ღმერთი

ღმერთი

четверг, 15 мая 2014 г.

ევროპას პედერასტიისა და პედოფილიის უფსკრულში მიაქანებენ

 კაცობრიობა დღემდე ოჯახის, ეროვნული ტრადიციებისა და საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული ფასეულობებითა და ღირებულებებით მოვიდა, ახლა კი ამ ყველაფრის დასანგრევად აქტიური და შეუპოვარი პროპაგანდისტული კამპანია მიმდინარეობს და, თუ ამას წინ არ აღვუდექით, ნორმალური ადამიანები საშინელ დღეში აღმოვჩნდებით.

10 წლის განმავლობაში 884 მღვდელმსახურს აჰყარეს წოდება პედოფილიის გამო.



ბოლო 10 წლის განმავლობაში ვატიკანმა პედოფილიაში დადანაშაულებული 3 420 მღვდელმსახურის საქმე გამოიძია და მათგან 884-ს სასულიერო წოდება აჰყარა! _ განაცხადა გაეროში ევროპის განყოფილებისა და ჟენევაში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებზე ვატიკანის მუდმივმა დამკვირვებელმა, არქიეპისკოპოსმა სილვანო ტომაზიმ წამების შესახებ ვატიკანის მოხსენებაზე ექსპერტთა შეკითხვებზე პასუხისას.


ამ საგანგაშო ციფრების აღიარების მიუხედავად, ტომაზიმ განაცხადა, რომ, იურიდიული თვალსაზრისით, რომის კათოლიკურ ეკლესიას არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს სხვა ქვეყნებში ჩადენილი დანაშაულის გამო, რადგან ვატიკანის იურისდიქცია სხვა სახელმწიფოებზე არ ვრცელდება, იქ ჩადენილი დანაშაულები «ნაციონალური იურისდიქციის ქვეშ ხვდება» და ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით უნდა განიხილონ.


წლეულს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც გაეროს კომიტეტმა ვატიკანის მოხსენებაზე იმსჯელა, რამდენიმე თვის წინათ კი კომიტეტმა ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ფაქტები განიხილა.


ახლახან რომში დასრულდა არასრულწლოვანთა დაცვის ვატიკანის კომისიის პირველი სხდომა. ეს არის პირველი საეკლესიო ინსტიტუტი, რომელიც რომის პაპმა ფრანცისკმა შექმნა. სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება იმ ეპისკოპოსებისა და სხვა საეკლესიო პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომლებიც ბავშვებზე ძალადობის ფაქტებს ვატიკანს დაუმალავენ.


აღსანიშნავია, რომ ამა წლის აპრილში რომის პაპმა ფრანცისკმა ბოდიში მოიხადა პედოფილი მღვდლების გამო.


«ბოდიშს ვიხდი იმ ბოროტების გამო, რომელიც რამდენიმე მღვდელმსახურმა ჩაიდინა არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობით. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერს ვიღონებთ!» _ განაცხადა რომის პაპმა.


ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა ევროპაში


დასავლეთში აქტიურად და შეუპოვრად მიმდინარეობს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა. ხელისუფლებები ისეთი ქვეყნებისა, როგორიც არის აშშ, დიდი ბრიტანეთი და სხვ. ცდილობენ, ადამიანები დაარწმუნონ, რომ ჰომოსექსუალიზმი, გადახრა კი არა, ნორმაა. ისინი უბრალოდ კი არ იცავენ ამ ავადმყოფი ადამიანების უფლებებს, არამედ მათ უკვე პრივილეგიებს ანიჭებენ. რაღაც მანქანებით, ადამიანები, რომლებიც ანგრევენ ოჯახისა და ზნეობის საფუძვლებს, ხელშეუხებლები გახდნენ. ნებისმიერი, ვინც გაბედავს და ხმას აღიმაღლებს, არათუ ასეთი ადამიანების, არამედ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ, სასტიკი დევნის ობიექტი ხდება. მაგალითად, პოპულარული ფრანგი მსახიობი ალენ დელონი, აგრეთვე, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ ვალენსა, რომელმაც თავისი უარყოფითი თვალსაზრისი გამოთქვა ჰომოსექსუალების მიმართ, რომ «მე არ მინდა, რომ ეს უმცირესობა, რომლისაც არაფერი მესმის, ქუჩაში გამოვიდეს და გონება აუმღვრიოს ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს. ჰომოსექ-უალებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი უმცირესობას წარმოადგენენ, ისინი უნდა დასჯერდნენ მცირეს და არ უნდა მიიღონ პრაიმ-ტაიმი, მათ არ უნდა მოაწყონ პროვოკაციები და შეავიწროვონ სხვები»...


ამ განცხადების გამო ვალენსა ლამის შეაჩვენეს პოლონელმა პოლიტიკოსებმა და საზოგადო მოღვაწეებმა. რამდენიმე დღის წინათ პოლიტიკოსმა იანუშ პალიკოტმა პოლონეთის სეიმს (პარლამენტს) მიმართა, აღკვეთოს ვალენსას გამოხდომები და დეპუტატებს მოუწოდა, უფრო ყურადღებით იყვნენ ჰომოსექსუალების მიმართ. გარდა ამისა, პოლონეთის პარლამენტში წარმომადგენელთა რაოდენობით მესამე პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ სხდომის მიმდინარეობისას, პროტესტის ნიშნად, პირველ რიგებში, ყველაზე პრესტიჟულ ადგილებზე, დასვამს გეი-დეპუტატ ბედრონიასა და ტრანსსექსუალ დეპუტატ გროდსკაიას. ყოფილმა დეპუტატმა რიშარდ ნოვაკმა კი ლეხ ვალენსას ნათქვამი შეურაცხყოფად მიიღო და პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. ნოვაკი ვალენსას «სექსუალური უმცირესობის მიმართ სიძულვილის საჯარო პროპაგანდაში» ადანაშაულებს. პოლონეთის კანონებით, ვალენსა შეიძლება ან დიდი თანხით დააჯარიმონ ან ორი წლით ციხეში ჩასვან.


ზემოთქმულიდან ჩანს, რომ დასავლეთში ლგბტ საზოგადოების საწინააღმდეგო ფრაზის თქმა დანაშაულად ითვლება, მაგრამ რატომ არავინ ფიქრობს, რომ პედერასტიის რეკლამირება შეურაცხმყოფელია ნორმალური ადამიანებისთვის, რომლებიც, სხვათა შორის, უმრავლესობას წარმოადგენენ?!


აშშ-ის ფსიქიატრთა ასოციაციამ პედოფილია სექსუალურ ორიენტაციად აღიარა
ბავშვთა საერთაშორისო დღის წინ (1 ივნისი) აშშ-ის ფსიქიატრთა ასოციაციამ გონებრივი აშლილობის დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ აღწერაში პედოფილია სექსუალურ ორიენტაციად აღიარა.


აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ფსიქიატრთა ასოციაცია უბრალო ორგანიზაცია არ არის, ეს არის მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალური ორგანიზაცია, რომლის მიერ შემუშავებული ცნობარითაც მედიკოსები დიაგნოზს სვამენ.


აშშ-ის ფსიქიატრთა ასოციაცის მიერ პედოფილიის სექსუალურ ორიენტაციად აღიარებამ აღშფოთება გამოიწვია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, რუსეთშიც.


ოჯახის, ქალებისა და ბავშვების საკითხების რუსეთის სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ოლგა ბატალინამ განაცხადა, რომ «რუსეთი ცეცხლითა და მახვილით ებრძვის პედოფილიას და ამას სისხლის სამართლის დანაშაულად თვლის. ახლა კი აშშ პედოფილიას ყველა საერთაშორისო დოკუმენტით დაიცავს და განაცხადებს, რომ ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანის დისკრიმინაცია დაუშვებელია.


აი, აქამდე დაეცა დასავლეთი!».



პედოფილიის ფაქტები კათოლიკურ ეკლესიაში:


2009 წელს ირლანდიაში 46 მღვდელი ამხილეს პედოფილიაში. აღსანიშნავია, რომ უფრო ხშირად ბიჭუნები იყვნენ მსხვერპლნი, ვიდრე გოგონები. ეპიზოდი 1975-2004 წლებს შეეხებოდა. ამ პერიოდში კათოლიკე მღვდლებმა 2000 ბავშვი გარყვნეს. სკანდალი გაღრმავდა როდესაც გაირკვა, რომ ეკლესიის ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ (ოთხმა არქიეპისკოპოსმა, კარდინალ შონ ბრედის ჩათვლით) იცოდა დანაშაულის შესახებ და დამნაშავეებს ხელს აფარებდა. რომის პაპმა ბენედიქტმა ფაქტები აღიარა და ბოდიში მოიხადა თავისი ხელქვეითების მსხვერპლთა წინაშე.


იმავე ირლანდიაში 2000 წელს ეკლესიამ დუმილის სანაცვლოდ 12 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა გოგონას, რომელსაც 8 წლიდან რეგულარულად აუპატიურებდა კათოლიკე მღვდელი. ეს ინფორმაცია 10 წლის შემდეგ გამჟღავნდა.


2010 წელს გერმანიის საზოგადოება აღშფოთებული იყო ბავარიის კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირების მიერ არასრულწლოვანთა გარყვნის ფაქტებით. კათოლიკე მღვდელმსახურთა მსხვერპლი 100 აღსაზრდელი გახდა. მათ შორის, «რეგენსბურგენ დომშპატცენის» მომღერალ ბიჭუნათა გუნდის წევრები. სიტუაცია უფრო გამძაფრდა, როდესაც ცნობილი შეიქნა, რომ გუნდის ხელმძღვანელი იყო გეორგ რატცინგერი _ შარშან გადამდგარი რომის პაპის _ ბენედიქტ XVI-ის ძმა.


მსგავსი ფაქტი მოხდა ბერლინის იეზუიტურ კოლეჯშიც, სადაც 12 პედოფილი მასწავლებლის მსხვერპლი 115 მოსწავლე გახდა. მოზარდთაგან რამდენიმემ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.


2010 წელს მალტაზე სამ მღვდელს ბრალი დასდეს 10 ბავშვის გახრწნისთვის კათოლიკურ ობოლთა თავშესაფარში.


ავსტრალიაში 1993-2010 წლებში 100 კათოლიკე მღვდელი გაასამართლეს ბიჭუნებზე სექსუალური ძალადობის გამო.


2010 წლის სექტემბერში ბელგიის ფედერალურ პროკურატურაში შევიდა 103 სარჩელი რომის კათოლიკური ეკლესიის პედოფილი მღვდლების წინააღმდეგ. მოსარჩელეთა 76 პროცენტი ორმოც წლამდე მამაკაცები არიან, რომლებიც ბავშვობაში პედოფილი მღვდლების მსხვერპლნი გახდნენ. 2011 წელს რომის კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი კიდევ 75-მა ბელგიელმა შეიტანა, რომლებიც ბავშვობაში მღვდლების მიერ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.


1950-2002 წლებში აშშ-ში მცირეწლოვანთა გახრწნაში 19 667 მღვდელმსახური დაადანაშაულეს. 2011 წლის მარტში ფილადელფიაში 21 კათოლიკე მღვდელი დაითხოვეს მცირეწლოვანებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით.


2012 წლის მარტში გაიმართა სასამართლო პროცესი ირლანდიელი მონაზონის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალი ედებოდა 87 გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში.



geworld.net



Комментариев нет:

Отправить комментарий