ღმერთი

ღმერთი

пятница, 23 мая 2014 г.

უსუფაშვილმა ბიბლიას ბოროტება უწოდა

21 მაისი, 2014.

მას შემდეგ, რაც 2 მაისს დეპუტატად წოდებულმა 104-მა მანდატიანმა ანტიდისკრიმინაციული კანონი გრიალ-გრიალით მიიღო, «მეოცნებეთა» ორპირობას საზღვარი არ აქვს. ივანიშვილის პოლიტიკურმა ნაშიერებმა სინდისი სულ დაკარგეს, ზოგმა ჩოხა-ახალუხს მიაფურთხა, ზოგმაც მილიონი იშოვა და ახლა მამალი «ლიბერასტის» რიტორიკით გვარწმუნებს, კანონში სახიფათო ვერაფერი ვნახეო.


ეგეც არაფერი, წინა კვირას სამპროცენტიანების «ატამანმა» დავით უსუფაშვილმა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა და, არც მეტი არც ნაკლები, ბიბლია ბოროტებად გამოაცხადა. მისი თქმით, ქრისტე ჯვარს აცვა «უსულო», უღირებულებო კანონზე დაფუძნებულმა სახელმწიფო სისტემამ, ხოლო არანაკლები ბოროტებაა თურმე სახელმწიფოს მართვა ბიბლიით, ნაცვლად კონსტიტუციისა. მეტი თვალსაჩინოებისთვის უცვლელად გთავაზობთ მცირე ამონარიდს უსუფაშვილის ამ ვრცელი გამოსვლიდან, რომელიც უხვად შეიცავდა ე.წ. ნეოლიბერალთათვის გულისმოსაფხან «მარგალიტებს»: «ქრისტეს არაფერი უთქვამს სახელმწიფოზე, კულტურაზე, საზოგადოებაზე, ერზე, ისტორიაზე, უფლებებზე. იგი საუბრობდა ადამიანზე და არა რაიმე ნიშნით გაერთიანებულ და ორგანიზებულ ადამიანთა ერთობებზე. ადამიანთა ერთობის ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ერთდროულად ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს პიროვნულ თავისუფლებასაც, უსაფრთხოებასაც, სამართლიანობასაც და ეკონომიკურ განვითარებასაც, შემოგვთავაზა სწორედ ქრისტიანობის საძირკველზე აღმოცენებულმა ლიბერალურმა დემოკრატიამ (კომუნიზმი _ ზრუნვა ყველას ბედნიერებისთვის და ამით თითოეულის გაუბედურება; ლიბერალური დემოკრატია _ ზრუნვა თითოეულის ბედნიერებისთვის და ამით ყველას გაბედნიერება).» მოკლედ, პატივცემულ თავმჯდომარეს თუ დავუჯერებთ, კომუნიზმის ეპოქაში თურმე თითოეული მოქალაქე უბედური ყოფილა, ხალხს არც სამუშაო ჰქონია და არც სასმელ-საჭმელი (განათლების ან ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია). მერე თურმე «ბოროტების იმპერია» დანგრეულა და ლიბერალურმა დემოკრატიამ სულზე მოგვისწრო...


ანუ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, იბერია გაბრწყინებულა. მეგობრებო, უსუფაშვილის ამ «სიბრძნეში» რომ ჭეშმარიტების მარცვალი არ არის, გარდა დასავლელი იმპერიალისტების ლოგიკისა, ამას უჩემოდაც მიხვდებით. რაც შეეხება გამოსვლის იმ ნაწილს, რომელშიც სარწმუნოებაზე იყო საუბარი, უსუფაშვილმა ქრისტიანობა, პრაქტიკულად, ლიბერალურ დემოკრატიასთან გააიგივა, იმ დემოკრატიასთან, რომელიც ქადაგებს, რომ ცოდვა, როგორც ასეთი, არ არსებობს, ხოლო ლგბტ-ს, ანუ სექსუალურ უმცირესობებს გაგებით უნდა მოვეკიდოთ.


ახლა აქ სახიფათო რა შეიძლება დავინახოთ: უსუფაშვილს რომ ეთქვა, სახელმწიფო და რელიგია გამიჯნულია ერთმანეთისგან, ამიტომ ის, რასაც რელიგია ცოდვად მიიჩნევს, კანონმა არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად აკრძალოსო, მეტ-ნაკლებად გავიგებდი. ეს მათი (ლიბერასტების) ცნობილი თეზაა, მაგრამ, მან სულ სხვა მინიშნება გააკეთა, ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანობა ის კი არ არის, თქვენ რომ გგონიათ, ჭეშმარიტი ქრისტიანობა დასავლური ლიბერალიზმიაო. ახლა მივყვეთ ლოგიკას: რა არის და რას გულისხმობს ეს ე. წ. დასავლური ლიბერალიზმი? ამის ნათელი მაგალითი თანამედროვე ევროპაა, ლგბტ საზოგადოების უფლებების წამოწევაზე ორიენტირებული ღირებულებითი სისტემა. აბა, კარგად გაიხსნეთ, რა მოხდა საფრანგეთში 2012 წლის მიწურულს, მიუხედავად საზოგადოებაში არსებული მკვეთრი პროტესტისა, ფრანსუა ოლანდმა ხელი მოაწერა ერთსქესიანთა ქორწინების კანონპროექტს. მეტიც, მან ცინიზმიც არ დაიშურა უკმაყოფილო მოქალაქეების მისამართით და ერთ-ერთ გამოსვლაში ამაყად განაცხადა: «ეს მთელი საზოგადოებისთვის პროგრესული ნაბიჯიაო». ამ დროს პარიზის ქუჩებში დემონსტრაციის ცეცხლი გიზგიზებდა, ხალხი სიცოცხლის ფასად უპირისპირდებოდა გლობალისტების ძალადობას.


ახლა ამერიკა ავიღოთ, 2009 წელს პრეზიდენტის ინაუგურაცია დასრულებული არ იყო, რომ ბარაკ ობამა გამოვიდა და ხაზგასმით აღნიშნა, სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვა ჩემი პრიორიტეტი იქნებაო. ამით მან შეერთებული შტატების ისტორიაში თავი ჩაიწერა, როგორც პირველმა პრეზიდენტმა, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების მოთხოვნით გამოვიდა. მერე და მერე მისმა ამ ინიციატივამ კამპანიის ხასიათი მიიღო და, ბოლოს რაც მოხდა, ყველამ კარგად ვიცით _ საყოველთაო პროპაგანდამ იმდენი გააკეთა, რომ ქვეყნის 50 შტატიდან 19-ში უკვე ოფიციალურადაა ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონებული. შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, 2008 წელს, ობამა აცხადებდა, ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირით უნდა შემოიფარგლოსო. ეს მისი ცალსახა პოზიცია იყო და მაშინ მას ამაში ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსები ეთანხმებოდნენ.


ახლა ამ ყველაფერს რისთვის ვიხსენებ: 2012 წელს, როცა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო და საზოგადოებას ამცნო, დემოკრატიით დასავლეთსაც გავაკვირვებო, თავისი ამერიკელი გარანტორის _ ბარაკ ობამას მსგავსად, მის თავშიც სულ სხვა მზაკვრობა ტრიალებდა. როგორც აღმოჩნდა, გაკვირვებაში ის იმას კი არ გულისხმობდა, რომ სამართლიანობას აღადგენდა, გამოუძიებელ საქმეებს გამოიძიებდა ან თუნდაც ხალხს წართმეულ ქონებას დაუბრუნებდა, _ არა, მას მხედველობაში ჰქონდა ის პროცესები, რომელთა განხორციელების მცდელობასაც დღესდღეობით ვხედავთ _ ეკლესიის, როგორც ინსტიტუტის დისკრედიტება და, რაც მთავარია, საზოგადოებრივი აზრის, ცნობიერების მაქსიმალური სეკულარიზება. მიუხედავად ყველაფრისა, ვერც ერთი დასახული მიზანი წელიწად-ნახევრის თავზე მიღწეული ვერ იქნა და «ოცნებამ» კარგად იცის, რომ ვერც ვერასოდეს იქნება. ამიტომ გამოტოვეს «ნეოლიბერალებმა» აქ ბრძოლის პირველი ეტაპი _ მართლმადიდებლობის იდეოლოგიური მოკვდინება და პირდაპირ გადავიდნენ ქმედებაზე... ეს უკვე ძალადობის გაცხადებული გზაა, ხელისუფლებამ თავადვე იკისრა დამკვეთის ფუნქციაც და შემსრულებლისაც. საზოგადოებამ როლი შეიცვალა, იგი წარმოჩინდა ბნელ, ერთფეროვან მასად, რომელიც ჯერ კიდევ თურმე საბჭოთა იდეოლოგიის ინერციით მიდის. «ლიბერალების» მტკიცებით, ის საჭიროებს რეფორმას, მოდერნიზებას და ადაპტირებას თანამედროვეობის გამოწვევებთან. ერთი სიტყვით, ქართველი ხალხის ცნობიერებაში დასანგრევია ორი რამ _ რელიგია და საბჭოთა კავშირი.


ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით, შეიძლება ითქვას, ამ პროცესის რუბიკონი გადაილახა. ეს იყო ხელისუფლების საპროგრამო მოქმედება და, დასავლეთის გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, ფაქტობრივად, ნათელია, რა იქნება მომავალში. დიახ, ხელისუფლება მალე დაიწყებს ლაპარაკს იმაზე, რომ დასავლელი პარტნიორები ახლა კიდევ უფრო მეტს ელიან ჩვენგან, რომ ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ პროგრესის გზაზე და ლიბერალური დემოკრატიის ცხრა მთას უნდა გადავახტეთ... მიაქციეთ ყურადღება, რა თქვა წინა კვირას თბილისში ვიზიტით მყოფმა ჰერმან ვან რომპეიმ: «ასოცირების შესახებ ხელშეკრულების შესრულების შემდეგ ჩვენ ერთი მომავალი გვექნება». ამას გვეუბნება კაცი, რომელიც სულ რაღაც ერთი თვის წინათ საჯაროდ აცხადებდა: ისეთი ცნებები, როგორიცაა ხალხი და სამშობლო, ისტორიის სანაგვეზე უნდა მოვისროლოთო; ესე იგი რა გამოდის, სად გვეპატიჟებიან «დემოკრატიის მღაღადებელნი?» _ იქ, სადაც ჩვენი სულიერი, ზნეობრივი იდენტობა შენარჩუნდება, თუ იქ, სადაც დიდი ხანია, გლობალისტთა ოკულტისტურმა იდეებმა ხორცი შეისხა?! ეს მომავლის საკითხია და დრო გვიჩვენებს, თუ საით მივდივართ, მაგრამ ერთი რამ ამთავითვე ცხადია _ საქართველომ უკვე შეაბიჯა აბლაბუდას ქსელში, საიდანაც გამოსვლა იოლი არ იქნება.


აქვე ისევ ვან რომპეის სიტყვებს მოვიშველიებ: «არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმამ, ფაქტობრივად, მაიდნის რევოლუცია გამოიწვია». არც მეტი, არც ნაკლები, ამით ევროსაბჭოს პრეზიდენტმა გაგვაფრთხილა, რომ, თუ კი აღებულ კურსს გადავუხვევთ და დირექტივებს არ შევასრულებთ, უკრაინული ჯანყის სცენარი არ აგვცდება. მორჩა, განაჩენი გამოტანილია, საქართველო დინებას უნდა მიჰყვეს. ისე, იმის გათვალისწინებით, თუ რა კატასტროფულ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ცნობიერების წინააღმდეგ მიმართულმა იდეოლოგიურმა ომმა, საბოლოოდ საქართველო ბევრად უფრო დაზარალებული შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე უკრაინა. შეიარაღებული დაპირისპირება ადრე თუ გვიან რაიმე შედეგით დამთავრდება, იდეოლოგიური დაპირისპირება კი უკვალოდ არასოდეს ჩაივლის.


დასასრულ, უსუფაშვილის კიდევ ერთ განცხადებას მოვიყვან: «ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ ეფუძნება არა იმ ფასეულობათა სისტემას, რომელიც ბერძნულ-რომაული ქრისტიანული ცივილიზაციის მემკვიდრის _ დასავლური ცივილიზაციის ნაყოფია, არამედ პირიქით _ იგი ეფუძნება იმ მსოფლმხედველობას, რომლის უმთავრესი მახასიათებელია პიროვნების თავისუფლებისა და ღირსების, სიცოცხლისა და საკუთრების უფლების ხელშეუვალობის უარყოფა...»


სამპროცენტიანების თავმჯდომარის გამოსვლა, საიდანაც ეს ამონარიდი მოვიყვანე, დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა. აქედან დროის 90 პროცენტი მან იმაზე საუბარს დაუთმო, თუ რა ბნელია ჩვენი საზოგადოება, რამდენად ჭარბობს მასში სიძულვილის ელემენტები და რამდენად შორსაა იგი ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნოების მორალისგან. ვფიქრობ, ამ ყველაფერს კომენტარი არც სჭირდება, რადგან «მამალი რესპი», ამ შემთხვევაში, უბადლოდ ახასიათებს საკუთარ თავს, მაგრამ ერთი რამ მაინც უნდა ითქვას: ვერც უსუფაშვილი, ვერც ბერძენიშვილი და ძმანი მათნი, დღეს რომ ქრისტეს ძვლის მკვნეტელობას პროგრესად აცხადებენ, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების პირობებში, მსგავს თავხედობას სიზმარშიც ვერ გაბედავდნენ. მივეცით უფლება და მივიღეთ შესაბამისი პროცესი. ეს მიზეზშედეგობრიობის ლოგიკური ჯაჭვია და მომავალში უარესსაც უნდა ველოდოთ. ისე, ბევრს რომ ჰგონია, უმოქმედობით და რაღაც ნეიტრალური მოქალაქეობრივი პოზიციის დაკავებით სიბინძურეებში გასვრისგან თავს დაიზღვევს, ნათქვამია: დუმილით გაიცემა ღმერთი... თითოეული დადუმებული, დაყრუებული და დაბრმავებული მოქალაქე დღეს, ფაქტობრივად, ხელისუფლების მოკავშირეა; პირდაპირ თუ ირიბად მისი ბანაკის, მისი ინტერესის დამცველი...



(geworld.ge, ჯაბა ჟვანია)


http://reportiori.ge/?menuid=48&id=27440&lang=1

Комментариев нет:

Отправить комментарий