ღმერთი

ღმერთი

пятница, 9 мая 2014 г.

მწვანილოვანი, მარცვლოვანი და მცენარეული სამკურნალო საშუალებები

ბოსტნეულის, მწვანილოვანი, მარცვლოვანი და მცენარეული სამკურნალო საშუალებების შესახებ „ამბიონს“ ფარმაცევტი ნინო თომაშვილი ესაუბრა:


  „ოხრახუში – მისი ფოთლები, ძირხვენა და ნაყოფი რეკომენდებულია თირკმლის ზოგიერთი სახის დაავადების დროს. მნიშვნელოვანია მისი, როგორც სისხლის განმწმენდი და ჭრილობის შეხორცების ხელისშემწყობიფაქტორი. ქლოროფილი, რომელიც მის ფოთლებშია,
სისხლში ჰემოგლობინის რაოდენობას ადიდებს. იგი შეიცავს ვიტამინ C-სადა A-ს, პროვიტამინს (კაროტინს). არის ანტიმიკრობული დაშარდდამდენი. კოსმეტიკური მიზნით მისი წვენი პიგმენტური ლაქებისა და ჭორფლის საწინააღმდეგოდ გამოიყენება.

ნიახური- იგი სისხლისგანმწმენდი ბოსტნეულია. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, შარდდამდენია. მისი ფესვები და ფოთლები საუკეთესო საშუალებაა თირკმლის გასაწმენდად მარილების დროს. ნიახურისფოთლებში ბევრია A და С ვიტამინი. ფესვებში – С, B1, B2, PP და კალციუმის მარილი. ხალხურ მედიცინაში ნიახური ცნობილია, როგორც ნერვული სისტემის დამამშვიდებელი, ძილის ხელშემწყობი საშუალება. მასში შემავალი პურინის გამო, არ გამოიყენება თირკმლის მწვავე ანთებისა და პოდაგრით დაავადების შემთხვევაში.


ქინძი - შეიცავს A და С ვიტამინს. ანტიმიკრობული თვისებისაა. დიდი რაოდენობით მისი მიღება არ შეიძლება, ვისაც აქვს დეპრესიისკენ მიდრეკილება. მისგან დამზადებული მალამო კარგია წითელი ქარის სამკურნალოდ.

რეჰანი – შეიცავს კაროტინს, ეთერზეთს, C ვიტამინს. ძველი გადმოცემით, იგი გამოიყენება სასმლის გადასაჩვევად თაფლთან ერთად.

ქონდარი – შეიცავს C, E ვიტამინს და კაროტინს. იგი მადის აღმძვრელად მოქმედებს, შარდდამდენია, შემკვრელია. სპობს მავნე მიკრობებს ნაწლავებში, კარგია დიაბეტისთვის.

კამა – შარდდამდენია, კარგია გაზების დაგროვების დროს, დამამშვიდებლადაც მოქმედებს.

სატაცური – შეიცავს A, C, B1, B2 და PP ვიტამინებს, მინერალურ მარილებს, რკინას, გოგირდს, ფოსფორს და სხვა. შეიცავს ძვირფას ამინომჟავას- ასპარაგინს, რომელიც ძალიან სასარგებლოა პოდაგრითა და წყალმანკით დაავადებულთათვის. სასარგებლოა დიაბეტის დროს, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. თირკმლის დაავადების სამკურნალოა.

დაფნა - შარდდამდენია. კარგია წნევიანებისთვის. ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ტკივილს. მისი ნახარში კარგია ყელში გამოსავლებად ტკივილისას. თმის ცვენის საწინააღმდეგოა.

ჭინჭარი – შეიცავს ვიტამინ C-ს, კალიუმის მარილებს. კარგი საშუალებაა სისხლის გასაწმენდად. გინეკოლოგიაში გამოიყენება სისხლის დენის შესაჩერებლად.

პირშუშხა – ფესვები დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ C-ს, ბაქტერიოდულია, ბაქტერიების მოსპობის უნარი აქვს. ჭურჭელში, სადაც დაფხვნილი პირშუშხაა, რამდენიმე დღის განმავლობაში ინახება ხორცი, რამდენიმე თვის განმავლობაში – ხილი. მინერალური მარილებიდან შეიცავს კალიუმისა და კალციუმის მარილებს.

ვარკაჭაჭა-ციკორი – შეიცავს რკინას, ინულინს. ნაღვლდამდენია. იმ პირებს, რომელთაც აქვთ გულის ძლიერი ცემა, ნერვული სისტემის აღგზნებადობა, საჭიროა მიეცეს ვარდკაჭაჭას ყავა ან ნატურალურ ყავაში შერეული ვარდკაჭაჭა. ეს ამცირებს კოფეინის აღმგზნებ მოქმედებას. ყავის მომზადება:ვარდკაჭაჭას ძირხვენას დაჭრიან წვრილად, ახმობენ, მოხალავენ და ფქვავენ. ეს არის ცნობილი ყავის სუროგატი – „ციკორი“.

პრასა - შეიცავს ვიტამინ C-ს, კალიუმის მარილებს. შარდგამომდენი საშუალებაა. აძლიერებს მადას. აუმჯობესებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მოქმედებას. კარგად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ ორგანოებზე. კარგია რევმატიზმის, პოდაგრის, სიმსუქნისა და სხვა დაავადებების დროს, უჯრედების მაშენებელია.

ისპანახი – შეიცავს A, C, B ჯგუფის ვიტამინებს. ხელს უწყობს კუჭქვეშა და სანერწყვე ჯირკვლების მოქმედებას, ნაწლავების პერისტალტიკას. რეკომენდებულია სისხლნაკლულთა და ტუბერკულოზით დაავადებულთათვის. წინააღმდეგ ნაჩვენებია პოდაგრისა და თირკმლების დაავადებების დროს.

წიწმატი – მდიდარია მინერალური მარილებით, კალიუმით, იოდით, მაგნიუმით, სპილენძით, რკინით. შეიცავსA, B1, B2, C, PP, B9 ვიტამინებს.

მჟაუნა – A და C ვიტამინებს შეიცავს, რკინას, მჯაუნმჟავას, ამიტომ მისი ჭამა არ არის რეკომენდებული ნაღვლის, თირკმლის კენჭოვანი დაავადებებისას, ათეროსკლეროზისა და პოდაგრის დროს.

სალათა – შეიცავს A, C, B ჯგუფის ვიტამინებს. კარგად მოქმედებს დამამშვიდებლად, აუმჯობესებს ძილს, აქვეითებს სისხლის წნევას. დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმისა და კალციუმის მარილებს. ამიტომ კარგია გულსისხლძარღვთა და ტუბერკულოზით დაავადების დროს. სასურველი არ არის მისი ჭამა პოდაგრით დაავადებისას.

ბარდა – შეიცავს A, C და B ჯგუფის ვიტამინებს, მინერალურ მარილებს – კალიუმი, მაგნიუმი, რკინა. კარგ შედეგს იძლევა მისი მიღება გასტრიტის დროს, კარგია შარდის შეუკავებლობისას. ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას.

სიმინდი – შეიცავს E, A ვიტამინს. მდიდარია ვიტამინებით, ცილებით, ცხიმებით. მისი ულვაში შარდდამდენი და ნაღვლდამდენია, იხმარება თირკმლის დაავადებისას. მარილების გამოსადენად.

ხენდრო – არის როგორც შარდდამდენი, ასევე – კენჭების დამშლელი.

პიტნა – შარდდამდენია. კარგია კუჭ-ნაწლავის სპაზმის მოსახსნელად, წნევის დასაწევად, დამამშვიდებელი საშუალებაა. გულის საშუალებების ნაკრებში შედის.

ზაფრანა – დამამშვიდებელია, ტკივილგამაყუჩებელი, შარდდამდენი. აუმჯობესებს გულის მუშაობას. იხმარება ეპილეფსიის დროს. გინეკოლოგიაში მშობიარობის დასაჩქარებლად იყენებენ.

ეკალა - მასშია გულის ტონუსის მოსამატებელი მიკროელემენტები და ნივთიერებები. კარგია რაქიტის პროფილაქტიკისთვის.

წიწაკა - დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინC-სა და A-ს,პროვიტამინს (კაროტინს). აღვიძებს მადას. ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, მიღებული საკვების უკეთ შეთვისებას.


თხილი - გამოიყენება ფოთოლი და ნაყოფი. ნედლ ნაყოფში ბევრია იოდი. ფოთოლი არის ანტიმიკრობული. გამოიყენება ყელში გამოსავლებად,მამაკაცებში – პროსტატის დროს.

ნიგოზი – შეიცავს იოდს, ნაყოფიცა და ფოთოლიც ამშვიდებს ნერვულ სისტემას. აყუჩებს თავის ტკივილს. ნაჭუჭი, უღელი და ფოთლები კარგია, როგორც შემკვრელი საშუალება. ასევე ჰემოგლობინის ასაწევად. მისი ყვავილის ნახარში ეფექტურია ხელის კანკალის დროს.

ფეტვი – აქვს ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი, ძილისმომგვრელი მოქმედება.

ქერი – ეფექტურია ნერვული სისტემის დასამშვიდებლად, ძილისთვის, კუჭის ანთებითი პროცესის დროს. მისი ქატო კარგია კუჭ-ნაწლავის გასაწმენდად და გასახდომად.

შვრია - მასში ბევრია B1ვიტამინი, ამიტომ კარგია ნერვული სისტემის დასამშვიდებლად.

ცერცვი - საუკეთესო საშუალებაა ნერვული სისტემის დასამშვიდებლად.

წაბლი -დამამშვიდებელი მოქმედება აქვს ჭამისას. კარგია ყმაწვილებისთვის, ვისაც შარდის შეუკავებლობა აქვს ძილის დროს. ცხენის წაბლი საუკეთესო საშუალებაა მაღალი პროთრომბინის დროს. მისი პრეპარატია „ესკუზანი“.“


თეონა ნოზაძე

 ambioni.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий