ღმერთი

ღმერთი

четверг, 15 мая 2014 г.

სულიერი სწავლებანი.10

შიში – სიყვარულის დასაწყისია და შემდგომ მთლიანად მასში გადაიზრდება. ღვთის შიში საკუთრივ, არ ნიშნავს, რომ “ღმერთის მეშინია”, არამედ – “მეშინია არ მოვწყდე მას და, ცოდვებსა და ვნებებში არ ჩავვარდე”.

მღვდელმთავარი კლიმენტი ალექსანდრიელი


თითოეულს მისთვის სასარგებლო ნიჭი ღმერთისგან მისი რწმენისამებრ ეძლევა.

ბასილი დიდი


ფრინველთა შორის უპირატესი არწივია; ცხოველთა შორის – ლომი; ადამიანთა შორის – უფლის მოშიში, – იგი ყველა დემონზე ძლიერია.

იღუმენი ნიკონი


როგორც ცეცხლს ახასისთებს გათბობა, წყალს – მორწყვა, ასევე ახასიათებს რწმენას გამჟღავნება კეთილ საქმეებში.

წმინდა ტიხონ ზადონელი


მარხვა არა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ უმარხულო საკვები არ მიიღოთ, არამედ იმაშიც, რომ არ ჭამოთ ის სამარხვო კერძებიც, რომლებიც მოგწონთ.

პატერიკონი


მოუკლებელი ლოცვის გარეშე შეუძლებელია ღმერთთან მიახლება.

ღირსი ისააკ ასური


ღმერთი ეძებე აზრით ზეცაში, სიყვარულიდ გულში, მოწიწებით ტაძარში, ყველგან ეძებე – მისთვის მისაღები საქმეებითა და მათი აღსრულებით.

მღვდელმთავარი ფილარეტი, მიტროპოლიტი მოსკოვისი


თუნდაც ვინმე იდგეს სათნოებათა მწვერვალზე, თუ იგი არ ლოცულობს როგორც ცოდვილი, მის ლოცვას ღმერთი არ შეიწირავს.

ღირსი ისააკ ასური


ცოდვათა გამო მგლოვარე უფრო მაღლა დგას, ვიდრე სიტყვით მკვდართა აღმდგენალი.

ღირსი ეფრემ ასური


რაც რწმენით არ კეთდება, ყველაფერი ცოდვაა.

პატერიკი


მარხვა მოწყალების გაცემის გარეშე იგივეა, რაც უზეთო კანდელი.

პატერიკონი


ხშირად განიკითხვიან ნაყროვანნი და მემთვრალენი მმარხველისაგან, მაგრამ შეიძლება მმარხველი იგი შურითა და სიძულვილითა უფრო მთვრალი იყოს, ხოლო ძმა იგი თავისუფალ სენისა ამისგან.

წმინდა ალექსი ბერი (შუშანია)


ყველა ცოდვას შეუძლია სულიწმიდას მოგვაშოროს, მაგრამ მას განსაკუთრებით სძაგს ხორციელი უწმინდურობა და სულიერი ამპარტავნობა.

პატერიკი


ოდესცა შენ ძმაო, გულში გაგიჩნდება ბოროტი განზრახვა, იცოდე: რომ ის აზრი შეგაგონა შენმა სულიერმა მტერმა. ამ შემთხვევაში მაშინვე პირ-ჯვარი უნდა გადაიწერო და თქვა: “მიხსენ მე, ღმერთო, ბოროტისაგან”

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)


სწორედ იმაში მდგომარეობს სულიერი ბრძოლა, რომ გონებით ღმერთს არ დავშორდეთ, არ შევჩერდეთ და არ დავეთანხმოთ უკეთურ აზრებს, და ყურადღება არ მივაქციოთ იმას, რასაც გულში წარმოგვისახავს ეს ყოველგვარი განკითხვის ღირსი უძველესი ფერმწერი – ეშმაკი.

იოანე ოქროპირი


გონება არ არის სამშვინველი, იგი ღვთის ნიჭია, რომელმაც სული უნდა იხსნას.

ანტონი დიდი


ხილულ ამპარტავნობას მწუხარე მდგომარეობანი კურნავენ; უხილავს კი – დაუსაბამო და უხილავი (ღმერთი).

ღირსი იოანე სინელი


გრძნობა გონებას მიეც მსახურად და არ მისცე მას დრო, რათა იგი გაართოს.

ღირსი აბბა თალასი


ამპარტავანი იმ ვაშლს წააგავს, რომელიც შიგნით დამპალია, გარედან კი სილამაზით ბრწყინავს.

ღირსი იოანე სინელი


როცა გული ეშმაკისაგან სიკვდილის მოვლენით წინადვე გვაშინებს, მოვიგონოთ სიტყვა იობისა: “უკუეთუ მოკუდეს კაცი, ცხონდა, რამეთუ აღასრულნა დღენი ცხორებისა მისისანი…”(14,14).

ღირსი მაქსიმე აღმსარებელი


უფალმა ცხოვნების უმთავრეს მიზნად სცნო გამოეცხადებინა აღდგომა თავისი სხეულისა, რათა ამით ეჩვენებინა ნიშანი სიკვდილზე გამარჯვებისა და დაერწმუნებინა ყოველნი, რომ დახსნილ არს ხრწნილება და მომადლებულ არს უხრწნელობა.

ათანასე დიდი


ქრისტეს აღდგომა დადასტურებაა იმისა, რომ მსხვერპლი მიღებული და შეწირულია, რომ გამარჯვება სიკვდილზე მოპოვებულია და ღმერთსა და კაცს შორის ზღუდე შემუსრულია, – კავშირი აღმდგარია!

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი



ღვთისმშობელი იყო ის ერთადერთი სიტყვიერი ჭურჭელი, რომელშიც ღმერთი თვით თავისი არსებით დაიმკვიდრა.

მღვდელმთავარი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


ვინც ეკლესიაში არ არის, არც სულიწმიდის თანაზიარია; ამიტომაც აკლდება ნეტარ ცხოვრებას.

წმინდა ირინეოს ლიონელი


იტირე ცოდვილზე, როდესაც მას ყველაფერი გამოსდის, რადგამ მასზე შემართულა მართლმსაჯულების მახვილი.

ღირსი ნილოს სინელი


თუ გინდა ერთგული იყო, მართლმადიდებელი ეკლესიის მოშურნე შვილი, მაშინ მიაღწიე ამას მოყვასის მიმართ სახარების მცნებების აღსრულებით.

მღვდელმთავარი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)



kvirike.ge





Комментариев нет:

Отправить комментарий