ბატონო გიორგი.
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, დღეგრძელობა და ბედნიერება
მოგანიჭოთ უფალმა,ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს შემწე.ამინ!
ქრისტიანულმა რელიგიამ დღემდე მოიყვანა საქართველო, და ის ნებისმიერ
პროპაგანდაზე ძლიერია! მთავარია თვითონ ხალხმა არ დაკარგოს ეს გზა და სწორი
არჩევანის გაკეთება შევძლოთ.
ანტიდისკრიმინაციული კანონი და ამ კანონის დაცვა, სულიერად სუსტი
ინდივიდუმებისა და გონებაშეზღუდულთა აზროვნების მოდელია. პროვინციულ
ავანგარდისტთა არასიცოცხლისუნარიანი, პრიმიტიული ფილოსოფიზმია.
ამ სახით, ამ კანონის შემქმნელებს არ შეუძლიათ ორგანიზაცია გაუკეთონ
მატერიალურ და სულიერ ძალებს, რომელიც ჭეშმარიტებისაკენ ისწრაფვის.
“ჭეშმარიტებისადმი მისწრაფება ადამიანის ბუნების საუკეთესო თვისებაა“.
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, დღეგრძელობა და ბედნიერება
მოგანიჭოთ უფალმა,ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს შემწე.ამინ!
ქრისტიანულმა რელიგიამ დღემდე მოიყვანა საქართველო, და ის ნებისმიერ
პროპაგანდაზე ძლიერია! მთავარია თვითონ ხალხმა არ დაკარგოს ეს გზა და სწორი
არჩევანის გაკეთება შევძლოთ.
ანტიდისკრიმინაციული კანონი და ამ კანონის დაცვა, სულიერად სუსტი
ინდივიდუმებისა და გონებაშეზღუდულთა აზროვნების მოდელია. პროვინციულ
ავანგარდისტთა არასიცოცხლისუნარიანი, პრიმიტიული ფილოსოფიზმია.
ამ სახით, ამ კანონის შემქმნელებს არ შეუძლიათ ორგანიზაცია გაუკეთონ
მატერიალურ და სულიერ ძალებს, რომელიც ჭეშმარიტებისაკენ ისწრაფვის.
“ჭეშმარიტებისადმი მისწრაფება ადამიანის ბუნების საუკეთესო თვისებაა“.
საქართველომ, კანონში, ხელოვნებაში, სპორტში,მეცნიერებაში თუ რაშიც გნებავთ
ყველაფერი ქართულ ფესვებზე და „საღმრთო“ ვალდებულებებზე უნდა შექმნას
და ქართულ მიწაზე მყარად უნდა დაამიწოს.
ყოველი შემოქმედი და ქვეყანა მხოლოდ ამგვარ თუ სხვა მსგავს მარადიულ
ღირებულებებზე შეძლებს ინდივიდუალური და განუმეორებელი თვითმყოფადობის
შენარჩუნებას, სხვა მხრივ ყოველივე ბოროტ სასმელთან ზიარება იქნება,რომელიც
სნეულებას, სიბილწეს და ტაკიმასხარაობას მოიტანს!
საუბედუროდ საქართველო დღეს ამ ზიარების რიგში დგას და რეალურად
ბოროტსასმელთან მოზიარებელია!
დღემდე ამდენი მარცხისა და უმძიმესი განსაცდელების შემდეგ აუწყობელი
ქართული სახელმწიფოს სულიერად სუსტი მოპოლიტიკანე ინდივიდუმებმა,
რომელთაც დავიწყებული აქვთ საკუთარი წარმომავლობა, წარსული, სამშობლო,
დედულ-მამული და სხვის ფანდურზე მობუქნავეებს ყბედობის საღერღელი
აქვთ აშლილი და მათი მკვდარი სიტყვების მტვერით ქართველი წმინდანების
ძვლებით გაპოხილ მიწაზე მცხოვრებ ბრწყინვალე ქართველ ერს, ივერიის
მრავალსაუკუნოვანი მოწამეობრივი გვირგვინით შემკობილ სამოციქულო
ეკლესიას, უნდათ რომ სული დაუბნელონ!
ამ ტიპის ჭკუათხელი “მანქურთები“,ქრისტიანულ საქართველოში უჩვეულო
მკრეხელურობით ღვთის არსებობის უარყოფამდეც კი მიდიან და დემოკრატიის
ნიღბით ათეისტების მოძღვრებისა და სხვათა ქვეყნებში ატეხილი ჭირის დანერგვას
ცდილობენ. ამ სახის ძალმომრეობა ახრჩობს ქართველთა კეთილდღეობას და
მშვიდობიანობას. გონებაშეზღუდულებმა იციან,რომ ქართული ეკლესია დიდი
პატივისცემითადა ავტორიტეტით სარგებლობს. დასავლეთიდან შემოგდებული გეგმაა.
პირველ რიგში ვითომ ერთგულებისა და ფარისევლური სიყვარულით
შეუმჩნევლად ქართველებს თავს დაატეხონ ეკლესიისა და მართლმადიდებლობის
დაკნინება და ქართულ ეკლესიაში განახორციელონ არეულობა, გააძლიერონ
ხალხთა განხეთქილება, სიძულვილი, გათიშვა და ისტორიულად ეროვნული
ორგანიზმი – ქართული სახელმწიფო აღაგავონ პირისაგან მიწისა...
ადამიანების ის კატეგორია, რომელნიც ამ კანონს იცავენ ათონელი ბერი პაისის
განმარტებით იმ ბუზის მსგავსნი არიან, რომელიც ბაღში სურნელოვან ყვავილებს
გადაუფრენს და ყოველთვის ჭუჭყისა და ღობის ძირში საქონლის ნეხვის ძებნაშია,
უწმინდურების ძიებაშია, მის ქექვაშია და სიმყრალის ტკბობაშია.
ქართველი ეპისკოპოსი ექვთიმე ამბობს:
„ისტორია იგი დიდებული ტაძარია.ქართველები ქრისტესადმი რწმენისთვის სისხლს
ღვრიდნენ და მისი სიწმინდე შემოინახეს”.„ქრისტეს რჯული ქართველებისათვის
მარტო სარწმუნოებითი აღსარება კი არ არის. იგი ამასთან ერთად საქართველოს
გამაერთიანებელი ქვითკირიც არის.
ყოველივე აქედან გამომდინარე,
საქართველოს პრეზიდენტს მოგიწოდებთ,
ავადსახსენებელ კანონს ვეტო დაადოთ,
ხოლო ვეტოს შემდგომ ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ქართული საზოგადოების
სულისკვეთება და საზოგადოებრივი სიმშვიდის უზრუნველყოფის მიზნით უახლოეს
პერიოდში ხელმეორედ განაახლოს კანონზე მუშაობა და განახორციელოს ქართველი ერის
ინტერესების, ტრადიციების დასაცავად მუხლებისა და ამ ნორმების კანონში
ასახვა.
მიიღოს კანონი ლგბტ ფასეულობების პროპაგანდის აკრძალვის შესახებ!
წლების განმავლობაში კავკასიაში ჰომოსექსუალები არსებობდნენ და არსებობენ,
მაგრამ მათი დევნა არ მომხდარა.
სხვა მხრივ,
მიუხედავად ქართულ გენში მიტევების უნარისა, ქართველის უკუდრკება არ იქნება
და თავს შესწირავს მას, რისთვისაც ორი ათასი წელიწადი თავი შეუწირავს.
ის,რაც ღმერთთან არ გვაახლოებს სიბილწეა, მიუღებელი კანონი გაამძვინვარებს
ქართველთა გულებს, ყოველივე ცეცხლის ალს მიეცემა და მახვილით განიგმირება,
ხოლო ჩვენი მძიმე და მწარე ხვედრის ერთადერთი შემამსუბუქებელი, იმედი და
თავშესაფარი – ღვთისმშობელი იქნება.
ღვთის საკადრისი ჩვენი ერი და ღვთისმშობელის წილხვედრი ჩვენი ქვეყანა,
ფერფლადაც რომ იქცეს "მკვდრეთით აღსდგება". საქართველო დათრგუნული
მდგომარეობიდან გამოვა,სიყვარული სიძულვილზე იზეიმებს, კეთილდღეობა
დაისადგურებს და ნამდვილ ქართულ ტრადიციებზე დაფუძნებულ ქვეყანაში
ლგბტისტები საქართველოს მიწაზე ფეხს ვერ მოიკიდებენ.
გაუმარჯოს ილია მართლის გზას!
“გზას ჭეშმარიტებისას, სიკეთისას, ღვთისას“...
თქვენო აღმატებულებავ,
იმედს ვიტოვებთ,
ქართველი ერის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეს თქვენს გულს, როგორც
საუკეთესო ნიადაგს მიაგებებთ და ძველი ბერძნული ლეგენდის მიხედვით,
გაბედულად, “გორდიას კვანძით“ – მეფური ჟესტით კანონზე ვეტოს განახორციელებთ
და კანონშემომქმედებს უმძიმესი შეცდომის გამოსწორების შანს მისცემთ!
ვიმედოვნოთ,
ბოროტ გამზრახველთა მოქმედებას წერტილი დაესმევა და ჯვარმოსილ ქართულ
ეკლესიას და ქართველ ერს ღირსეული პატივი მიეგება.
"სიყვარულის, ერთიანობის, ძლიერების,
ქართველთა მოდგმის გადარჩენის იმედით" – ესპანეთიდან.
გენო ცაავა.
კინო რეჟისორი,
მხატვარ–დიზაინერი,
პროდიუსერი.
2014 წლის 3 მაისი.
პ.ს.
წმინდა მამის და აღმსარებელის, არქიმანდრიტ გაბრიელ სალოსის ნაანდერძევი
და წინასწარ მეტყველება.
თუ ვინმე მომავალში აპირებს სინანულს, სჯობს ახლავე შეინანოს მცდარი
გადაწყვეტილება ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებასთან დაკავშირებით,
რომ მერე მისთვის გვიანი არ აღმოჩნდეს, რადგან გარყვნილების და
უზნეობის დაკანონება არის იმ იშვიათ ცოდვათაგანი, რომელიც მყისიერად
მოითხოვს ღმერთისგან შურისძიებას. არ შეგეშალოთ, ის რაც სხვა ქვეყნებში
დროში ყოვნდება მათი ურწმუნოების და უგუნურობის გამო, ჩვენს ღვთივრჩეულ
და ღვთისმშობლის წილხვედრ ერში, ღვთისაგან მყისიერი სასჯელით
დაგვირგვინდება და თან დაისჯება მთელი ერი, თუკი მივეცით მათ საშუალება ამ
კანონისდაკანონებისა!
ვისაც რწმენა შეგრჩენიათ მთავრობასა და პარლამენტში, ხელისუფლებასა
და ერში,ეკლესიის თავის, იესო ქრისტეს სახელით, გევედრებით ნუ დაატეხავთ
საქართველოს ღვთის რისხვას!
Комментариев нет:
Отправить комментарий