ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 18 мая 2014 г.

უფალი არასდროს დატოვებს საქართველოს თავისი მფარველობის გარეშე

ილია მეორე: უფალი არასდროს დატოვებს საქართველოს თავისი მფარველობის გარეშე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინდელ დღეს "ისტორიული დღე" უწოდა. როგორც პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, გუშინ უფალმა დიდი წყალობა გაიღო და მთელი საქართველო დალოცა.


"ჩვენ ძალიან ხშირად ვთხოვთ უფალს "მომეცი", "მომანიჭე", მაგრამ ძალიან ხშირად გვავიწყდება მადლობის და დიდების შეწირვა. რომ გადავხედოთ წარსულს, დღევანდელ დღეს და განვჭვრიტოთ მომავალი, დავინახავთ, რომ უფალი მუდამ ჩვენთან იყო, არის და იქნება. უფალს უჭირავს საქართველოს ხელი, როგორც ბავშვის ხელი და გვატარებს ამ უდაბნოებში. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ არ გვტოვებს. მრავალი განსაცდელი გამოიარა და რა თქმა უნდა, ეს განსაცდელი კიდევ იქნება.

სანამ ადამიანი დედამიწაზეა, განსაცდელი მუდამ არის, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი არასდროს დატოვებს საქართველოს თავისი მფარველობის გარეშე, რადგან საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ღვთისმშობელი არის შუამავალი ღვთის წინაშე. გუშინდელი დღე არის ისტორიული დღე.

გუშინ უფალმა მოიღო დიდი წყალობა და დალოცა მთელი საქართველო და ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ცხოვრობენ არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთში. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის. თქვენ უნდა დალოცოთ თქვენი შვილები იმ ლოცვით, რომელიც გუშინ მე წავიკითხე",
- მიმართა მრევლს პატრიარქმა.

პატრიარქმა მრევლს მეფეების, დედოფლებისა და კათოლიკოს-პატრიარქთა მოსახსენებელი გადასცა.



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მე-12 კლასის მოსწავლეები დალოცა.

სამების საკათედრო ტაძარში დღევანდელ წირვას აბიტურიენტებიც ესწრებოდნენ. "დღეს ჩვენ ვლოცავთ სკოლადამთავრებულებს, მე-12 კლასის მოსწავლეებს. დალოცვილი და გახარებული იყავით და ღმერთმა შეგისრულოთ თქვენი თხოვნა და ლოცვა", - მიმართა მათ ილია მეორემ.

გარდა ამისა, პატრიარქმა სამღვდელოების წარმომადგენლები დააჯილდოვა. კერძოდ, არქიმანდრიტი იერისე წერეთელი ეკლესიაში თავდადებული მოღვაწეობისთვის მეორე ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა. მღვდელმონაზონი პაისი ჯანჯღავა აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში და გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდა.


reportiori.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий