ღმერთი

ღმერთი

пятница, 2 мая 2014 г.

ანათემა- anathema

ანათემა (ბერძნ. anathema — დაწყევლა) — საეკლესიო განკვეთა, დაწყევლა, შეჩვენება, უდიდესი სასჯელი ქრისტიანულ ეკლესიაში. ქართულ ეკლესიაში ანათების შესატყვისას ზოგჯერ იხმარება „შერისხვა“.

ანათემის გამოტანის უფლება ჰქონდა საეკლესიო კრებას, კათოლიკურ სამყაროში — პაპს. იყო დაშინების საშუალება. ანათემა გამოუცხადეს ბარუხ სპინოზას, სტეფანე რაზინს, ემელიან პუგაჩოვს, მრავალ მეცნიერსა თუ მოღვაწეს. 1918 წელს პატრიარქმა ტიხონმა ანათემა გამოუცხადა საბჭოთა კავშირს. ამჟამად ანათემას მიმართავს ვატიკანი.



****

ანათემა - ბერძ. anáthema (ზმნიდან anatithénai „ზემოდან დადება“)-ღმრთისადმი მიძღვნილი „აღთქმული შესაწირავი“; შემდეგ, ბიბლიურ ბერძნულ ენაში აღნიშნავდა ღმრთისათვის პატივის მისაგებად განადგურებულ პირს ან საგანს; დასასრულ, ქრისტიანული გაგებით, ამ სიტყვამ „შეჩვენების“ მნიშვნელობა შეიძინა. საეკლესიო ენაში ანათემა ერეტიკული ან არასწორი დებულების დაგმობას ან განკვეთას აღნიშნავს. ეს უკანასკნელი წარმოადგენს გამაჯანსაღებელ დამსჯელ სანქციას ან საეკლესიო სადისციპლინო ზომას, რომლის ძალითაც მორწმუნე გამორიცხულია ეკლესიასთან ერთიანობისაგან და მოკლებულია სულიერ სიკეთეს.


****


რა არის ანათემა?


ანათემა განკვეთას, მოკვეთას ნიშნავს. როცა ეკლესია ანათემას გადასცემს რომელიმე სწავლებას, ეს იმის მაუწყებელია, რომ სწავლება სულიწმიდის გმობას შეიცავს. როგორც საკვებისთვის შხამის მოცილებაა საჭირო, ასევე, მოკვეთილი უნდა იქნეს იგი სულის გამოხსნისათვის



რაში მდგომარეობს ანათემის მნიშვნელობა?


ანათემის მნიშვნელობა ადამიანის სულის უძლურების სულიერ, ეკლესიურ მკურნალობაში მდგომარეობს. ეს სენი საუკუნო სიკვდილს იწვევს.




წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი



Комментариев нет:

Отправить комментарий