ღმერთი

ღმერთი

четверг, 22 мая 2014 г.

სულიერი სწავლებანი.15

რაკი ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ და ვერც ერთი ჩვენგანი საცდურზე მაღლა ვერ დადგა, ამიტომ არც ერთი სათნოება არ არის სინანულზე უფრო აღმატებული.

ღირსი ისააკ ასური


სინდისი არის სიტყვა და მხილება მფარველი ანგელოზისაგან, რომელიც ნათლისღებისას გვეძლევა.

ღირსი იოანე სინელი


ღვთის სიყვარულით ყველგან სამოთხეა, მის გარეშე კი – ყველგან ჯოჯოხეთი.

“სულიერი ყვავილნარი“


ფსალმუნებისა და ლოცვების მიტოვების გამო არ განგვსჯის უფალი საშინელ სამსჯავროზე, არამედ ჩვენში ეშმაკების შემოსვლის გამო, რომელიც მათ მიტოვებას მოჰყვება.

ღირსი ისააკ ასური


თუ გინდა სიყვარული მოიხვეჭო, აკეთე სიყვარულის საქმენი, – თავიდან თუნდაც სიყვარულის გარეშე.

ღირსი ამბროსი ოპტინელი


ნუ მიატოვებ ლოცვის კანონს, თორემ მტრის ხელში აღმოჩნდები.

აბბა ისაია განდეგილი


სულიერ მამას იმდენად აკისრია პასუხისმგებლობა, რამდენადაც მას მორჩილი ემორჩილება.

ბერი პაისი ათონელი


ლოცვის ნიჭია – საკუთარი ყურადღების ფლობა და ლოცვაში გულის მონაწილეობა.

პატერიკი


მცნებების შესრულება გარდაქმნის ადამიანს “ახლად”, ღვთის ხატად, უფრო ზუსტად ჩვენი მხსნელის, იესუ ქრისტეს ხატად.

იღუმენი ნიკონი


ხორციელი ტანჯვა და გარეგნული უბედურება, ცოდვისათვის ლაგამის ამოსადენად არის გამოგონილი.

ბასილი დიდი

როცა რაიმე ცოდვა შენს მიტაცებას ცდილობს, აზრით მაშინვე საშინელი სამსჯავრო და სამართლიანი მსაჯული წარმოიდგინე და შიშით შეაკავე გული ავი სურვილისაგან.

ბასილი დიდი

ღმერთს ის ადიდებს, ვინც კეთილკრძალული ცხოვრებისა წილ, ამქვეყნად განსაცდელს იმკის და ითმენს.

ბასილი დიდი

მდაბალი ადამიანი საკუთარ ღვაწლზე იმედს არ ამყარებს და არ სასოებს საქმეებით თავის გამართლებას; მისი გადარჩენის ერთადერთი იმედი ღვთის წყალობაა.

ბასილი დიდი


წმიდა წერილის არცოდნა ადამიანის ნაკლია, ცოდნა და უგულებელყოფა კი – ორმაგი ნაკლი.

ღირსი ეფრემ ასური


რადგან ღმერთია შემოქმედი ყოველი სიკეთისა, ამიტომ ვერანაირი სიკეთე ვერ აღესრულება მის გარეშე.

მღვდელთმთავარი ტიხონ ზადონელი


ჭეშმარიტად სასარგებლოა ყველაფერი ის, რაც მარადიულ ცხოვრებას უკავშირდება და არა, მიწიერ, დროებით კეთილდღეობას.

ღირსი ამბროსი მედიოლანელი


ღვთისმსახურება ქრისტიანის სულს აღაფრთოვანებს და ახარებს; კვებავს და ამტკიცებს მის რწმენას, სასოებასა და სიყვარულს, და ზეციური მოქალაქეობისათვის ამზადებს.

მართალი იოანე კრონშტადტელი


“ჩემი მხოლოდ ის არის, რაც გავეცი”.

ღირსი მაქსიმე აღმსარებელი


მოიძულეთ ღვთის მტრები, ებრძოლეთ სამშობლოს მტრებს, შეიყვარეთ საქუთარი მტრები.

ფილარეტი, მიტროპოლიტი მოსკოვისა


თუ გააცნობიერებ, წმიდა წერილისამებრ, რომ მთელ ქვეყნიერებაზე ღვთის განჩინებები აღესრულება, მაშინ ყველა შემთხვევა შენთვის ღვთის შესამეცნებელ მოძღვრებად იქნება.

ღირსი მარკოზ მოსაგრე


რამდენადაც კაცი ადამიანურ ნუგეშინისცემას გაურბის, იმდენად უახლოვდება მას საღვთო ნუგეში.

ბერი პაისი ათონელი


მოსაგრეა ის, ვინც მტკიცედ აცნობიერებს, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იძულებით მიიღწევა ცათა სასუფეველი.

სქემიღუმენი საბა


თუკი ვინმე ნებაყოფლობით ეკრძალება მიწიერ კეთილდღეობას, მაშინ რა დოზითაც ის მას აკლდება, იმ დოზით ეძლევა ღვთის წყალობა და თანდევს კაცთმოყვარეობა ღვთისა.

ღირსი ისააკ ასური


მოუკლებელი ლოცვის გარეშე შეუძლებელია ღმერთთან მიახლება.

ღირსი ისააკ ასური


ლოცვის მომხვეჭელს მიწიერზე საზრუნავად დრო არა აქვს: გონებას ამძიმებს ყველაფერი, რაც ღვთისგან მოაცდენს მას.

ბერი პართენი (კიეველი)






Комментариев нет:

Отправить комментарий