ღმერთი

ღმერთი

четверг, 15 мая 2014 г.

რომის პაპი უცხოპლანეტელების მოსანათლად მზადაა

14 მაისი

რომის პაპმა ფრანცისკმა სენსაციური განცხადება გააკეთა, როდესაც თქვა, რომ ვატიკანის კარები ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის, მათ შორის უცხოპლანეტელებისთვისაც. აღნიშნული განცხადება დაემთხვა იმ ფაქტს, რომ ბოლო პერიოდის მანძილზე ის რამდენჯერმე დაინახეს დედამიწის სხვადასხვა წერტილში, - წერს Mirror-ი.

განცხადება, რომელმაც შოკში ჩააგდო ბევრი, რომის პაპმა წმინდა პეტრეზე ქადაგების დროს გააჟღერა.

,,წმინდა პეტრემ ღმრთისადმი რწმენისკენ მოაქცია ბარბაროსები, მიუხედავად იმისა, რომ მათ ქრისტიანები არ უყვარდათ. მე სავსებით ვეთანხმები მის ქმედებას... წარმოიდგინეთ, რომ ხვალ ჩვენთან ჩამოფრინდებიან უცხოპლანეტელები. ისინი იქნებიან მწვანე ფერის და დიდი ყურებით, როგორც საბავშვო ნახატებზეა. უეცრად ერთ-ერთი მათგანი იტყვის: ,,მე მსურს მონათვლა’’, რა უნდა ვქნათ, მაშინ ჩვენ?’’- მიმართა ფრანცისკმა შეკრებილებს. მისი განმარტებით, ბიბლია უგულვებელყოფს მორწმუნეთა დისკრიმინაციას მათი ნებისმიერი სახის განსხვავეულობის მიუხედავად.

,,როდესაც ღმერთი გვიჩვენებს გზას, ნუთუ ჩვენ ვიტყვით: ,,არა, ღმერთო ეს უაზრობაა! ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენებურადო.’’ ვინ ვართ ჩვენ, რომ მათ ცხვირწინ კარები მივუხუროთ?!’’, - აღნიშნა რომის პაპმა.

ფრანცისკის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი საცეცი იქნება მის მიერ გაწვდილ ხელზე, ის მაინც მზადაა ხელი ჩამოართვას.

ბრიტანელი ჟურნალისტები ხუმრობით ამბობენ, რომ უცხოპლანეტელებმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.


http://news.ge/ge/news/story/89257-romis-papi-utskhoplanetelebis-mosanatlad-mzadaa



Комментариев нет:

Отправить комментарий