ღმერთი

ღმერთი

пятница, 23 мая 2014 г.

"პატრიარქსაც გავასამართლებთ, თუ დაგვჭირდაო!!!"

გაზეთი "კვირის ქრონიკა", თამარ ოქრუაშვილი

რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ წინასააღდგომოდ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება? რა წერია იმ დოკუმენტში, რაც შემთხვევით ჩაუვარდათ ხელში სასულიერო პირებს? გვესაუბრება "წმინდა სამების" ტაძრის დიაკონი მამა ელიზბარ დიაკონიძე.

- ქრისტეს აღდგომის მადლს გილოცავთ ყველას და ყველას ვუსურვებ ქრისტეს სიყვარულის აღდგინებას საკუთარ გულებში და, რაც ყველაზე მთავარია, სულში! ძალიან რთული სიტუაციის წინაშე ვდგავართ და, კარგი იქნება, თუ არ ჩაგვაშხამეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ჩვენმა შესანიშნავმა სახელისუფლებო წრეებმა. ვგულისხმობ იმ ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რომელიც, რა აუცილებელი იყო, რომ ამ სააღდგომო დღეებისთვის დაემთხვიათ? არ სწამთ ღმერთი და არ უყვართ საქართველო ამ ადამიანებს და რა ვქნათ? ესენი, ქარუმიძე რომ უყვართ, ის ხალხია! თურმე ევროპული ხედვა აქვთ ქარუმიძეს, რატი ამაღლობელს და ვიღაცა ბურჭულაძეს.

- ერთადერთი, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, მართლმადიდებლობას ყველაფერზე მაღლა ვაყენებო.

- კი, გედევანის იმედი სულ მქონდა და ახლაც ცდილობს, კბილებით დაიცვას სიმართლე, რადგან მართალი ხედვა აქვს ამ ადამიანს. იყო დრო, რომ ამ ქვეყანაში ქვა ქვაზე არ დარჩენილა, გარდა მართლმადიდებლობისა, გუმბათი მოხადეს სიონს, მაგრამ ასი ათასი წმინდანის სახელი დარჩა, დანარჩენს კი - მაოხარი გზირის სახელი. ეს კანონია საშინელება. რასაც ჯონდი ბაღათურია ამბობდა, იმაზე მეტია კანონში, უბრალოდ, მეტი გამოთქმის საშუალება არ აქვს ადამიანს, თორემ უარესიც შეიძლება, ითქვას.

მკითხველს მოკლედ შევახსენებთ, ჯონდი ბაღათურიას პოზიციას:
"ჰომოსექსუალებს ამ კანონის მიღების შემთხვევაში შეუძლიათ მოითხოვონ ერთსქესიანთა ქორწინებაც, ჩაატარონ აღლუმები, ასწავლონ საჯარო სკოლებსა თუ საბავშვო ბაღებში, იყვნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სხვადასხვა თანამდებობაზე, ჯარში, და ა.შ. ვინც მათ, ვთქვათ, აღლუმის ჩატარებაში შეეწინააღმდეგება, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიხედვით, კანონდამრღვევი იქნება. თუ ერთსქესიანები მოინდომებენ ეკლესიაში ჯვრის დაწერას და მღვდელი მათ წინააღმდეგობას გაუწევს, ეს მღვდელიც კანონდამრღვევი გამოდის, რადგან მათ უფლებებს შეზღუდავს. აღნიშნული კანონის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობაა, რომელიც თავსაც კი იწონებს ამით. ეს არის ჩვენი ევროპული არჩევანი?! არ დავუშვებთ მსგავსი კანონის მიღებას! ეს არის "ლგბტ"-ების უფლებების გაზრდა და ეს არავის სჭირდება!"


მამა ელიზბარი:
- ნებადართულია და გამართლებულია მამათმავლების ქცევა, რაც ღვთისგან არის აკრძალული და ახლა სჯულის კანონში დახვრეტა ვერ ჩაიწერება, კუკლუსკლანი არ ვართ, რომ ვიაროთ და ქუჩაში სახრჩობელები ვაწყოთ. ამისთვის არსებობს საერო კანონმდებლობა, სადაც უნდა დაიგმოს ის, რაც ეკლესიას შეურაცხყოფას მიაყენებს, მაგრამ ჩვენში ისევ კომუნისტური მორალი სჭარბობს, როცა ეკლესიებს დაუტოვეს შენობები და აცლიდნენ სულს და ყველა სიგლახეზე ხელის მომწერი მამათმავლები და ნაძირალა ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ წახალისებული საეკლესიო იერარქიებში. ეს დირექტივა ძერჟინსკის გაუგზავნა ლენინმა და ამას იყენებდნენ. ახლა რა ხდება? მე ჩამივარდა ხელში დოკუმენტი, ამჟამად აღარც არის საინტერესო, ვინ მომიტანა ეს... (აღელვებული) სადაც ევროასამბლეის ვიცე-სპიკერი რომ ბრძანდებოდა... ეს ჩვენი ტვინგაწყალებული სააკაშვილი... და ვინაა მეტი ტვინგაწყალებული, ეგ კიდევ საკითხავია, ჩვენ თუ ის..

- გადმოგვდო ბაცილა?

- არაფერი არ გადმოუდია, გვქონდა ჩვენ ის ბაცილა, იმან გაააქტიურა, უბრალოდ, და გადაგვედო მთელ ერს, კაცო? მოკლედ, მაშინდელი მისი ხელმოწერილი დოკუმენტი მოგვიტანეს, რომელსაც გულმოდგინედ მალავდა წინა ხელისუფლება და ახალიც, სხვათა შორის... იქ წერია, რა მუხლების შესრულებაზე ვართ პასუხისმგებლები იმის სანაცვლოდ, რომ დავიმკვიდროთ ადგილი ნატოში, ევროკავშირში, რომ გრანტები მიიღონ, ხაპონ, თქვლიფონ და ქვეყანა დააქციონ. საქართველო ამ დეფინაციით არავის ვჭირდებით, ვძულვართ, რადგან მყარი მართლმადიდებლობის მიმდევრები ვართ, ვძულვართ, რადგან საუკეთესო სამოქალაქო საზოგადოება გვყავს, რომელიც მათ ყოველ სფეროში თავში ურტყამს, მაგრამ ცბიერებასა და არაკაცობაში ეგენი გვჯობიან. ამ დოკუმენტში პუნქტებად იყო ჩამოთვლილი, რა რის შემდეგ უნდა გაკეთებულიყო. მალე დაბეჯითებით დაიწყება რეგიონული ენების პრიორიტეტების საკითხის გატანა და როგორც კი ძალით დასვამენ მარგველაშვილივით სხვებსაც, აგერ ნახავთ, თუ ასე არ მოხდეს. რა უქნეს მარგველაშვილს? 50% არ მისულა ხალხი არჩევნებზე და ვინც მივიდა, ამ კაცით ყველა აღფრთოვანებულიაო, გვითხრეს. მეორე საკითხი იყო ის, რომ აუცილებელია, წინა პლანზე იყოს წამოწეული სექსუმცირესობები, როგორც სახეებად ტელე და მედიასივრცეში, ასევე საკანონმდებლო და სხვა ორგანოებში.

- რატომო? რა პრიორიტეტი აქვს ამ ხალხსო?

- რატომ და იმიტომ, რომ ამის მომდომებელს აქვს იგივე სენი. გაპიდარასტებულია ევროპა, სხვანაირად არ მიგიღებო, - ამბობს. თურმე სოდომისა და გომორის ცოდვა აქ უნდა დატრიალდეს ახლა. მიწას მოაკურკუსალებთ მეორედ მოსვლის დროსო, ნათქვამი რომაა, მართლა მიწის ჭამაზე კი არ არის ლაპარაკი, ვერაფერს მიაღწევ შენი წმინდა ზნეობით, თუ ცოლი - ცოლი და ქმარი ქმარი არ გახდებითო. ეს მე არ მინდა, რადგანაც ეს ჩემს მრწამსს მირღვევს, მე ჩემს ორ შვილს, შენ შენს ორ შვილს, ვისაც ჰყავს კიდევ, იმათ შვილებს ვუშველით, მაგრამ ამინდს ვერ შევქმნით ამით. არქიფო სეთურისგამოწვრთნილ ხალხს მაგონებს დღევანდელი საქართველო, მაგრამ რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, ეს რას დაგამსგავსათ სეთურმაო, ჩვენ მწარედ გაგვლახავენ და უკან ასინეთა პარლამენტიდან დაიძახებს, დამბაჩები აქვთ მაგათო. მაქვს ინფორმაცია, რომ იცით, 17 მაისს, რა არის დაგეგმილი? კინოთეატრ "რუსთაველში" უნდა მოხდეს ფილმის პრეზენტაცია "ელგებეტეებისთვის", რომელიც საქართველოშია გადაღებული. (ირონიით) ამით, ალბათ, სამძიმარს უცხადებენ 17 მაისს დაზარალებული "პიდარასტების" ოჯახებს. ხო დავიჭირეთ ტაბურეტკიანი კაცი ქუჩაში? ხო გავასამართლეთ? ჯერ სადა ხართ! პატრიარქსაც გავასამართლებთ, თუ დაგვჭირდაო.

- მერე, არ ეშინიათ, რომ ამ პრეზენტაციიდან გამოსულებს ვინმე გატყიპავთ?

- მერე ავდგებით და მაგისთვის დავიჭერთო! რა, არ გვაქვს ამის მაგალითი, თუ რა? არ გვითხრეს, თუ პატრიარქს შეეშლება რამე, იმასაც მოვთხოვთ პასუხსო? ამ კანონის განხილვისას ჩაბრძანდა მამა დავით ისაკაძე ქუთაისში და კომიტეტში მივიდა. არ მახსოვს იმ გოგონას სახელი, რომელიც იძარღვებოდა და ხაფი ხმით უყვიროდა, ჩაიხედეთ საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებებშიო. დიახ, ასე უნდა იყოსო. რა, ეს ხალხი არ უნდა გამოცხადდეს ერეტიკოსებად?

- ჯერ ხომ არ მიუღიათ ეს კანონი და ადრე არ არის ანათემა და ერეტიკოსობა?

- თუ იქნება მიღებული! მაგრამ რახან ეკლესია ასე წინააღმდეგი წავიდა, წესით, ამ კანონის განხილვაც კი უნდა შეწყდეს! პარლამენტმა ხომ იცის, რომ იქ ყველა ვერ ჩავა და, რომ მამა დავითი მარტო არ არის? ყველა იქ რომ წავსულიყავით, ბესელიას ადგილი არ დარჩებოდა იქ. ისე, არა მგონია, ეკა მაინცდამაინც ტაშისკვრით შეხვდეს ამ ამბავს, გედი თუ ამბობს ამას, გამოდის, ასეთი განწყობაა. და როდის ხდება ეს? ამ სააღდგომოდ, ამ ბზობასა და ამ აღდგომას! როგორ ზუსტად აქვთ შესწავლილი საეკლესიო რიტუალები, სულ გათვლილია, ვინ ვისი ხელისშემშლელია! მოუცლელი იყო ახლა ეკლესია, ჩაფლული იყო ლოცვებში და ამ დროს წამოაგდეს კანონი! ჩვენი თვალით გვაყურებინებენ, როგორ კლავენ ქრისტეს ხელახლა ამ კანონპროექტების ხელისშემწყობნი ამ ახალ მთავრობაშიც! ესენი ახლები არ არიან, ამათ ვეძახი საძაგელთა შემცვლელ მთავრობას! თქვენ იცით, რა ფაქტს ჰქონდა საქართველოს საზღვარზე ადგილი ამ ცოტა ხნის წინ? ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, გვარს არ დავასახელებ, რომელიც გულანთებული პატრიოტი გახლავთ და, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს მთავრობას და იცის, რომ ოფიცერია და ქვეყანა უნდა დაიცვას და პროფესიონალი სამხედროა, საზღვრის ახალი მონიშვნის დროს იქ აღმოჩნდა და, როცა ამ ადამიანმა დაინახა, რომ ბოძები ჩაარჭვეს რუსებმა, საზღვარი რომ გადმოსწიეს, ნახეთ, რა გააკეთა: რუსები გვერდით გასულან, 100 მეტრით დაშორებულან ადგილს და ეს კაცი თურმე მიადგა ამ ბოძებს, სათითაოდ ამოთხარა და თავის ჯარისკაცებს ბოძები წააღებინა ჩვენს შტაბში. ჯანი უწყობს ხელს და 9 ბოძი ამოგლიჯა და წამოიღო მაინც.

- მეტი ვერ მოასწრო?

- ჰოო და, ახლა გეტყვით, რატომ ვერ მოასწრო: უკუიხმეს ჩვენს სამინისტროში და აუკრძალეს იმ ტერიტორიაზე მისვლა, დღეს უკვე უფლებამოსილება აღარ აქვს, რამე განახორციელოს. მაგას ვინ ჩივის, კინაღამ სამსახური დაატოვებინეს. როგორო, კაცოო, რუსების "სტოლბები" როგორ ამოთხარეო და, რომ ამოთხარე, იქით რატომ არ გადაყარე, ეს უკვე ნივთმტკიცებააო. ამ დროს არ უჩივლიათ იმ რუსებს, არ გაუღიათ ხმა! რომ დაინახეს ეს ამბავი, ეტყობა, გადარეკეს, სადაც საჭირო იყო და, სულ რომ არ ყოფილა საჭირო ჩივილი, ეს კაცი ისე კოხტად მოაშორეს იქაურობას. ამის მერე მიდგნენ ეს რუსები და ხელახლა ჩაარჭვეს ეს ბოძები. ამ კაცს სიხარულით მოხსნიდნენ, მაგრამ დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე და მთლად მასე ვერ მოექცნენ, მაგრამ უფლებამოსილება ხომ წაართვეს? რა, ყირიმის წამღები რუსი ამბავს არ ატეხდა, ასატეხი რომ ყოფილიყო? და ბოძები წამართვა საქართველომო, არ დააწევდა ვაი-უშველებელს? რა, აქ არ იქნებოდა უკვე თბილისში, ჩემი ბოძები დამიბრუნეთო? რუსი სახტად დარჩა, ეს ერთი კაცი რომ შეებრძოლა და შეიძლება, იმ ერთი რუსი გენერლისთვის ეს ერთი კაცი უფრო დასაფასებელია, ვიდრე მთელი საქართველო და მართალიც იქნება. ჩვენ კი ამას მივდექით და დავეტაკეთ. გამოდის, ვაჟკაცობაა დასაგმობი და "პიდარასტობა" კი წასახალისებელი! ჩიორა გამოვიდა იმავე დღეს და ჩვენ ამ კანონს ვუჭერთ მხარს, იმიტომ რომ გადასარევიაო. ამ ქალს ქართული არაფერი გააჩნია? გვარი აქვს ერთი ქართული და სწორედ მაგნაირებმა ამოიღეს გრაფიდან მამის სახელიც და ეროვნებაც. ისე, რეკლამას თუ აკვირდებით, "მაესტროზე" რომ გადის?

- რა რეკლამას?

- რას და ფეხმძიმე ქალი ზის და შვილს ელაპარაკება მუცელში რაღაც სისულელეებს: გოგო მეზრდები, შვილო, და არავინ თქვას, რომ შენ ქმარმა უნდა გარჩინოს და არ იფიქრო მაგაზე და ტატატა და იწერება, "გოგო გათხოვდება და ქმარმა უნდა შეინახოსო", ეს გადაიხაზება და იწერება, "დაამსხვრიე სტერეოტიპი". მერე ცოტა ხანში მეორე რეკლამაა, ახლა ბიჭი ელაპარაკება თავის შვილს: კაცი ხარ, მამა, და გენაცვალე და ცოლ-შვილი უნდა შეინახო შენ და უცებ იწერება, "ქმარმა უნდა იზრუნოს ოჯახზე", ეს გადაიხაზება და იწერება, "დაამსხვრიე სტერეოტიპი"!

- ანუ, მე ვარ "ატვეჩაი" საკუთარ თავზე?

- დიახ. არც ცოლი გაინტერესებს და არც ქმარი, ანუ, სიყვარული და ზრუნვა აღარ არის. ავდგეთ და დავწეროთ ხელშეკრულება: ორშაბათს ერთად ვწევართ, სამშაბათს ყანას ერთად ვთოხნით, ოთხშაბათი და ხუთშაბათი დასვენების დღეებია და შაბათ-კვირას "პა უსმატრენიუ". გვაქვს ხელშეკრულება, რომ ნივთს რომ ვიყიდით, ჯერ ნოტარიუსთან უნდა გავიქცეთ და დავაფიქსიროთ, რომ თუ გავიყარეთ, მაცივარს შენ წაიღებ და კარს მოვხსნი და მე თან წავიღებ. თან იქ ყოველ გადაცემაში ნოტარიუსის რეკლამაა, ნოტარიუსთან გაამყარე პოზიციაო.

- თუ გადავიფიქრე?

- როგორ გეკადრებათ, უკვე დამტკიცდა ნოტარიულად და, რამდენიც გინდათ, გადაიფიქრეთ! ყველა გაყრილი დამეთანხმება, რომ ეს ცუდია და ტკივილია, მაგრამ ჩემი ღირსება არ მაქვს? ამათ ღირსება არ სჭირდებათ. გუბაზს იმ დღეს ათქმევინა ძველმა სისხლმა, რომ ჩვენ კავკასიელები ვართ და აქ ყველაფერი სხვა განზომილებით იზომებაო. ვისი ხელისბიჭებიც ეგენი არიან და მათი რომ აქეთ მოაქვთ, ეს კავკასიაში არ გამოდგება არასოდეს. აქ მიიღება ის, რომ ამხელა რუსეთს ზემო იმერეთისხელა ჩეჩნეთისგან მოსვენება არ აქვს: ათ წელიწადში ორჯერ ეს ხალხი რუსეთს შეაწყდა. არც ჩვენ დაგვიკლია არაფერი და ამაზე უნდა იფიქრონ ამათ ყველამ, ვისაც ეს დავიწყებული აქვს.

22-04-14

alia.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий