ღმერთი

ღმერთი

суббота, 17 мая 2014 г.

17 მაისი- 2014.

რუსთაველზე „გვარის წინამძღოლთა დარბაზი“ პეტიციაზე ხელმოწერებს აგროვებს

რუსთაველზე „გვარის წინამძღოლთა დარბაზის“ წევრები და მათი მომხრეები იმყოფებიან. ისინი ანტიდისკრიმინაციული კანონიდან სიტყვების „სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის“ დაუყოვნებლივ ამოღებას მოითხოვენ და აღნიშნული მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.


"სრულიად საქართველოს გვარიშვილნი, ვითვალისწინებთ რა ქართული ოჯახის ტრადიციებს და სიწმინდეს, ხელმოწერით ვადასტურებთ საყოველთაო - სახალხო მოთხოვნას ანტიდისკრიმინაციული კანონიდან საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელი სიტყვების - სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის დაუყოვნებლივ ამოღებას და მოვითხოვთ გაუკუღმართებული ორიენტაციის ქმედებების პროპაგანდირების უფლების კანონით აკრძალვას", - ასეთია პეტიციის ტექსტი.


„გვარის წინამძღოლთა დარბაზის“ პეტიციას უკვე 2 000- მა ადამიანმა მოაწერა ხელი.

***

ლევან ვასაძე: ანტიდისკრიმინაციული კანონი ქვეყნის გარყვნისა და სულიერი დეგრადაციის კანონია


ლევან ვასაძემ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის წინ რუსთაველის გამზირზე ანტიდისკრიმინაციული კანონის საწინააღმდეგოდ მიმდინარე აქციაზე განუცხადა, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონს ამაზრზენს უწოდებს, მის გაუქმებას მოითხოვს, რადგან კანონის მიღებით საქართველოს პარლამენტმა არადემოკრატიული აქტი ჩაიდინა.


„აქ იმისთვის მოვედი, რომ ამ ამაზრზენი კანონის წინაააღმდეგ ჩემი სამოქალაქო პოზიცია გამოვხატო. მოვითხოვ მის გაუქმებას, რადგან ეს ქვეყნისა და ერის გარყვნისა და სულიერი დეგრადაციის კანონია. ეს არის პირველი ნაბიჯი იმ პროგრამაში, რომელსაც ჩვენ თავს გვახვევენ, რომლის წინააღმდეგია საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა,“ –
განაცხადა ლევან ვასაძემ.


****

მამა ზოსიმე: ვინც გარყვნილების კანონს აკანონებს, თვითონ არის გარყვნილი

მამა ზოსიმემ პარლამენტის წინ ანტიდისკრიმინაციული კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე შეკრებილებს მიმართა, რომ დღეს მსოფლიოში გარყვნილების პროპაგანდა მიმდინარეობს, რასაც ქართველი ხალხი ოჯახის სიწმინდის დაცვით უნდა დაუპირისპირდეს.

„დღეს მთელი მსოფლიო პირუტყვს ემსგავსება და ის ხალხი, ვინც გარყვნილების კანონს აკანონებს, გარყვნილები არიან. საქართველოს პირუტყვები არ სჭირდება, საქართველოს ქრისტიანული მთავრობა სჭირდება. დღეს მსოფლიოში გარყვნილების პროპაგანდა მიმდინარეობს, მაგრამ ქართველი ხალხი ამას ოჯახის სიწმინდის დაცვით უნდა დაუპირისპირდეს“, -
განაცხადა მამა ზოსიმემ.

აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფება.



***


გურამ დოჩანაშვილი: სოდომ-გომორის ცოდვის სასტიკი წინააღმდეგი ვარ!

მწერალმა გურამ დოჩანაშვილმა ანტიდისკრიმინაციულ კანონზე ისაუბრა. მისი თქმით, სოდომ-გომორის ცოდვის სასტიკი წინააღმდეგია, თუმცა, დღევანდელ აქციას არ უერთდება. მისი თქმით, ქუჩაში, მხარეები ,ერთმანეთს , ფიზიკურად არ უნდა დაუპირისპირდნენ.

„სოდომ-გომორის ცოდვის სასტიკი წინააღმდეგი ვარ და სამარცხვინოდ მიმაჩნია, მაგრამ მე რომ მოწოდებას ხელი მოვაწერე არ მიგულისხმია, რომ ქუჩაში გამოვიდეს ხალხი და მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთს დააარტყან. მითუმეტეს, რომ ამ საკითხზე ჩვენმა პატრიარქმა სწორედ და სამართლიანად ისაუბრა“, - განაცხადა დოჩანაშვილმა.


***


მამა არჩილი: ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება შესაძლებელია


დაბა კაზრეთის ტაძრის დეკანოზი, მამა არჩილის განცხადებით, „ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება შესაძლებელია, თუ ხალხი თავის ნებას მკაფიოდ გამოხატავს“.

მამა არჩილის თქმით, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებამდე მთავრობამ სასულიერო პირებისგან გარკვეული შენიშვნები გაითვალისწინა, მაგრამ ეს დოკუმენტი საბოლოო სახით მაინც მიუღებელია.

„მთავრობის ჯანსაღი ნაწილის ძალისხმევით კანონში რამდენიმე შესწორება შევიდა და ამან ოდნად შეარბილა ამ კანონის მოქმედება, მაგრამ თავისთავად, ეს კანონი მიუღებელია, რადგან მისი მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ უზნეობა ნორმის ხარისხში ავიდა, რასაც ვაპროტესტებთ. ამ ზემით ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ უზნეობა ჩვენთვის მიუღებელია და ერი ვერ გაითავისებს იმას, რომ უკუღმართობას და ცოდვას კეთილი სახელი დაერქვას.“ – განაცხადა მამა არჩილმა.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს დეკანოზის თქმით მსვლელობის მონაწილეები მსვლელობით ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ.


reportiori.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий