ღმერთი

ღმერთი

среда, 28 мая 2014 г.

NASA-ში უცხოპლანეტელებთან საკომუნიკაციო სახელმძღვანელოზე მუშაობენ

წიგნის გარეკანი


NASA-ს თანამშრომლებმა სააგენტოს საიტზე გამოაქვეყნეს უფასო წიგნი, რომელშიც მეცნიერები შეეცადნენ განეხილათ არამიწიერ ცივილიზაციებთან შესაძლო კონტაქტის თეორიული მომენტები. წიგნი მისაწვდომია PDF ფორმატში, MOBI-სა და EPUB-ში (ელ. წიგნებისთვის - რედ.).

წიგნის, რომლის სახელწოდებაა "არქეოლოგია, ანთროპოლოგია და ვარსკვლავთშორისი კომუნიკაცია" (Archaeology, Anthropology and Interstellar Communications) ავტორები ცდილობენ მოამზადონ სახელმძღვანელო იმ სიტუაციისთვის, როდესაც კაცობრიობა მიიღებს სიგნალს არამიწიერი ცივილიზაციისგან ან პირველ კონტაქტში შევა მასთან. ამასთან წიგნი დაწეერილია არქეოლოგიურ და ანთროპოლოგიურ გამოკვლევათა საფუძველზე. მაგალითად, მისი ავტორები დასაშვებად მიიჩნევენ, რომ პირველყოფილი ტომების კედლის ნახატები ანუ გეოგლიფები პლანეტის ზოგიერთ რეგიონში უცხოპლანეტელების შექმნილია. ეს დაშვება ეფუძნება იმ აზრს, რომ თანამედროვე მეცნიერებას არ ძალუძს მათი წარმომავლობის ზუსტი ახსნა.

ამ მონაცემთა საფუძველზე მეცნიერებს გამოჰყავთ პრობლემები და უცხოპლანეტური სიგნალების დაშიფრვის მეთოდები, მსჯელობენ ორივე ცივილიზაციის "კროს-კულტურულ პერსპექტივებზე", აანალიზებენ შესაძლო შორეულ კომუნიკაციებს ძველი ცივილიზაციების (მაგ.: ძველი საბერძნეთისა და მაიას) გამოცდილების საფუძველზე, ასევე განიხილავენ არამიწიერი ორგანიზმების ევოლუციის საკითხს. წიგნის რეცენზიის ავტორი H+ Magazine-სთვის მიიჩნევს, წიგნის ზოგიერთი თავი დააინტერესებს ლინგვისტებს, ტექსტებისა და კომპიუტერული ლინგვისტიკის დამუშავების სპეციალისტებს, ასევე კრიპტოგრაფებსა და სტენოგრაფებს.

წიგნი დაწერილია დუგლას ვაკოჩის (Douglas Vakoch) რედაქციით. დუგლას ვაკოჩი არის პროგრამა SETI-ის (არამიწიერი ცივილიზაციების ძიების პროექტი) ერთ-ერთი ლიდერი და მეცნიერი. ამერიკული კოსმიური სააგენტოს წარმომადგენლებმა Gizmodo-ს აცნობეს, რომ წიგნი საიტზე დროზე ადრეა გამოქვეყნებული. მოცემულ მომენტში NASA გამოცემის ბეჭდვით ვერსიაზე მუშაობს.

წყარო:
http://www.lookatme.ru/mag/live/experience-news/204511-seti


apocalypse.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий