მადლი – ღვთის ნაბოძები ძალაა, რომელიც ადამიანს ქრისტეს მიმართ რწმენის გამო ეძლევა; ის არის გამომქომაგებელი , მწყალობელი, განმანათლებელი, გამომხსნელი, ყოველგვარი სათნოებისაკენ მიმდრეკი ძალა.
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი
ღმერთი ჩვენს ნაცვლად არ შრომობს, ის მხოლოდ გვეხმარება; მადლი სიძნელეებს არ გვაშორებს, იგი მათ დაძლევაში გვეხმარება.
“სულიერი ყვავილნარი“
ვარსკვლავს ეკუთვნის ნათება, რომელიც მასთანაა, ხოლო კეთილმსახურისა და ღვთისმოშიშის კუთვნილება – უპოვარება და სიმდაბლეა.
ისიქი იერუსალიმელი
ღვთისმოსაობა: არ შევცოდოთ, ხოლო როცა შევცოდავთ, მოთმინებით, გადავიტანოთ მოწეული განსაცდელი; ვიტიროთ მოთმინების უკმარისობაზე, თუკი სათანადო მოთმინებით ვერ გადაგვაქვს გასაჭირი.
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი
განსაცდელის გარეშე შეუძლებელია სულიერი წარმატება.
ანტონი დიდი
განსაცდელი გვევლინება ხშირად იმიტომ, რომ გაიბრწყინონ სათნოებებმა.
ანტონი დიდი
ის კი არ აჩვენებს თავმდაბლობას, ვინც თავისთავს აძაგებს, არამედ ის, ვინც სხვისგან განკიცხული, არ ამცირებს მისდამი სიყვარულს.
ოპტინელი ბერები
მდაბალს ყოველგვარი განსაცდელი ჩაუვლის და არ შეეხება, – მდაბალთა მისცეს უფალმა მადლი; სასუფეველში სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა.
ბერი გაბრიელი, არქიმანდრიტი
ყოველგვარი განსაცდელი – ყოვლადსახიერი ღმერთის განგებულებითაა დაშვებული, ჩვენი რწმენის გამოსაცდელად.
პატერიკი
ღმერთს უმეტესად სთხოვე არა იმის შესახებ, რომ თავსმოწეული განსაცდელი მოგაშოროს, არამედ იმის შესახებ, რომ ძალა მოგცეს მის დასაძლევად.
მღვდელთმთავარი ინოკენტი, მიტროპოლიტი
განსაცდელი ბოროტ აზრებს წარმოშობს, – როცა მას არ ვიღებთ, როგორც დამსახურებულს, ღმერთისგან.
აბბა ალექსანდრე გეთსამანიელი
განსაცდელის მოვლენით ღმერთი უფრო დიდ განსაცდელებს გვაშორებს.
ფილარეტი, მიტროპოლიტი მოსკოვისა
განსაცდელი მიწაზე – ზეცაში ამყვანი სულიერი კიბეა.
აბბა ალექსანდრე გეთსიმანიელის
ქრისტიანი შემდეგი სამი გზით განიბრძნობა: მცნებებით, დოგმატებითა და რწმენით. მცნებები გონებას ვნებათაგან ათავისუფლებენ, დოგმატები ჭეშმარიტების შეცნობაში ეხმარებიან, ხოლო რწმენა წმინდა სამების განჭვრეტაში შეეწევა.
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი
შური არის დასაწყისი ბოროტებისა, დედა სიკვდილისა, პირველი კარი ცოდვისა.
ღირსი გრიგოლ ნოსელი
ვითარცა ჟანგი შეჭამს რკინასა, ეგრეთვე შური სულსა, რომელშიაც დამკვიდრებულა იგი.
ბასილი დიდი
მარხვა სიწმინდის მშობელია, ნაყროვანება კი დედაა სიძვისა.
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი
სიძვის ბრძოლით შეჭირვებულთათვის ღვთის სავედრებელი სიტყვები იერემიას გოდებათაგან: “იხილე, უფალო, სიმდაბლე ჩემი, რამეთუ განდიდნა მტერი” (1, 9).
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი
გულისყური მიაპყარ არა თავმოთნეობას, არამედ ღვთის სამსჯავლოს; ყველა შენს საქმეში უფალი გედგეს თვალწინ.
აბბა ისაია
ნუ იფიქრებ მხოლოდ საკუთარ თავზე და აღარ იქნები თავმოყვარე და გახდები ღვთისმოყვარე.
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი
აღსდექ სულო, ცოდვაში რომ დაბერებულხარ და განახლდი სინანულით. შემუსვრილობისა და ცრემლისაგან წამალი შეამზადე და განკურნე დაცემული ჭრილობანი საღმრთო ხატებისა.
ღირსი ეფრემ ასური

Комментариев нет:
Отправить комментарий