წიგნში, ღმერთი თავის კანონებს წერს.
ისწავლე უბრალო ადამიანების პატივისცემა, უფლის სასუფეველშიც ხომ უმეტესობა ასეთია, მათ არ სჩვევიათ ამპარტავნება, რაც მდიდართა და ამქვეყნის ძლიერთა სენია.
ამიტომაცაა სინანული, თავმდაბლობა და სამართლიანობა უპირველესი თვისებანი ქრისტიანისა. ამ სათნოებათა მატარებელნი სიკეთითა და ღვთიური მადლით მოსილი უბრალოებით გამოირჩევიან.
თუკი ადამიანი უბრალოებით არ იქცევა, მისი ზრახვები ბოროტებისაკენ ისწრაფის და ამიტომ ყველაფერს უკუღმა განმარტავს. ასეთი ადამიანი სულიერ სისაღეს მოკლებულია და სიკეთეც ვერ შველის. თვით სიკეთეც კი მას ტანჯვას აყენებს
ყველას, ვისაც სურს, უფალი მოიპოვოს, გულწრფელად და უბრალოდ, მარტივი და წმიდა გულით უნდა მიმართოს მას: რაკი იგი მარტივი და ბოროტების არმქონეა, მარტივ და უმანკო სულებს ეძებს, რადგან სიმარტივე და უბრალოება სიმდაბლის გარეშე არ არსებობს.
მშვიდის სული უბრალოების სამყოფელია, ხოლო მრისხანე გონება უკეთურებისა და მზაკვრობას მოიმოქმედებს. მშვის სულში სიბრძნის სიტყვები მკვიდრდება, რადგან ნათქვამია: "უძღვეს მშვიდთა სასჯელსა შინა უფალი (ფს.24.9) და უმეტესად განაბრძნობს მათ.
ქრისტიანობა თავისი უბრალოებით და უჩვეულობით სუსტი და უძლური ჩანდა, მაგრამ მან ბრძოლაში გამოიწვია ძველი სამყარო. ქრისტიანობამ უშუალოდ ადამიანის გულს მიმართა და იგი ისეთ სულიერ და ზნეობრივ სიმაღლეზე აიყვანა, რომლის მსგავსი ძველ რელიგიებს და ფილოსოფიას ვერც კი წარმოედგინათ.
ბუნებრივი უბრალოებაც კარგი და სანატრელია, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც იგი, ვინც უკეთურებისაგან შრომითა და ოფლით მობრუნდა და მოიპოვა უბრალოება, რადგან პირველის მფლობელი უკეთურებისა და ვნებებისგან არის დაცული, მეორე კი დიდი სიმშვიდისა და სიმდაბლის მომასწავლებელია. პირველის ჯილდო დიდი არ არის, მეორისა კი - უფრო აღმატებულია.
რას ნიშნავს: „იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი“? (მათე 10, 16).
ვინც ბოროტის მიმართ - გველის სიბრძნეს, ხოლო სიკეთის მიმართ მტრედის უმანკოებას ერთმანეთს შეუერთებს, ის არ დაუშვებს, რომ მისი სიბრძნე მზაკვრობას შეერიოს და მისმა უბრალოებამ აზრი დაკარგოს.
საოცარია, უფლის განხორციელების შესახებ პირველად უბრალო მწყემსებს ეუწყათ და არა მეფეთ ან სხვა დიდებულთ ამა ქვეყნისა.
ებრაელი მწიგნობრები დასცინოდნენ და ამცირებდნენ მწყემსებს, რადგანაც მათ ცხოვრების განსაკუთრებული პირობების გამო მოსეს კანონის დარღვევა უხდებოდათ. სწორედ ჩინებულთაგან დაწუნებულნი გახდნენ ღირსნი სხვათა უწინარეს ეცათ თაყვანი ღვთაებრივი ყრმისათვის.
sibrdzne.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий