გაზეთი "ალია", ჟანა ასანიძე
რა პროცესებია დაგეგმილი 17 მაისს და ვის მხარეზე დადგება ხელისუფლება? რას აპირებენ სასულიერო პირები და მრევლი? რა უთხრეს უცხოელმა დონორებმა "ლგბტ"-ს უფლებადამცველებს?
"ალიას" ესაუბრება ყოფილი პოლიტპატიმარი ლევან ჩაჩუა:
- ბატონო ლევან, პირად საუბარში მითხარით, რომ "ლგბტ" პირები შესაძლოა, საზოგადოებრივი აზრისა და პატრიარქის განცხადების მერე ქუჩაში არ გამოვიდნენ, მაგრამ თქვენ ამის არ გჯერათ, რადგან გამოყოფილ თანხებს დაკარგავენ? რა თანხაზეა ლაპარაკი?
- ახლა მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ, თუ იგნორირებას მოვახდენთ ამ ადამიანებისას და არ ვისაუბრებთ მათზე, უფრო ნაკლები ყურადღება იქნება მათზე გამახვილებული. ჩაატარონ აქცია, გაიარონ რუსთაველზე, რა მოხდა მერეო. აქეთ რას გამოგზავნიან უცხოელები, თუ მათ შედეგი არ ანახე? ახლა, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, დაფინანსება შეუწყდებათ იმ ორგანიზაციებს, ვინც უხვად ფინანსდებოდა აქამდე, მაგრამ ვერ ახერხებდნენ პროექტების სრულყოფილად განხორციელებას. ახლა არის "იდენტობა", რომელიც აცხადებს, აქციას არ ჩავატარებთო. მართლა არ ჩაატარებენ თუ არა, ჯერ არ ვიცით, მაგრამ არის ინფორმაციები, რომ შეიქმნა რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც გამოსვლებს გეგმავენ. ვინ არიან, ჯერ ვერ დავაზუსტეთ. ფულის საკითხია, თორემ მე დარწმუნებული ვარ, ამ "ლგბტ" პირების სიმცირეში და იმათგან, ვინც მათ მხარს უჭერს, სულაც არ არიან ამ გადახრების მქონე ადამიანები.
- ანუ ფულის გამო ირქმევენ "ლგბტ"-ს სახელს? ქართველს როგორ გამოიყვან "ლგბტ"-ებთან ერთად, თუ შინაგანად მაინც არ თანაუგრძნობს ამ ადამიანებს?
- დიახ, ეს შეიძლება თქვენ არ გამოხვიდეთ, მაგრამ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფრისგან ფულს აკეთებენ. სინდის-ნამუსს ყიდიან და ის სექსუალური თემებით არ ისპეკულირებს? აქ საქმე დგას სხვანაირად. გარკვეული ჯგუფი იყენებს ამ საცოდავ ხალხს და ორ კაპიკს გადაუგდებენ, დიდ ფულს თავად იდებენ ჯიბეში. ფულის გამო არიან გრანტებზე ადამიანები მიწებებულნი და ცდილობენ, ამ ფლეშმობებით ყურადღება მიიქციონ და დასავლელ დამფინანსებელს აჩვენონ, რომ მართალია, ფულს კი გვაძლევთ, მაგრამ ამით საქმეს ვაკეთებთო. როცა ეს საქმე არ გამოდის, ისინი ეუბნებიან, თქვენ რა საქმის გამკეთებლები ხართო.
- ხო, მაგრამ აქ არის ტრადიციული ქვეყანა, ფულს ისე როგორ იხდიან, რომ გარემოსაც არ სწავლობენ?
- მაგათ ეგ არ აინტერესებთ. პირდაპირ უთხრეს "ლგბტ"-ებს, ეკლესიამ შეგიშალათ ხელი თუ პარლამენტმა, ეგ ჩვენ არ გვაინტერესებს, ყველა გააჩუმეთ, როგორც გინდათ და გააკეთეთ ის, რაც დაგიკვეთეთ, რაშიც ფული გადაგიხადეთო. შარშან პოლიციამ ხალხის მხარე დაიჭირა, ამიტომ ამის გამო გაცხარებულან, ჩვენ ფულს იმაში გიხდით, რომ სიტუაცია დაალაგოთ, მოსალაპარაკებელთან მოილაპარაკეთ და სადაც არ გაჭრის, გადაუხადეთო. მოკლედ, მათ უნდათ შედეგი და არ აინტერესებთ მიზეზები. პირდაპირ უთხრეს, რახან ვერ აკეთებთ საქმეს, შემდეგში არ დაფინანსდებითო.
- რა თანხაზეა საუბარი და რა სქემით ხდება დაფინანსება?
- პროვოკაციებისა და ხმაურის შესაბამისად. შარშანდელი 17 მაისი იყო პროვოკაცია, აბა, რა იყო? 100 000 კაცი გამოვიდა ქუჩაში და უთხრეს ამათ, არ ჩაგატარებინებთ აქციასო. ჯერ ხელისუფლებას რომ ჰყოფნოდა გონიერება, ხომ უნდა ეთქვა ამ ხალხისთვის, რომ რა გინდათ, თქვენი გულისთვის სამოქალაქო დაპირისპირებას ხომ არ მოვაწყობო. ხომ არსებობს ელემენტარული სახელმწიფო ინტერესები? მაგრამ როცა ბიძინა ივანიშვილი ურეკავს მეუფე იაკობს და ეუბნება, ხალხი დაშალე იმიტომ, რომ 200-მა ლესბოსელმა და გეიმ გაიაროს რუსთაველზეო. ეს რას ნიშნავს?
- მერე რა უპასუხა მეუფემ?
- რა უპასუხა და, ამას სიკვდილი მირჩევნიაო. მერე დაიწყო ყვითელი ავტობუსებით ხალხის გაყვანა. ხელისუფლება ნამდვილად მარიონეტია, გარდა იმისა, რომ გონიერებაც არ ჰყოფნის. ვერ უძლებს საელჩოების ზეწოლას და დადის დასავლეთის მძევლის სახით. ჯერ იყო და ყველა სასულიერო პირს თითო პაპარაცი მიუჩინა, რა ეთქვა და რა გაეკეთებინა, რომ მერე დოკუმენტი ჰქონოდა ხელში. მისდევდნენ და ჩუმად უღებდნენ. ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ, როგორც კი მოვიდა, სასულიერო პირებზე დაიწყო შეტევა. არადა, სასულიერო პირები ფეხზე იდგნენ ავტობუსში, ხალხს ეფარებოდნენ გასულ 17 მაისს, საკუთარ თავზე იღებდნენ ყველა დარტყმას და ხალხს იცავდნენ. ეს კადრები კი არ აჩვენეს, ტაბურეტი აჩვენეს. ყველა სასამართლო პროცესს დავესწარი და ბრალდების არც ერთი მოწმე მამაოს ხელს არ ადებდა.
- ანუ გინდათ თქვათ, რომ სასულიერო პირების "გაფუჭებაც" დასავლეთის დაკვეთაა, რომ მერე მათი განეიტრალება მოხდეს?
- დიახ, ახლაც ეს მცდელობები იქნება. აღლუმის ჩატარება კი არ იყო მაინცდამაინც მიზანი და არც ახლა იქნება, უბრალოდ, უნდა გამოვლინდეს, ვინ არის ხელის შემშლელი და როგორ მოიქცევა ხელისუფლება. ხიდაშელი ტრაბახობდა, სააკაშვილმა ვერ გაბედა ის, რაც ჩვენო და ამაყობდა იმით, რომ ეკლესიაც არაა ხელშეუხებელი და ჩვენ მღვდლები დავიჭირეთ, ნახეთ, როგორი დემოკრატიააო. ანუ დასავლეთს უმტკიცებდა, რომ მიშაზე მაგარი დემოკრატები ვართ და თქვენი ყურმოჭრილი მონა ვიქნებითო. ჩვენი პოლიტიკური ველი გაჯერებულია მანქურთებით, რომლებიც ეახლებიან ხოლმე ყაენებს, ზოგი ჩრდილოეთში, ზოგი - დასავლეთში და ეუბნებიან, თქვენი აგენტი ვიქნებიო.
საზოგადოებაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს კამპანია, რომ "ქართული ოცნება" საწყალია, სუფთა ხალხი არიან და "რესპუბლიკელები" და "ნაცები" არიან ცუდები, თორემ ეგენი კარგები არიანო. ხე ნაყოფით შეიცნობა. ის 9 წელი, ჩანდა, რასაც სააკაშვილი და "ნაციონალები" სჩადიოდნენ, მაგრამ ის "რუხი კარდინალი", რომელიც ახლა კულისებშია, "ნაციონალებზე" უარესია.
- ბიძინა ივანიშვილს გულისხმობთ?
- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ივანიშვილი მართავდა მაშინაც პროცესებს, როცა "ნაციონალები" იყვნენ. სისტემა, რომელიც მისი ფონდიდან დაფინანსდა, ჩვენ გვახრჩობდა, ახლა მეორე სერია ჩაგვიტარეს.
- კი მაგრამ, ეს ის კაცი არაა, რომელიც ოჯახურ სიწმინდეს ქადაგებს?
- ყალბია. ამიტომ ვამბობ, იმის გამო, რომ ივანიშვილმა თავისი მილიონები დაიცვას ევროპაში, მის გამო ჩემი ქვეყანა ვერ იქნება დაჩაგრული, მამა დავით ლასურაშვილმა პირდაპირ უთხრა პარლამენტარებს, მრავალი თქვენგანი მოდიხართ ჩვენთან, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის დავალებით იღებთ დისკრიმინაციულ კანონსო, და შეახსენა მათ, თქვენ ხალხის დაკვეთა უნდა შეასრულოთ და არა თუნდაც ბიძინასიო. სამწუხაროდ, ჩვენთან პოლიტიკური ველი გაჯერებულია ნაყიდი ადამიანებით, ლუსტრაცია დაიწყო უკვე ამ ადამიანების და 17 მაისს კიდევ ერთხელ ვნახავთ, ვინ რომელ მხარეს დადგება.
- გაბედავს ხელისუფლება იქით მხარეს დადგომას?
- არ გამიკვირდება. სამარცხვინოა, რომ კომუნისტური პარტიის დროს გადიოდა კანონი ერთხმად და ახლაც ასე მოხდა. მთელი ეკლესია ფეხზე დადგა და ერთი კაცი არ აღმოჩნდა მათ გვერდით.
- უცხოეთიდანაც ჩამოჰყავთო გეები, მითხრეს. ამაზე თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
- როგორც ვიცი, აპირებენ საერთო კავკასიური გეიაღლუმის ჩატარებას, მაგრამ ახლა ეგენი აპირებენ საზოგადოებრივი აზრის შესწავლას. აკვირდებიან სოციალურ ქსელებს, პრესას, ტელევიზიას და თუ შეხედავენ, რომ საზოგადოება მობილიზებულია და გარკვეული ჯგუფები იმუქრებიან, გარეთ არ გამოვლენ, ხოლო თუ საზოგადოება მოდუნდება, მაშინ გამოვლენ. მათი გამოსვლა კი კონფრონტაციას გამოიწვევს...
- საზოგადოების დიდი ნაწილი აპირებს გამოსვლას გეიაღლუმის წინააღმდეგ...
- დიახ, ბევრი აპირებს გამოსვლას. საპატრიარქოც ამბობს, რომ დაგეგმილია პროვოკაცია. იქ არ იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და მრევლი, იქნება უმართავი ხალხი, შეიძლება ლუდს რომ სვამენ ქუჩაში და, გეები რომ გამოდიან, საცემად რომ წავლენ. იქნებიან შემთხვევითი ადამიანებიც და შეგნებული პროვოკაციების მომწყობებიც. ამაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს და ეკლესია ვერ აიღებს. ჩვენ მშვიდობიან მსვლელობას ვაპირებთ სამებამდე.
"ალიას" სურდა, გაეგო, რა თანხებს უხდიან უცხოელები "ლგბტ" ჯგუფებს, მაგრამ ვინაიდან ჩიჩუა ვერ აკონკრეტებს ამ ჯგუფებს, რომლებიც აღლუმისთვის ემზადებიან, ამიტომ ჯერჯერობით ერთადერთ ხელმისაწვდომ ორგანიზაციას, "იდენტობას" დავუკავშირდით.
"იდენტობის" წარმომადგენლის, ანდრია არჩვაძის განცხადებით: "არანაირ ღონისძიებას "იდენტობა" არ გეგმავს. რაც შეეხება თანხებს, არც შარშანდელი აქციისთვის ყოფილა თანხა გამოყოფილი. სიცრუეა, რომ რაიმე პროექტი დაიწერა თუნდაც და ამაში დონორებმა თანხა გამოგვიყვეს. ეს განცხადება არის პროვოკაციული. მცდარია ინფორმაციაც, რომ ვაპირებთ მასშტაბურ აქციას, ქუჩაში არ გამოვალთ. რაც შარშან მოხდა, ეს უკვე ნახა საზოგადოებამ, ამიტომ წელს შექმნილი ფონის გამო საუბარია ადამიანის უფლებათა დარღვევაზე, ჩვენ ვართ ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია და ვხედავთ რისკს, რომ ვიღაც დაშავდება, შეიძლება სიცოცხლის განადგურებაც მოხდეს, ამიტომ თავს შევიკავებთ".
"ალიამ" "იდენტობის" ვებ-გვერდზე მოიძია ინფორმაცია, რომ ორგანიზაცია პროექტებს დონორებს უგზავნის და ამის შედეგად ხდება თანხების მოზიდვა. მაგალითად, 2013 წელს სკოლაში სექსუალური განათლების ასამაღლებლად, გენდერული პროფილის პროექტებისთვის გამოყოფილი თანხა 200 000 კანადური დოლარიდან 500 000-მდე მერყეობს.
18 05 2014
alia.ge
***
17 მაისის აქციის სამოქმედო გეგმა
გაზეთი "ალია", თამარ ოქრუაშვილი
17 მაისს, პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე მისვლას ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს. თუ რა არის დაგეგმილი ამ დღეს, ამის შესახებ "ალიას" აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, წმინდა სამების ტაძრის დიაკონი, მამა ელიზბარ დიაკონიძე ესაუბრება:
http://www.alia.ge/article.php?id=653
როგორ ამზადებენ სტუდენტებს 17 მაისის აქციისთვის?
12-05-14
გაზეთი "კვირის ქრონიკა", თამარ ოქრუაშვილი
რა ბედი ეწია წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკას? სტუდენტებიდან ვინ მიიღებს მონაწილეობას 17 მაისის მოვლენებში? რატომ არ უყვართ ახალი რექტორი ილიაუნში? გვესაუბრება ილიაუნის პროფესორი, ფილოსოფიის უნივერსიტეტის დოქტორი ზურაბ გაგნიძე.
http://www.alia.ge/article.php?id=643
Комментариев нет:
Отправить комментарий