1 მაისს მეორე მოსმენაზე პარლამენტმა შესაშური ერთსულოვნებით დაუჭირა მხარი კანონპროექტს: „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“. 112- მომხრე, 0- წინააღმდეგი. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, პარლამენტში ერთი კაციც არ აღმოჩნდა, რომელიც გაბედავდა და წინააღმდეგ მისცემდა ხმას.
ეს იმ პარლამენტში, რომელმაც შარშან იმავე 1 მაისს ჩემს მიერ მომზადებული კანონპროექტი: „აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვა“, რომელიც კობა დავითაშვილმა გაიტანა მეორე მოსმენაზე ჩააგდო.
იმ პარლამენტმა, რომელმაც შარშან ასევე ჩემს მიერ მომზადებული კანონპროექტი ცალმხრივი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ (საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება) არც კი განიხილა. იმ პარლამენტმა, რომელმაც მიჭირს გავიხსენო ბოლოს როდის (ან საერთოდ) მიიღო რაიმე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კანონი, გარდა უცხო ქვეყნებიდან წამოსული დირექტივებისა.
დისკრიმინაციის კანონთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილისგან მოვისმინეთ ყოვლად უპასუხისმგებლო სიტყვები: „საკითხი დგას შემდეგნაირად - მივდივართ ევროპისკენ თუ ვრჩებით რუსეთში“
ჯერ ერთი პარლამენტის თავმჯდომარე რატომ თვლის, რომ ეხლა რუსეთში ვართ და მეორეც პარლამენტის ასეთი ერთსულოვნება/მორჩილება არამგონია ევროპისთვის დამახასიათებელი იყოს.
რესპუბლიკელმა ლევან ბერძენიშვილმა კანონის მოწინააღმდეგეებს ბნელები და გაუნათლებლები უწოდა. ეკა ბესელიამ ამ კანონის მიღება სულაც პატრიარქს დააბრალა: "პატრიარქს რომ კატეგორიული წინააღმდეგობა გაეწია დისკრიმინაციის კანონზე, ჩვენი პოზიციაც იქნებოდა სხვაგვარი"
ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების აუცილებლობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ჭრილში.
გარდა იმისა, რომ თუ ჭკვიანად მოვიქცევით ევროპასთან უვიზო მიმოსვლით დაგვასაჩუქრებენ, თავმოყვარე ქვეყნისთვის დამამცირებელია. ასევე ბუნდოვანია საქართველოს ისედაც კატასტროფული დემოგრაფიული მომავალი, ევროპასთან სავიზო ლიბერალიზაციის შემდეგ.
იმედი მაქვს, პარლამენტში ამიერიდან სიტყვა ჩმორს უარყოფით კონტექსტში აღარავინ იხმარს.

აგრეთვე ველოდები მორიგ დირექტივას და არ გამიკვირდება ეს ქვეყნის დასახელება „საქართველო“ შეცვლაც იყოს. იმ მიზეზით, რომ ამ ქვეყანაში სხვა ეროვნებებიც ცხოვრობენ და დასახელება საქართველო დისკრიმინაციის ელემენტებს შეიცავს. თუმცა დასახელებას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, ჩვენ დიდი ხანია საქართველოში აღარ ვცხოვრობთ, თუ არ გჯერათ პარლამენტის თავმჯდომარეს შეეკითხეთ.
ზვიად ტომარაძე
არასამთავრობო ორგანიზაცია:
„ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი
geworld.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий