მამა გიორგიმ (ზვიადაძე), „მოამბესთან" საუბრისას, პატრიარქის თურქეთში ვიზიტი შეჯამა. მისი თქმით, საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე, თურქეთში მცხოვრები მართლმადიდებელი მრევლისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებას, ასევე ოშკსა და არდაშენში ეკლესიების ამოქმედებასა და იქ ბერების მსახურების აღდგენას ითხოვს.
„პატრიარქმა , რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დააყენა. პირველი არის ის, რომ მუსლიმურ თემს საქართველოში აქვს იურიდიული სტატუსი და სასურველია, რომ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჰქონდეს იურიდიული სტატუსი. ყველაფერ იმის გათვალისწინებით, თუ რა ხელსაყრელი პირობებია მუსლიმური თემისთვის საქართველოში, საქართველოს პატრიარქმა საჭიროდ მიიჩნია დაეყენებინა საკითხი ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთში გაიხსნას მონასტრები. ოშკში და არდაშენში, სადაც საეპისკოპოსო კათედრა იყო, სასურველია ბერებმა იცხოვონ ამ მონასტრებში",- განაცხადა მამა გიორგიმ (ზვიადაძე).
ავტორი: დიანა ლიპარტელიანი
04 მაისი, 2014.
http://reportiori.ge/?menuid=7&id=25341

Комментариев нет:
Отправить комментарий