ღმერთი

ღმერთი

четверг, 1 мая 2014 г.

ნათია ფანჯიკიძე: პარლამენტის სხდომათა დარბაზს ანაფორები არ უხდებოდა


თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე „facebook"-ის საკუთარ გვერდზე ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვას ეხმაურება, რომელსაც სასულიერო პირები ესწრებოდნენ.



„ვერავის მივცემ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში ჩარევის უფლებას. სამაგიეროდ, არც მე ვუვარდები სხვა პროფესიის ხალხს და წითელი „პასტით" არ ვუსწორებ რვეულებს. რა საჭიროა, ყოველი ელემენტარული სამუშაო დღე და გადაწყვეტილება რევოლუციურ და დრამატულ რეჟიმში მიმდინარეობდეს?



რატომ ვერ მიჯნავს ჩვენი ფსიქიკა ერთმანეთისგან მარტივ კატეგორიებს? ის, რომ ადამიანი კანონის წინაშე თანაბარია და ნებისმიერის თავის გატეხვა და მკვლელობა, ან ჩაგვრა ერთნაირად ისჯება, ეს არ ნიშნავს, რომ ან რწმენა, ან ორიენტაცია უნდა შევიცვალოთ. ამ ხაზის გავლება ასე რთული საკითხია, თუ ჩვენ ვერ ვახერხებთ განცალკევებას?



ძალიან მეზარება ხოლმე ასეთ სიტუაციებში აზრის გამოთქმა, მირჩევნია ყვავილები დავრგო, ვიდრე ბოლს გამოუშვებს ყველა მხარე, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ამ სტატუსის დაწერა. არ უხდებოდა ანაფორები პარლამენტის სხდომათა დარბაზს, სულ დაკარგა თავისი ხიბლი და მაგიურობა, ისევე გამოიყურებოდა, აი, როგორც პოლიტიკოსები და მათი ცოლები ვართ ხოლმე ეკლესიაში პროტოკოლურად ერთად დამწკრივებულები და ხალხი გვაშაყირებს.



სამაგიეროდ არც არავის ვეუცხოები იმ პატარა ეკლესიაში, სადაც სიარული მიყვარს და ჩემი მოძღვრის საკმეველის სურნელის მფრქვეველი კაბაც ჯადოსნურად გამოიყურება .



ყველა ადამიანი იქ ჩანს განსაკუთრებული და სასიამოვნო, სადაც მისი ადგილია. როგორც კი სხვა, არათავის ადგილზე გადაინაცვლებს, თითქოს რაღაცას კარგავს, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანს",
-- წერს ნათია ფანჯიკიძე.


ლილუ მიროტაძე

01 მაისი, 2014. 


reportiori.ge



Комментариев нет:

Отправить комментарий