ღმერთი

ღმერთი

пятница, 23 мая 2014 г.

სულიერი სწავლებანი.16

ადამიანს ცოდვაში ვერ ჩაითრევს გარედან შემოჭრილი ვერც ერთი უკეთური აზრი, თუ მის გულში ამ აზრისადმი თანაგრძნობა არ წარმოიშვება.

ბარსანოფი დიდი


მორჩილება ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი მთლიანად ემორჩილება ღვთის ნებას და ამბობს: “უფალო იყოს ნება შენი”.

მიტროპოლიტი ანტონი სუროჯელი


უფლის სამსჯავრო (მეორედ მოსვლისას) იქნება ერთადერთი, საბოლოო და საშინელი. თანაც უფრო მეტად სამართლიანი, ვიდრე საშინელი; ანდა, უკეთ რომ ვთქვათ, იმიტომაც საშინელი, რომ – სამართლიანი.

გრიგოლი ღვთისმეტყველი


ამპარტავნობა – სულის უღმერთობის უკიდურესი მდგომარეობაა, რომელსაც თავი მდიდრად წარმოუდგენია, და ბნელში მყოფი ფიქრობს, რომ ნათელშია.

ღირსი იოანე სინელი


როგორც დასაბამი ნაყოფისა არის ყვავილი, ისე დასაბამი მოღვაწეობისა არის მარხვა.

ღირსი მაქსიმე აღმსარებელი


ბავშვები მშობლებმა ხშირად უნდა აზიარონ, რათა ისინი განიწმინდნონ, რადგან, სამწუხაროდ, ისინი ცუდ, სულიერად არაჯანსაღ გარემოში იზრდებიან.

ბერი პაისი ათონელი


განა ჩვენში შემომავალ მეუფეს კარი უნდა დავუხშოთ სიმთვრალით? სიმთვრალე ისევე განდევნის სულიწმიდას, როგორც კვამლი ფუთკრებს.

ბასილი დიდი


ადამიანში ღვთის შიშზე, ყველაზე მეტად მოწმობს სინდისისადმი მისი გულმოდგინე მორჩილება.

აბბა ისაია განდეგილი


ცხონება სულის მდგომარეობაზეა დამოკიდებული და არა ადგილმდებარეობაზე: ყველგან შეიძლება გადარჩე და ყველგან შეიძლება დაიღუპო.

თეოფანე დაყუდებული


ყველა სათნოების წყარო ღმერთია, როგორც მზე დღის სინათლისა.

ღირსი მარკოზ მოსაგრე


თუ ვინმე გჩაგრავს, არ თქვა: “დაე, ღმერთმა მოგიზღოს”, რადგან ეს თავაზიანი კრულვაა.

ბერი პაისი ათონელი


ყველა ცოდვა ძველდება ადამიანთან ერთად, გარდა ანგარებისმოყვარეობისა – იგი ყოვედღიურად ახალგარზდავდება.

ღირსი ამბროსი მედიოლანელი


ვერცხლისმოყვარისათვის მატერიალური სიმდიდრე იგივეა, რაც უგუნურისათვის ალესილი მახვილი.

იოანე ოქროპირი


კარგია გამდიდრება – სიყვარულითა და სიმშვიდით.
აბბა ევაგრე


როგორც ღმერთი მართავს სამყაროს, ასევე უნდა მართოს სულმა სხეული.
აბბა თალასი


სხეულის მარხვა სულის საზრდოა.

იოანე ოქროპირი


რამდენსაც სხეულს წაართმევ, იმდენივე ძალას სულს შემატებ.

ბასილი დიდი


არ დაიჯერო, რომ კაცს გამაძღარი სტომაქით ლოცვა და მონანიება შეეძლოს.

წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოზე)


შეუძლებელია ცეცხლი წყალში ენთოს, ასევე შეუძლებელია სინანული მარხვის გარეშე.

იოანე ოქროპირი


არ წარიკვეთო სასო, რადგან უფალი მოწყალეა, მაგრამ არც უდარდელი უნდა იყო, რადგან უფალი სამართლიანია.

იოანე ოქროპირი


ნუ გაგიკვირდება იმისი, ვინც ამქვეყნიერ დიდებას მიაღწია; გიკვირდეს იმისი, ვინც მოიძულა მიწიერი დიდება.

ღირსი ეფრემ ასური


მონათლული ჩვილები ზეციურ საიდუმლოებებს ხედავენ: რადგან ისინი წმინდები არიან, საზიარებლად ანგელოზებს მიჰყავთ, რომლებიც ყოველთვის უცქერენ ღვთის სახეს.

ბერი პაისი ათონელი


მორწმუნის უპრიველესი მოვალეობა ვნებებისაგან გაწმენდაა, რათა ტაძარი მოუმზადოს სამჰიპოსტასოვან ღმერთს.

თეოფანე დაყუდებული





Комментариев нет:

Отправить комментарий