ღმერთი

ღმერთი

четверг, 29 мая 2014 г.

სასულიერო პირები გვასწავლიან, რომ სასოწარკვეთილებაში მყოფ ადამიანებზე ახლობლებმა უნდა იზრუნონ

რვა უმთავრეს მომაკვდინებელ ცოდვათაგან, რომლებიც მოუნანიებლობის შემთხვევაში, ადამიანის სულს საუკუნო სატანჯველს უმზადებს, ერთ-ერთია სასოწარკვეთილება. სასოწარკვეთილებას წმინდა მამები იმედის დაკარგვის ცოდვასაც უწოდებენ. სასოწარკვეთილება ადამიანს უზომო მწუხარებაში აგდებს. არქიმანდრიტი რაფაელი შენიშნავს: "სასოწარკვეთილებაში მყოფი ადამიანი, გარემომცველ სამყაროში ხედავს არა ღვთის იმედსა და სიბრძნეს, არამედ რაღაც შავ ქაოსს"...

ქრისტიანული მოძღვრებით, სასოწარკვეთილება იშვება მიწიერისადმი უზომო მიდრეკილებით - ანუ შედეგია ამქვყნიურ ხოვრებაზე მომეტებული ზრუნვისა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნამდე, ადამიანს იპყრობს ნაღველი, მოწყინება, რაც თანდათან გადადის უზომო მწუხარებაში.

მოწყენილობას ხშირად, შობს ისეთი ცოდვები, როგორიცაა ნაყროვანება, ვერცხლისმოყვარეობა, მრუშობა, მრისხანება, შური.

რადგან სასოწარკვეთილება ადამიანთა ურწმუნოებაზე მიუთითებს, ბუნებრივიცაა, რომ სასოწარკვეთილებაში მყოფი, ღმერთის მოწყალებაზე არ ამყარებს იმედს. აქედან გამომდინარე, ვერც ეკლესიური წესებით შეებრძოლება ამ ცოდვას, რადგან მის სულს იმდენად ეპატრონება ბოროტი ძალა, რომ ამის გაკეთება მის ძალებს აღემატება. ამიტომაც სასოწარკვეთილებაში მყოფ ადამიანებზე უნდა იზრუნონ მისმა ახლობლებმა და გაამხნევონ, გაძლიერებულად ილოცონ მისთვის, გასცენ მის სახელზე მოწყალება. უიმედობაში მყოფი ადამიანის სახელზე შეუკვეთონ სპეციალური - სავედრებელი პარაკლისი და შეასრულონ სხვა საეკლესიო წესები, ღვთისმსახურთა რჩევა-მითითებების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში კი, თუკი სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ადამიანს, მცირედით მაინც შესწევს ძალა, გააცნობიეროს, თუ რაოდენ მძიმეა ამ ცოდვით დაცემულ ადამიანთა მისაგებელი გუწლრფელად მოუნანიებლობის შემთხვევაში, მან გულში განუწყვეტლივ უნდა იმეოროს "იესოს ლოცვა", მანამ, სანამ არ სძლევს მწუხარებას და უიმედობას (კარგია, თუ მოახერხებს "ფსალმუნების" კითხვას, რადგან მას ბოროტი ძალის განდევნის საოცარი ძალა შესწევს). მას შემდეგ, როდესაც გაუჩნდება სინანულის გრძნობა, როგორმე უნდა სძლიოს თავს მივიდეს ეკლესიაში, ესაუბროს ღვთისმსახურს, მერე კი უფალი უჩვენებს ძალას, რომლითაც სატანა საბოლოოდ დაიძლევა.


წყარო: (ambebi.ge)


Комментариев нет:

Отправить комментарий